გინდა იცოდე თუ რა ემართებათ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას სიმდიდრესა და ფულზე ოცნებაში ატარებენ? კითხულობენ სხვების წარმატების ისტორიასა და მიღწევებზე?
საინტერესო, არაფერი. ოცნება, კითხვა და ცარიელი სიტყვები შორს ვერ წაგვიყვანს. წარმატების მიღწევა მხოლოდ მოქმედებით შიეძლება.
თუ თავი ზევით მოცემულ აღწერაში ამოიცანით, თქვენ ორი ვარიანტი გაქვთ.
- გააგრძელოთ იმის კეთება, რასაც აკეთებდით და თქვენი ოცნება ბავშვურ გატაცებად აქციოთ.
- გაახილოთ თვალები, შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება და სანამ დროა, პოტენციალი გამოავლინოთ.
კარგია, როდესაც გინდა იყო წარმატებული, მაგრამ წარმატება არ არის მიზანი; წარმატება ცხოვრების სტილია. შედეგი, რომელიც უსაზღვრო შრომას და შეუპოვრობას მოაქვს.
წარმატებას წინ უძღვის უამრავი ჩავარდნა, ურთულესი დღეები, რომელთა გადალახვა ერთი შეხედვით შეუძლებელია.
წარმატებისთვის აუცილებელია შესაძლებლობების გამოყენება, კონტაქტების მოძიება, ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღება და ”რკინის ნერვები”.
თუ ამ ყველაფრის მოდელირებას ახდენთ და იაზრებთ, რომ წარმატება ძალიან გრძელი და რთული გზაა, მაშინ რეალობასთან უკვე ახლოს ხართ. სიმართლე კი ის არის, რომ ვერასდროს გახდები წარმატებული თუ მასზე მხოლოდ ძილის წინ იფიქრებ.
გამოვიცნობ, რომ ბევრი თქვენგანი ფიქრობს – მიზნები კარგია, მაგრამ უკეთესი იქნება თუ სხვა წარმატებული ადამიანების მაგალითებს დავეყრდნობი. ნაწილობრივ, შეიძლება ასეც არის, მაგრამ ვერცერთი წარმატების ისტორია ვერ აგიხსნის, რეალურად, რამდენი შრომაა ამისთვის საჭირო.
5 მეთოდი, რომ შეწყვიტოთ ოცნება და დაიწყოთ მოქმედება
1. აიღე პასუხისმგებლობა შენს საქციელზე
ძალიან არამიმზიდველია, როცა ადამიანები საკუთარ პრობლემებს მთელ მსოფლიოს აბრალებენ. თითქოს, სამყარო მათ წინააღმდეგ არის და ის სისტემატიურად მათ გაცურებას ცდილობს.
უმჯობესია, ასეთი სიტყვები ლექსიკონიდან ამოვიღოთ და ყოველდღე გავიმეოროთ სიტყვები ”ჩემს ცხოვრებას მე განვაგებ, მე ვწყვეთ, როგორ მოვიქცე კონკრეტულ სიტუაციაში”.
დროა, ემოციების კონტროლი ვისწავლოთ. ნეგატივი კი, გაჩენის თანავე გავაქროთ.
2. მიიღე შენი თავი
როცა აქცენტს ვაკეთებთ პოზიტიურ ცხოვრებაზე, საკუთარი თავის შეყვარება, ფიზიკურად და მენტალურად, აუცილებელია. სრულყოფილი არავინაა. უნდა გავითავისოთ, რომ ვერასდროს ვიქნებით ის, რასაც ჩვენგან ელიან.
ენდეთ ინტუიციას და სხვას ნუ მიცემთ უფლებას, მართოს თქვენი ცხოვრება. ეს მხოლოდ მოსაწყენ, პროგნოზირებად და არასაინტერესო ცხოვრებისკენ გვიბიძგებს.
3. ისწავლე ნეგატივის უგულებელყოფა
წარმატების გზაზე, ყოველთვის შეგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან თქვენი იმედების გაცრუებას. სწორედ ამიტომ არის რჩევა #2 მნიშვნელოვანი. მზად უნდა ვიყოთ ყველა სახის ნეგატივის უგულებელყოფისთვის.
დაიმახსოვრეთ, რომ ბევრად მარტივია სხვისი კრიტიკა, ვიდრე საკუთარ თავზე მუშაობა.
განაგრძეთ სვლა, აცადეთ საუბარი. თქვენ მაგივრად კი, მიღწეულმა წარმატებამ იხმაუროს.
4. გააკეთე ნებისმიერი რამ, ოღონდ გააკეთე
როცა გეგმებს დაალაგებთ, დროა იმოქმედოთ. მოქმედება აუცილებელია, რომ მწვერვალს მიაღწიოთ. დაიწყე გამოკვლევა, მოგზაურობა, მოხალისეობა, წერა, ვარჯიში და ა.შ მთავარია, უმოქმედოდ არ იყოთ.
5. არსებული რესურსები თქვენს სასიკეთოდ გამოიყენეთ.
წარმატებას ინდივიდუალურად ვერ მივაღწევთ. აუცილებლად გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ამაში დაგვეხმარებიან. არ აქვს მნიშვნელობა ეს ინფორმაციის ან გამოცდილების მიღება იქნება, თუ უბრალოდ თქვენი ნიჭის ქება-დიდება. მთავარია, ისინი მოტივაციისა და გვერდში დგომის ოსტატები არიან.
ფოკუსი არ დაკარგოთ, ყოველთვის მობილიზებული იყავით, მაგრამ განტვირთვა არ დაგავიწყდეთ. ეს თქვენი გონებისთვის აუცილებელია.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.