• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / წარმატება / სტივ ჯობსი: გზა წარმატებამდე

სტივ ჯობსი: გზა წარმატებამდე

BY NOT

Print Friendly, PDF & Email

სტივ ჯობსისტივენ პოლ ჯობსი, ცნობილი როგორც სტივ ჯობსი, დაიბადა 1955 წლის 24 თებერვალს, სან ფრანცისკოში.

მას საკმაოდ ცუდი ბავშვობა ჰქონდა.

დედა – ამერიკელი, ხოლო მამა სირიელი იყო.

მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გაშვილება და პატარა სტივი, ჯობსების ოჯახმა იშვილა და მისი გვარიც სწორედ აქედან მოდის.

სტივ ჯობსი სულ 12 წლის იყო, როცა რადიოს აწყობა ცადა. ვინაიდან, არ იცოდა მისი აწყობის პროცესი, კომპანია “HP–ში” დარეკა და კითხვების დასმა დაიწყო.

ჯობსი “ბეჯითი მოსწავლის” სახელს არასდროს ატარებდა.

მეტიც, როცა სკოლა დაამთავრა, მშობლების ხათრით, ამერიკის ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჯულ კოლეჯში, რიდში, მოეწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, პირველი სემესტრის დასრულებისთანავე გაირიცხა.

თუმცა, ამის მიზეზი ის არ ყოფილა, რომ სწავლა არ შეეძლო ან ეზარებოდა. ჯობსი თვლიდა, რომ ის საგნები, რომელბსაც მას უნივერსიტეტში ასწავლიდნენ მისთვის უსარგებლო და უბრალოდ დროის კარგვა იყო.

გარიცხვის შემდეგ, სტივს მშობლები რომ არ გაენაწყენებინა, სახლში არ დაბრუნებულა.

ჯობსი უნივერსიტეტში დარჩა და ღამეს საერთო საცხოვრებელში, მეგობრების ოთახში ათევდა. ყოველდღე კოკა-კოლის ბოთლებს აბარებდა და ყოველ კვირას 10 კილომეტრს გადიოდა, რომ უფასოდ ევახშმა კრიშნაიდების ტაძარში.

რასაც ჩემი ცნობისმაყვარეობის თუ ინტუიციის გამო ცხოვრების მანძილზე შევჩეხებივარ, ადრე თუ გვიან უძვირფასესი მონაპოვარი გამხდარა

თუმცა, ჯობსი თავის დროს მხოლოდ ძილსა და ჭამაში არ ხარჯავდა.

ის ესწრებოდა ისეთ საგნებს, რომლებიც მისთვის საინტერესო იყო.

ერთი შეხედვით, თითქოს ამ კურსებს მნიშვნელოვანი როლი არ უნდა ეთამაშა მის ცხოვრებაში, მაგრამ 10 წლის შემდეგ, როცა ის უკვე მაკინტოშის პირველ კომპიუტერს ქმნიდა, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით რამდენიმე ინოვაციური პროდუქტი შექმნა.

მე რომ არ გამევლო ის ერთი კურსი კოლეჯში, მაკს არასოდეს ექნებოდა ასეთი მრავალფეროვანი შრიფტი. იმის გათვალისწინებით, რომ ვინდოუსმა ეს ფუნქცია მაკს მოპარა, გამოდის რომ არცერთ პერსონალურ კომპიუტერს ექნებოდა ეს ფუნქცია

ეს განცხადება სტივ ჯობსმა 2005 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიალზე გააკეთა.

როცა მის ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, აუცილებელია კომპანია “ეფლის” ხსენება.

შეიძლება ითქვას, რომ ეფლი გარდამტეხი ფიგურა იყო ტექნლოგიურ ბიზნესში, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

კომპანია ეფლის ისტორია

1976 წლის 1 აპრილს, კალიფორნიაში სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა დააფუძნეს კომპანია “ეფლი”.

სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკი ფართო აუდიტორიისთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი, თუმცა რონალდ უეინი ბურუსით მოცული ფიგურაა, რომელსაც თანადამფუძნებელის როლში იშვიათად იხსენიებენ.

რონალდ უეინი იყო 1970-იან წლებში კომპანია “Atari-ის” ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერი.

თუმცა, კომპანია ეფლის დაარსებიდან რამდენიმე დღეში, რონალდ უეინმა თავისი კუთვნილი წილი 800$-ად გაყიდა, რაც დღეს რამდენიმე მილიარდის ტოლფასია.

ამის მიზეზად რონალდ უეინი იმას ასახელებს, რომ სტივ ჯობსი $5.000 ვალის აღებას აპირებდა, ის კი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან ბიზნესში არაერთი წარუმატებლობა ჰქონდა.

სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი რისკის აღებისთვის მზად არ იყო.

რა თქმა უნდა, რონალდ უეინის წილი სტივ ჯობსმა და ვოზნიაკმა გამოისყიდა.

როცა ჯობსმა და ვოზნიაკმა პირველ კომპიუტერზე მუშაობა გადაწყვიტეს, მანქანისა და კალკულატორის გაყიდვა დასჭირდათ, რომ საჭირო თანხები შეეგროვებინათ.

ჯამში, $1.300 შეაგროვეს.

ეფლის პირველი ლოგოერთ–ერთი საინტერესო ფაქტი არის ის თუ რატომ ქვია კომპანიას “ეფლი”, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ვაშლს და ტექნიკას ერთმანეთთან არანაირი კავშირი აქვს.

ერთი შეხედვით სისულელე იყო, მაგრამ ვინც ყურს მოკრავდა ეს სახელი ყველას ამახსოვრდებოდა.

