ბევრი ფიქრი არ ჭირდება, რომ საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციების მოპოვება გინდა.
ისიც დიდი ხანია იცი, რომ სოციალური მედია შენს პოზიციებზე დიდ გავლენას ახდენს.
სოციალურ მედიას დიდი გავლენა აქვს საძიებო სისტემის შედეგებზე და ძლიერი სოციალური მედიის სტრატეგია აუცილებლად დაგეხმარება პოზიციების გაუმჯობესებაში.
ამ სტატიაში გაიგებთ 5 არაჩვეულებრივ გზას, რომელიც დაგეხმარება სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენებაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს სეო სტრატეგიას წაადგება.
სოციალური მედია და სეო: 5 არაჩვეულებრივი რჩევა
#1: ბექლინკები სოციალური მედიის ექაუნთებით
ერთ დროს, გუგლი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ლინკ ბილდინგს.
რაც არ უნდა ცუდი ლინკი ეპოვა გუგლს, ის აუცილებლად გეხმარებოდა პოზიციების გაუმჯობესებაში.
თუმცა, როცა სეოერებმა გუგლის ასეთი კარგი დამოკიდებულების შესახებ გაიგეს, ამ უპირატესობის გამოყენება სხვანაირად დაიწყეს და ლინკების მანიპულაციაში აქტიურად ჩაერთვნენ.
ლინკებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში ვაკეთებთ, მარკეტერები ხშირად ტოპად მოიხსენებენ.
ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ სოცუალურ ქსელებს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს.
ეს მაშინაც კარგია თუ თქვენი ფეისბუქის გვერდი ახალ შექმნილია.
შეიძლება ისე მოხდეს, რომ საძიებო სისტემაში ფეისბუქის გვერდი უფრო მაღლა დაირანკოს, ვიდრე თვითონ დომენი.
შეიძლება ეს ზედმეტად ნათელი რჩევაა, რომელსაც ყველა ითვალისწინებს თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საიტის ლინკები არამარტო კონტენტის გაზიარებისას, არამედ მოკლე აღწერის შევსებისას და საიტის გრაფაში დაამატეთ.
#2: გაზარდე ფოლოვერების ბაზა
გვერდებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით ფოლოვერები ყავთ, უკეთესად ირანკებიან საძიებო სისტემაში.
დიდი რაოდენობით ფოლოვერები არ ნიშნავს $5-ად მილიარდი ფეიკ მიმდევარის ყიდვას.
დიდი რაოდენობით ფოლოვერები მაღალი ინტერაქციის ტოლფასია.
ეს ინტერაქცია შეიძლება იყოს რეპინები, რეტვიტები, ლაიქები და +1-ები.
მაქსიმალურად ეცადე, რომ შენი სოციალური პროფილები გაზარდო და დახვეწო, რადგან აუცილებლად დაგეხმარება საიტის სეოს გაუმჯობესებაში.
სოციალური სიგნალები რეალური ფაქტორია, როცა სეოზე ვიწყებთ საუბარს.
საძიებო სისტემები აკვირდებიან სოციალურ გაზიარებებს, რომ დაადგინონ რამდენად აქტიური ხარ სოციალურ ქსელში და რა როგორ ურთიერთობს მომხამრებელი შენს კონტენტთან.
ხოლო თუ შენი კონტენტი სოციალურ ქსელში ვირუსულია, ესეიგი ხარისხიანია, რაც აუცილებლად წაგწევთ საძიებო სისტემაში.
აზრი არ აქვს ”ჭკუის კოლოფობის” თამაშს და სოციალური ქსელების/გუგლის ფეიკ ლაიქებითა და გაზიარებებით მოტყუებას.
მაგალითად, ფეისბუქი დაგსჯით ტყუილი ლაიქებისთვის და საძიებო სისტემაც ანალოგიურად, გაგიუარესებთ პოზიციებს.
