რიჩარდ ბრენსონი ინგლისელი ბიზნესმენი ინვესტორი და ფილანტროპისტია.
ბრენსონი დაიბადა 1950 წლის 18 ივლისს, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, სურეიში.
მისი ქონება 5.2 მილიარდი დოლარია.
როჩარდ ბენსონი კომპანია “ვირჯინ გრუპის” დამფუძნებელია, თუმცა ის არ არის ცნობილი, როგორც ბიზნესმენი, ბრენსონმა სახელი გაითქვა მისი თავგადასავლებით, სპორტული მიღწევებითა და უცნაური ისტორიებით.
მაგალითად, ასეთი ისტორია:
ბენსონმა ოკეანე საჰაერო ბურთით გადაკვეთა
საზოგადოება ბრენსონს მოიხსენიებს, როგორც მეკობრესა და ”ბიზნესის ჭუჭყისგან გამწმენდ რაინდად” .
რიჩარდ ბრენსონი დაიბადა ედვარდ ჯეიმს ბრენსონის ოჯახში. დედამისი, ევა ბრენსონი, თვითმფრინავის ბორდგამცილებელი იყო.
რიჩარდ ბრენსონი: წარმატების ისტორია
რიჩარდ ბრენსონს რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი და ერთ-ერთ ბიოგრაფიულ წიგნში წერს,
ჩემს ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი დედაჩემმა შეიტანა, რადგან ბავშვობიდან მიმაჩვია დამოუკიდებელ ცხოვრებას. ამ ყველაფერმა კი ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა
ბრენსონი ყოველთვის ოცნებობდა საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე. სწორედ სკოლის პერიოდში სცადა პირველი ბიზნესის დაწყება და უამრავ რაღაცას მოედო, რაშიც, რა თქმა უნდა, ოჯახი მხარს უჭერდა.
1966 წელს, როცა მას 16 წელი შეუსრულდა მიხვდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები უნდა ეკეთებინა და ლონდონში წავიდა.
1968 წელს მან გამოუშვა ჟურნალი “სტუდენტი”, სადაც უფასო სტატიები ბევრ ცნოვილ ადამიანს დააწერინა.
ჟურნალმა სახელი სწრაფად მოიხვეჭა და ედვერთაიზერების ყურადრებაც მიიპყრო.
1970 წელს, ბრენსონმა მეგობრებთან ერთად დაარსა კომპანია “ვირჯინი”. ახალგაზრდა ბიზნესმენებმა გახსნეს ორი მაღაზია ოქსფორდ-სტრიტზე.
თავიდან, კომპანია ყველასთვის ცნობილი შემსრულებლების გრამფირფიტების გაყიდვით იყო დაკავებული, საიდანაც გაყიდულიდან პროცენტს იღებდა.
ნელ-ნელა კომპანიამ დაიწყიო განვითარება და 1984 წელს შეიქმნა “Virgin Atlantic”.
1993 წელს მან დაარსა სადგური – “Virgin Radio” და რამდენიმე წლის შემდეგ უკვე მეორე ჩამწერი სტუდია, V2, გახსნა.
1972 წელს, 22 წლის ასაკში, რიჩარდმა, კრისტენ ტომასი, ცოლად შეირთო, მაგრამ მათი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და 5 წლის შემდეგ დაშორდნენ.
1989 წელს ის ისევ დაქორწინდა და ცოლად შეირთო ჯოან თემფლმენი.
1998 წელს მან გამოუშვა წიგნი სახელად “Losing My Virginity”, სადაც გვხვდება მისი ბიოგრაფია და უამრავი საინტერესო ისტორია. ამ წიგნმა მალე მოიპოვა პოპულარობა და ბესტსელერი გახდა.
2000 წელს მან მიიღო “Tony Jannus” ჯილდო.
როგორც ყველა წარმატებული ბიზნესმენი, რიჩარდ ბრენსონიც ყველას ურჩევს, რომ ადამიანებმა უნდა აკეთონ ის საქმე, რომელიც უყვართ.
ეს კი მისი ცნობილი ფრაზაა:
“ნუ გააკეთებთ, თუ სიამოვნებას არ განიჭებთ”.
მისი თქმით, მას არ ჰქონდა განზრახული უზარმაზარი ბისნეს-იმპერია შეექმნა, ის უბრალოდ აკეთებდა იმ საქმეს, რომელიც მოწონდა და სიამოვნებას ანიჭებდა, ეს კი ითვალისწინებდა მისთვის სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობასა და დროის გატარებას.
დღეს, კომპანია “ვირჯინი” აერთიანებს ოთხასზე მეტ სხვადასხვა ბიზნესს, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, კანადასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
2013 წლიდან, რიჩარდ ბრენსონმა და კომპანია “მაიკროსოფტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პოლ ალენტმა საინტერესო პროექტი წამოიწყეს – “Virgin Galactic”, რაც ითვალისწინებს კოსმოსური სადგურების აშენებას. მომავალში, ნებისმიერი მსურველი მიზერულ თანხად შეძლებს კოსმოსში გამგზავრებას.
მისი ბოლო წიგნი გამოვიდა 2014 წელს სახელწოდებით – “Vrigin Way: How to listen, Learn, Laugh and Lead”.
რიჩარდ ბრენსონი დღეს 71 წლის არის და კვლავ აქტიურად განაგრძობს ცხოვრებას და დაკავებულია უამრავი საინტერესო პროექტით.