კომპანიის შექმნიდან 1 წლის თავზე შეიქმნა კომპიუტერი “Apple 1”, რომლის წარდგენა “თვითნაკეთი კომპიუტერების კლუბში” მოხდა.

ხალხის ემოციებმა და გამომეტყველებამ კი ვოზი დააფიქრა, რომ მან რაღაც ღირებული შექმნა.

ჯობსმა, სულ 200 კომპიუტერი გაყიდა და თითოეულის ფასი $666 იყო.

იმავე წელს გამოვიდა გაუმჯობესებული “Apple 2”.

24 წლის ასაკში ჯობსი და ვოზი მილიონერები გახდნენ.

1984 წლის 22 იანვარს შეიქმნა კომპიუტერი სახელად “მაკინტოში”, რომელსაც “მაუსი” დაუმატეს.

მაკინტოში ითვლება დღევანდელი პერსონალური კომპიუტერის უშუალო წინაპრად.

პარალელურად ისინი აგრძელებდნენ “Apple 2-ის” გამოშვებას, თუმცა 1993 წელს ყველა ეფლის კომპიუტერი მაკინტოშის ოჯახის წევრი გახდა.

1985 წელს მაკის შექმნიდან 1 წლის თავზე დირექტორთა საბჭომ სტივ ჯობსი კომპიანიიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ მან შექმნა კომპანია “ნექსთი” და “პიქსარი”.

“პიქსარმა” ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი შექმნა კომპიუტერული ანიმაციის გამოყენებით  და დღეს იგი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდიაა.

1996 წელს “ეფლმა” გადაწყვიტა “ნექსთის” შეძენა და სტივ ჯობსი გახდა “ეფლის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა.

1997 წელს, ლოს ანჯელესში შეიქმნა ეფლის სარეკლამა კამპანია “Think Different”.

ეს ლოზუნგი სწრაფად გავრცხელდა და მთელ მსოფლიოს მოედო.

ჯობსის დაბრუნების შემდეგ, “ეფლმა” დაიწყო ახალი წარმატებული ტექნოლოგიების შემუშავება და 1998 წლის 15 აგვისტოს შეიქმნა პირველი “iMac”.

2001 წლის 23 ოქტომბერს  წარადგინა პირველი აიპოდი და ის გამოაცხადა, როგორც მაკ-შეთავსებული პროდუქტი, რომელსაც 5 გიგაბაიტიანი მყარი დისკი ქონდა და ჯიბით 1 000 სიმღერის ტარება იყო შესაძლებელი.

ამის შემდეგ აიპოდმა სახე რამდენიმეჯერ შეიცვალა და სიმღერიბს ჩაწერის გარდა, უამრავი ფუნქცია დაემატა. მაგალითად, სურათის გადაღება, თამაშები და ინტერნეტით სარგებლობა.

2003 წელს სტივ ჯობს დაუსვეს მომაკვდინელებლი სენის დიაგნოზი. თავდაპირველად, მან ოპერაციაზე უარი თქვა, მაგრამ მოგვიანებით დათანხმდა, რამაც სიცხოცხლე 8 წლით გაუხანგრძლივა.

2006 წელს ჯობსი გახდა კომპანია “უოლტ დისნეის” დირექტორთა საბჭოს წევრი და უმსხვილესი მეწილე.

კომპანია ეფლი კვლავ აგრძელებდა რევოლუციური პროდუქტების წარმოებას და ახლა უკვე ქმნის ტელეფონს სახელად “iPhone”, რომელიც 2007 წლის 29 ივნისს სტივ ჯობსმა წარადგინა.

“აიფონმა” ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და სატელეფონო ინდუსტრია სრულიად შეცვალა.

2011 წლის 24 აგვისტოს ჯანმრთელობის გამო სტივ ჯობსი კომპანიის დირექტორობიდან გადადგა და მისი ადგილი ტიმ კუკმა დაიკავა.

2011 წლის 5 ოქტომბერს პანკრეატიული სიმსივნით, ის 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მის სიკვდილს მსოფლიოს ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ და ყველა თავისებურად ცდილობდა აეხსნა მისი წარმატების საიდუმლო.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე საავადმყოფოში სტივ ჯობსს, ბილ გეითსიც ესტუმრა. მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრს ეგონა, რომ ეფლი ავტორიტეტს დაკარგავდა და თავდაპირველ იერსახეს ვეღარასდროს დაიბრუნებდა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა.

მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა და ეფლის ძლიერმა ჯგუფმა შეძლეს კომპანიის სახელის შენარჩუნება და 2015 წლის მონაცემებით, ეფლი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, რომლის ფასიც 145,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დღეს, ეფლში მუშაობს 17,787 ადამიანი და ეს ის ეფლია, რომელიც 40 წლის წინ, ახალგაზრდა სტივ ჯობსმა და სტივ ვოზნიაკმა შექმნა.

2005 წელს, როდესაც სტენფორდის უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ასეთი რამ თქვა:

სტიუარტმა და მისმა გუნდმა “მთელი დედამიწის კატალოგის” რამდენიმე ნომერი გამოუშვეს, საფინალო ნომრის უკანა ყდაზე გზის ფოტო იყო ქვეშ კი ასეთი სიტყვები ეწერა “იყავით მშივრები, იყავით თავზეხელაღებულები” ეს მათი გამოსამშვიდობებელი გზავნილი იყო.

“მე ყოველთვის ვუსურვებ ამას საკუთარ თავს და ახლა, როდესაც სწავლას ასრულებთ და ახალ ცხოვრებას იწყებთ, მე გისურვებთ თქვენ “იყავით მშივრები, იყავი თავზეხელაღებულები”.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია