ვუახლოვდებით კვირის დასასრულს და გვრჩება ძალიან ცოტა, რათა შევქმნათ იდეალური საიტი.
საიტის ძირითადი პრობლემები უკვე მოგვარებულია და დაგვრჩა მხოლოდ “შავი საქმის გაკეთება”.
რა იგულისხმება შავ საქმეში?
ეს არის საიტის ზოგადი ოპტიმიზაცია, რომელიც, თითქოს, უმნიშვნელო დეტალებისგან შედგება (თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანია).
ბლოგერობის პირველი კვირა: დღე 6; საიტის ზოგადი ოპტიმიზაცია
კატეგორიების ოპტიმიზაცია – შედით საიტის ადმინის პანელზე, იპოვეთ ჩამონათვალში კატეგორია, გახსენით და იოსთის ფლაგინით, ყველა კატეგორიას, რომელსაც იყენებთ შეავსეთ აღწერა და მიუთითეთ ფოკუს ქივორდი.
ფეიჯის ოპტიმიზაცია – ისევე, როგორც კატეგორიას, გვერდის ოპტიმიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნუ უგულებელყოფთ ამ ფაქტორს იმ მიზნით, რომ საიტზე გვერდი მხოლოდ “ჩვენ შესახებ”, “საკონტაქტო გვერდი” და “საიტის წესებია”. ნუ იფიქრებთ, რომ უმნიშვნელო დეტალია, რადგან სეოსთვის ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა.
პერმალინკი – სეოსთვის ძალიან ცუდია, როცა თქვენი ლინკი ასე გამოიყურება “https://smartseo.ge/?p=123”. ამიტომ, შეცვალეთ, Custom Structure აირჩიეთ და შემდეგნაირად შეავსეთ: /%category%/%postname%/
ბინგის და გუგლის ვებმასტერის ხელსაწყოები – ბინგისა და გუგლის ვებმასტერს თულსში დარეგისტრირება უმნიშვნელოვანესია თქვენი საიტის სწორი განვითარებისთვის.
დაარეგისტრირეთ საიტი ორივე თულსში, საიტის ორივე ვერსიით (http://www და http://), ატვირთეთ საიტმეფი და მიუთითეთ საიტის preferred ვერსია (უმჯობესია http:// დააყენოთ).
იოსთ სეო ფლაგინი – დაიწყეთ General-ით და მიყევით ინსტრუქციას:
- Company Info – შეავსეთ შემდეგი გრაფები “Company or Person”, “Company Logo”, “Company Name”.
- Titles & Metas – შეავსეთ ინფორმაცია “Homepage” სექციაში, შემდეგ გადადით “Taxonomies-ში” და noindex გაუკეთეთ Tags-სა და Format-ს.
- Archives – აქ ყველაფერს ხელშეუხებელს ვტოვებთ და გადავდივართ სექციის ქვევით ნაწილში, სადაც შემდეგნაირად ვიქცევით (ეს მოქმედება აუცილებელია, რათა თავიდან duplicate კონტენტის საშიშროება ავიცილოთ):
-
XML Sitemaps – გადადით საიტმეფის სექციაში და გახსენით “Post Types”, მონიშნეთ “Media (
attachment
)”. შემდეგ გახსენით “Taxonomies” და შემდეგნაირად მონიშნეთ:
W3 Total Cache ოპტიმიზაცია – გახსენით”General Settings” და მონიშნეთ “Toggle all caching types on or off at once.”
იპოვეთ Minify-ს სექცია და დარწმუნდით, რომ ჩართულია და Auto-ზე აყენია.
შენიშვნა: როცა საიტზე გარკვეულ ცვილებებს აკეთებთ (მაგალითად, ახალ ფლაგინს აყენებთ, ან შლით) W3 Total Cache მოგთხოვთ ქეშის გაწმენდას. ეს იმისთვის ხდება, რომ მომხმარებელს საიტის “უახლესი” ვერსია მიეწოდოს.
HTML & XML-ის სექციაში, მონიშნეთ “enable”. ასევე შეგიძლიათ სხვა ოფციებიც (Inline CSS/JS minification და Line break removal), თუმცა გატესტეთ საიტი, რათა დარწმუნდეთ, რომ “crash-ს” არ იწვევს.

Alexa – არ დაგავიწყდეთ საიტის ალექსაზე დარეგისტრირება. აუცილებელი არ არის, თუმცა კარგი იქნება თუ თქვენი საიტი აქ გამოჩნდება.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.
გაგრძელება: ბლოგერობის პირველი კვირა: დღე 7; ედსენსი