• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / სოციალური მედია მარკეტინგი / ფეისბუქის მარკეტინგი / 10 საუკეთესო Facebook გვერდი, რაც ოდესმე გინახავთ

10 საუკეთესო Facebook გვერდი, რაც ოდესმე გინახავთ

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

10 საუკეთესო Facebook გვერდიმსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, Facebook-ი, უმნიშვნელოვანესი რესურსია ბიზნესებისთვის, რომ საკუთარი კომპანიები დაარეკლამონ.

იდეაში, ფეისბუქის გვერდი ბიზნესებისთვის შეიქმნა. ფეისბუქის გვერდი ბიზნესებს საშუალებას აძლევს გამოაქვეყნონ კონტენტი, მიიღონ უკუკავშირი და დაუკავშირდნენ პოტენციურ კლიენტებს.

ერთი შეხედვით, ფეისბუქის გვერდის მართვა მარტივი საქმეა.

თუმცა, ის ძალიან კარგ ბიზნეს შესაძლებლობეს გვთავაზობს, რომელთა უპირატესობების სრულად გამოყენება საკმაოდ რთულია.

10 საუკეთესო Facebook გვერდი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

1. Nutella

ყველასთვის უსაყვარლესი საჭმელი, ნუთელა, ერთ-ერთი საუკეთესო გვერდის მფლობელია, რომლის დათვალიერებაც ნამდვილად ღირს. ნუთელას აქვს ორიგინალური სექცია ”Nutiquette”, სადაც მათი გვერდის გამოყენების წესები წერია.

აღსანიშნავია, რომ ნუთელა ძალიან კარგ კონტენტს აქვეყნებს, რასაც ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოყვება.

10 საუკეთესო ფბ გვერდი

2. Starbucks

ყველასთვის საყვარელი (საქართველოსთვის საოცნებო) ყავა. სთარბაქსი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც სოციალური მედია, მარკეტინგის კუთხით გამოიყენა. წესით, სთარბაქსის გვერდი დემოგრაფიულად მუშაობს (შენი ქვეყნის შესაბამის ფეიჯზე გადაყავხარ). სამწუხაროდ, საქართველოში სთარბაქსს ოფიციალური წარმომადგენელი არ ყავს. შესაბამისად, ქართული გვერდი არ არსებობს.

სთარბაქსის ფბ გვერდი

3. GoPro

თავგადასვლების მოყვარულთა უსაყვარლესი ატრიბუტი, გოუპრო, ძალიან ორიგინალური ბრენდია. გოუპრო ყოველთვის აქვეყნებს დღის ფოტოს და გოუპროთი გადაღებულ ექსტრემალურ ვიდეოებს.

გოუპრო ფბ ფეიჯი

მეტსაც გეტყვით, თუ გოუპროთი კარგ სურათს გადაიღებთ, შანსი გაქვთ, ფულადი ჯილდო მოიგოთ. იხილეთ ერთ-ერთი გამარჯვებულის სურათი, რომელმაც საჩუქრად სოლიდური თანხა მიიღო.

გოუპროს გამარჯვებული

4. Google

არასწორი იქნება, თუ სიის გარეთ დავტოვებთ ისეთ კომპანიას, როგორიც გუგლია. გუგლი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია, აქვეყნებს სურათებს, ინფოგრაფებს, ვიდეოებს და კვლევებს. საინტერესო ის არის, რომ გუგლის ფეისბუქ გვერდი ყოველთვის კარგ ხასიათზე გაყენებს.

გუგლის ფბ გვერდი

5. Facebook

საუკეთსო გვერდი ფეისბუქზე? რა თქმა უნდა, თვითონ ფეისბუქი. კომპანიამ, რომელმაც შექმნა 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, ფეისბუქის გვერდს უნაკლოდ იყენებს. ის, რაც ფეისბუქს სხვებისგან გამოარჩევს, არის “user interaction/engagement”. ფეისბუქი ყოველთვის ცდილობს კომენტარებში უპასუხოს გამოხმაურებებს.

ფეისბუქის ფბ გვერდი

6. St. Jude Children’s Research Hospital

კომპანია, რომელიც მოხალისეობითა და შეწირულობით არის ცნობილი. ისინი ძალიან კარგად ურთიერთობენ დონორებთან და მოხალისეებთან. სურათები, რომლებიც ამ გვერდზე იტვირთება, უმეტესად ვირუსული ხდება. გარდა ამისა, ხშირად ქვეყნდება პირადი ისტორიები, რათა მომრავლდეს კომპანიის მხარდამჭერთა რიცხვი.

პ.ს ფეისბუქის გვერდს შემოწირულობის გაკეთების ფუნქციაც აქვს.

ჯუდის ფბ გვერდი

7. McDonald’s

ყველასთვის საყვარელი სწრაფი კვების ობიექტი. მაკდონალდსი ფეისბუქზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვერდია. ისინი ხშირად გვთავაზობენ “Throw-back-ებს” წარსულში, რათა გავიგოთ, რამდენად შეიცვალა ბრენდი ამ პერიოდის მანძილზე (ძალიან კარგი სვლაა, რომ მომხმარებელს ბრენდზე მეტი ინფორმაცია მიაწოდო). მომხმარებელი კი ამით ძალიან ხალისობს და ყოველთვის პოზიტიურად უყურებს.

მაკდონალდსის ფბ გვერდი

8. Nike

კომპანია ნაიკს, როგორც ხარისხიან, ასავე ერთ-ერთ საუკეთესო მარკეტინგულ კომპანიად იცნობენ. არც არის გასაკვირი, რომ ნაიკი ამ სიაში მოხვდა, რადგან ნაიკის ფეისბუქის გვერდს, პოსტებზე შესანიშნავი engagement-ი აქვს.

ნაიკის ფბ გვერდი

ბონუსად, ნაიკის ძალიან სახალისო რეკლამა

9. L.L Bean

ამ კომპანიის ფეიჯი მიეკუთვნება ისეთი კატეგორიის გვერდს, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე. ისინი აქვეყნებენ ულამაზეს სურათებს, ვიდეოებსა და რჩევებს მოგზაურობისთვის. გარდა ამისა, ღილაკ ”join conversation-ის” გამოყენებით, შეგვიძლია გამოვიწეროთ ნიუსები (მეილით) ან დავუკავშირდეთ სხვა სოციალურ ქსელში.

ფბ ფეიჯი

10. Adidas

ნაიკის დაუძინებელი მტერი, ადიდასი, უდავოდ იმსახურებს სიაში თავის ადგილს. ადიდასი ძალიან კარგად მართავს საკუთარ ფბ ფეიჯს.

ადიდასის ფბ ფეიჯი

როგორც მათ უახლეს რეკლამაშია,

Creators never follow.  Be who you are and create your own game.

ადიდასიც თავის თამაშს ქმნის და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდია სოციალურ ქსელში.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია