გარდა იმისა, რომ დავიწყეთ ინსტაგრამის პროფილის განვითარება და მონეტიზაცია, აუცილებელია გამოვიყენოთ რამდენიმე ხელსაწყო, რომელიც დაგვეხმარება პროგრესის მონიტორინგში.
სხვა სიტყვებით, ხელსაწყოები საჭიროა იმისთვის რომ გავიგოთ რამდენად კარგად ვმართავთ ჩვენს ინსტაგრამის პროფილს.
ბაზარზე უამრავი ხელსაწყო და აპლიკაციაა, რომელიც იდეალურ შეფასების სისტემას გვპირდება, თუმცა, რეალურად, სულ რამდენიმე თული არსებობს, რომელსაც ნამდვილი სარგებლის მოტანა შეუძლია.
სწორედ ამიტომ, განვიხილოთ 3 უძლიერესი ინსტაგრამის ხელსაწყო, რომელიც გამოგვადგება ჩვენი მარკეტინგული სტრატეგიების შეფასებასა და გაანალიზებაში.
ინსტაგრამის პროფილი: 3 ხელსაწყო პროგრესის მონიტორინგისთვის
ხელსაწყო #1: Social Blade
როცა ინსტაგრამზე, როგორც შემოსავლის წყაროზე, სერიოზულად ვიწყებთ ფიქრს, პირველი კითხვა რაც გვიჩნდება არის:
როგორ ვითარდებიან სხვა ბრენდები?
საკმაოდ საინტერესოა იმის ცოდნა, მაგალითად, როგორ ვითარდება შენი პირდაპირი კონკურენტი.
Social Blade-ი გვაჩვენებს რამდენი მიმდევარი ემატება კონკრეტულ კომპანიას დღეში, მერამდენე ადგილზეა მიმდევრების რაოდენობით და როგორი სტატისტიკა ექნება რამდენიმე წელში.
თან, შეგვიძლია ორი გვერდი ერთმანეთს შევადაროთ და ვნახოთ, რომელი უფრო კარგად პროგრესირებს ინსტაგრამზე.
ხელსაწყო #2: INK361
წინა ხელსაწყოსგან განსხვავებით, რომელიც უფრო ზედაპირულ ინფორმაციას გვაწვდით, INK361 უფრო სიღრმისეულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.
მაგალითად, ისეთი ინფორმაცია როგორიც არის ინგეიჯმენთის დონე, ყველაზე აქტიური კვირა, დღე და საათი, მოწონებების რაოდენობა, პოსტები სპეციფიკურობა, კომენტარების რაოდენობა და ყველაზე ვირისული კონტენტი.
მოკლედ რომ ვთქვათ, INK361 იდეალური ხელსაწყოა ინსტაგრამის პროფილის სწორი ანალიზისთვის. ამ ხელსაწყოს კიდევ ერთი დადებით თვისება ის არის, რომ ინფორმაციის დამუშავებას სულ რამდენიმე წამი ჭირდება და სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, ლოდინი არ გვიწევს.
თუ სტატისტიკის განყოფილებას ვერ იპოვით, არ დაიბნებთ. როცა თქვენს პროფილს INK361-ს დაუკავშირებთ, თქვენი პროფილის სურათთან, ჩამონათვალში იპოვეთ სექცია სახელად, “Statistics”.
ხელსაწყო #3: ICONOSQUARE
ხელსაწყო ICONOSQUARE, INK361-ის მსგავსია. თუმცა, აქვს რამდენიმე ისეთი ფუნქცია, რაც მას უნიკალურს ხდის.
INK361-ისგან განსხვავებით, ICONOSQUARE კიდევუ ფრო დეტალურად. მაგალითად, ხელსაწყო გვთავაზობს მიმდინარე თვის ანალიზს, ვინ არის ყველაზე აქტიური მიმდევარი, ექაუნთის ზრდის მაჩვენებელი, ყველაზე ხშირად გამოყენებული #hashtag, მოპოვებული და დაკარგული მიმდევრების ზუსტი რიცხვი და ა.შ
გარდა ამისა, ხელსაწყოს ოპტიმიზაციის კატეგორია აქვს, სადაც სისტემა გვაწვდის ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარი პროფილის გაუმჯობესება.
თან, ICONOSQUARE-ს აქვს “Elite” პაკეტი, სადაც დამატებით გვეხსენება რამდენიმე ფუნქცია.
ყველაზე სინტერესოა ორი სერვისი “Competitor-ი” და “Hashtag Performace”. ეს ფუნქცია შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თვალი ვადევნოთ კონკურენტებსა და ჩვენთვის საინტერესო Hashtag-ებს (ვინ იყენებს, რომელი ქვეყნიდან არიან და რამდენად სწრაფად იზრდება).
ბონუსი: ხელსაწყო #4: Later
რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ჩვენი აუდიტორია ყველაზე აქტიური მაშინ არის, როცა გვძინავს? ერთი შეხედვით, გადაუჭრელ პრობლემას გავს, სადაც ერთადერთი გამოსავალია:
მაღვიძარა დავაყენოთ და დავდოთ სურათი
ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, არავის უნდა. ბოლოს, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ დღის კონკურეტულ პერიოდში ვპასიურობთ.
სამწუხაროდ, ვინ იცის, რამდენად კარგად შესაძლებლობას ვუშვებთ ხელიდან.
საბედნიეროდ, ამ სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი არსებობს. არსებობს ხელსაწყო სახელად, “Later” რომლის უფასო გეგმა ნებას გვრთავს თვეში 30 პოსტი წინასწარ დადგენილ დროს გამოვაქვეყნოთ.
ამ პროგრამის დახმარებით, შევძლებთ სოციალურ ქსელში ისეთ დროს ვიაქტიუროთ როცა ყველაზე დაკავებული ვართ, გვძინავს ან უბრალოდ გვეზარება პოსტის გამოქვეყნება.
შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს გამოხმაურებას!