რთული მისახვედრი არ არის, რომ დღეს, “third-party” პლატფორმაზე ბრენდის ”ჩამოკიდება” ცუდი იდეაა.
მითუმეტეს ისეთი პოპულარულ პლატფორმებზე, როგორიც ფეისბუქი და ტვიტერია.
ამ დროს ჩნდება კითხვა ”მაშინ, როგორი სოციალური მედია მარკეტინგია ეფექტური?”
როგორ იყენებენ გამოცდილი კომპანიები სოციალურ მედიას, რომ მოიზიდონ მეტი მომხმარებელი, აიმაღლონ რეპუტაცია და გაზარდონ გაყიდვები?
სოციალური მედია მარკეტინგის 6 მნიშვნელოვანი ელემენტი
გთავაზობთ სოციალური მედია მარკეტინგის 6 მნიშვნელოვან ელემენტს, რაც დაგეხმარებათ ეფექტური სოციალური მედია მარკეტინგის გეგმის ჩამოყალიბებაში.
1. ”ბაზის” მოწესრიგება
თქვენი ”ბაზა” საიტია, სადაც თქვენ მართავთ “user experience-ს” – კონტენტიდან დაწყებული, დიზაინით დამთავრებული.
სწორედ აქ უნდა მოახდინოთ პირველი შთბაჭდილება. მომხმარებელს მაღალხარისხიანი კონტენტი დაახვედრეთ და აუცილებლად დარწმუნდით, რომ დიზაინი მარტივი, სუფთა და პროფესიონალურია.
თქვენი საიტი ადგილია, სადაც გასცემთ მკითხველის პასუხებს, მისცემთ საინტერესო რჩევებს და დაეხმარებით განვითარებაში.
საიტი კონტენტ მარკეტინგის ხელსაწყოა, სადაც ურთიერთობთ უშუალოდ აუდიტორიასთან და არა სხვა ექსპერტებთან.
არ იფიქრო იმაზე, თუ როგორ გამოაჩინო შენი ცოდნა, იფიქრე იმაზე, თუ როგორ მიაწოდო აუდიტორიას საჭირო ინფორმაცია.
2. შენი ბიზნესის სახე
თუ აპირებ, რომ გამოიყენო ისეთი სოციალური ფლატფორმები, როგორიც ტვიტერი, ფეისბუქი და ლინქდინია, მაშინ გჭირდება”ადამიანის სახე”, რათა მარკეტინგმა იმუშავოს.
რას ნიშნავს ეს?
მოგიწევთ თუ არა პირად პრობლემებსა და ზოგადად, თქვენზე საუბარი?
რა თქმა უნდა, არა.
უბრალოდ, თქვენ უნდა წარმოაჩინოთ რეალური ”თქვენ”, რომელიც მეგობრული და არაფორმალური იქნება იმ დოზით, რომ საუბარი საინტერესო, რელევანტური და შესაფერისი იყოს.
თქვენ სოციალური მედია მარკეტინგს არ უნდა უძღოდეს ”კორპორაციული რობოტი”, რომელიც ზედმეტად ოფიციალურია და მასთან ურთიერთობა უხერხული და მოსაწყენია.
უმჯობესია, თქვენ ბიზნესის სახე კომუნიკაბელური და გახსნილი იყოს, რათა შეიქმნას არაფორმალური და მეგობრული გარემო, რაც თქვენს ბიზნესთან ინტერაქციას უფრო სასურველს ხდის.
მაგალითად, დააკვირდით საქართველოს ბანკისა და მისი აუდიტორიის ურთიერთობას.
3. კიდევ ვისი მომხმარებელია თქვენი აუდიტორია?
სოციალური ქსელი იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანები ინტერნეტში დაახლოვდნენ და ისაუბრონ.
მოძებნეთ ადამიანები, რომელსაც საკმაოდ კარგი აუდიტორია ყავთ. ისინი შეიძლება იყვნენ ბლოგერები, მწერლები ან სოციალური ქსელის აქტიური წევრები, რომლებიც ძალიან კარგ კონტენტს აზიარებენ.
ეს არის ის ხალხი, ვისაც გვინდა კონტენტი მივაწოდოთ.
მათთან პროფესიონალური ურთიერთობის დამყარება არ არის რთული მეცნიერება.
საკმარისია, მათი ბლოგის, გვერდის ან პროფილის აქტიური მკითხველი გახდეთ, რომ მათი სიმპათია დაიმსახუროთ.
არ იფიქროთ, რომ მათთან ჩხუბის წამოწყება ან ირონიული გამოხმაურება გამორჩეულ მკითხველად გაქცევთ.
ამ მხრივ, ”ტროლის” ან ”უაზრო” ადამიანის სახელი შეგრჩებათ.
თუმცა, თუ ნამდვილად ფიქრობთ, რომ ის ცდება და საწიინაღმდეგოს დამტკიცებას აპირებთ, თქვენი აზრი არგუმენტირებულად და პატივისცემით გამოხატეთ.
4. აირჩიე ძირითადი პლატფორმა
კიდევ ერთხელ დაფიქრიდით, რომელ სოციალურ ქსელს იყენებს თქვენი აუდიტორია.
თუ შენ ტვიტერი გიყვარს, მაგრამ აუდიტორიის დიდი ნაწილი ფეისბუქს იყენებს, დროა ტვიტერს შეეშვა და სრული კონცენტრაციით ფეისბუქზე გადაერთო.
5. მართე დრო
თუ არ გადაწყვეტ, რამდენ დროს დაუთმობ სოციალურ მედიას, ”default” პასუხი ”სულ” იქნება.
ფეისბუქი და ტვიტერი ძალიან ადვილად იწვევს მიჯაჭვულობას.
შეიძლება სოციალურ ქსელში 5 წუთით შეხვიდეთ, მაგრამ, რეალურად, იქ ბევრად მეტი დრო დახარჯოთ.
საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ”ტაიმერის” დაყენება, რომელიც შეგახსენებთ, რომ თქვენი დრო ამოიწურა.
დაიმახასოვრეთ, თქვენი დროის ყველაზე დიდი ნაწილი საიტზე უნდა დაიხარჯოს, რადგან სწორედ მისი განვითარებაა ჩვენი #1 პრიორიტეტი.
6. SEO არ დაგავიწყდეს
ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სოციალური მედია გაზიარებები ნიშნავს იმას, რომ სეო აღარ არის საჭირო.
ფაქტი კი ისაა, რომ სოციალური მედია მარკეტინგი სეოს უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
Play the long game.
თქვენ რას ფიქრობთ სოციალურ მედია მარკეტინგზე? რამდენად მნიშვნელოვანია ის ბიზნესის განვითარებისთვის?
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.