ამიტომ სტაბილურად ეცადე ყოველგვარი მაქინაციის გარეშე განავითარო სოციალური პროფილები, რაც გრძელვადიან თამაშში ძალიან დიდ ”ბუსთს” მოგცემთ.
#3: შენი კონტენტი გაზიარებადი უნდა იყოს და საძიებო სისტემაშიც იძებნებოდეს
პინტერესტი ერთ-ერთი კარგი სოციალური პლატფორმის მაგალითია, სადაც შენი კონტენტი ორივე ფაქტორს, ძებნას და გაზიარებას, აკმაყოფილებს.
პინტერესტი მაქსიმალურად ცდილობს რეპინები წინა პლანზე წამოწიოს და მომხმარებელს ყოველთვის ამხენევებს – გაუზიარონ მეგობრებს კონტენტი, რომელიც მოსწონთ.
ბევრი სოციალური ქსელი გაძლევს იმის საშუალებას, რომ კონტენტი ”პირადულზე” გადავიყვანოთ და მისი ნახვის უფლება არავის ექნება.
ერთ-ერთი მაგალითია იუთუბი. ასევე პინტერესტი და ტვიტერი.
თუმცა, როცა საქმე ბიზნესს ეხება, ყოველთვის უნდა გვინდოდეს, რომ კონტენტი საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
#4: გამოიყენე ქივორდები პოსტებში
ქივორდები საიტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ამიტომ როგორც საიტისთვის და სარეკლამო კამპანიებისთვის, ჩვენი სოციალური ექაუნთებისთვისაც მნიშვნელოვანია.
მაგალითად, პინტერესტზე რომ კარგად დავირანკოთ ბორდებში ქივორდები უნდა გამოვიყენოთ.
იგივე პრინციპია იუთუბზე, როცა თეგებში ქივორდებს ვსვამთ.
მეტიც, შეიძლება ფეისბუქის პოსტებში და ტვიტებში ჰეშთეგით გამოყენებულმა ქივორდებმა დამატებითი ტრაფიკი მოგვიტანოს.
ამ მეთოდის მთავარი მიზანი ის არის, რომ კონტენტი ”ძებნადი” იყოს და როცა მომხამრებელი მის ძებნას დაიწყებს, სწორედ ჩვენი სტატია აჩვენოს #1 რეზულტატად.
#5: ლოკალური ლისთინგი
აუცილებელია, რომ თქვენს ბიზნესს ქონდეს ფიზიკური მისამართი Google+-ზე.
ეს მომხმარებელს ”განხილვის” დატოვების უფლებას აძლევს, ხოლო გუგლი მოწინავე პოზიციებზე იმ საიტებს აჩვენებს, რომლებსაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.
ზუსტად იგივე პრინციპით უნდა მიუდგეთ ფეისბუქის გვერდს.
აუცილებლად დაამატეთ თქვენი ლოკაცია ფეისბუქის ”ჩვენ შესახებ” გვერდში.
ეს არამარტო თქვენს სოციალურ პროფილს, არამედ მომხმარებელსაც დაეხმარება, რადგან მათ ჩექინისა და განხილვების დამატების საშულება ექნებათ.
რაც, რა თქმა უნდა, ლოკალური სეოსთვის იდეალურია.
შეჯამება
დღეს, სოციალური მედია ერთ-ერთი საუკეთესო ხელსაწყოა მარკეტინგისთვის.
თუმცა, ინტერნეტ მარკეტერებისთვის, გარდა იმ ღირებულებებისა, რომელსაც ყველა მოკვდავი იყენებს, კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს,
ეს დადებითი თვისება კი, სეოა.
თქვენ რას ფიქრობთ? გამოგიყენებიათ თუ არა სოციალური მედია, როგორც თქვენი სეო სტრატეგიის ნაწილი? რა ტიპის სტრატეგიები დაგეხმარათ ყველაზე მეტად?
შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!