ვორდპრესი ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული პლატფორმაა.
თუმცა აქვს ერთი უარყოფითი მხარე,
შეიძლება ძალიან ნელი იყოს.
თუ სწორად არ იმოქმედებ, შეგრჩება ისეთი საიტი, რომელიც ყველას აღიზიანებს.
რატომ არის საიტი სისწრაფე მნიშვნელოვანი?
როცა ვიზიტორი პირველად შემოდის შენს საიტზე, რამდენიმე წამი გაქვს იმისთვის რომ დაარწმუნო – დარჩეს თუ გავიდეს.
მოემზადე ცუდი ამბისთვის: ბინგის კვლევის თანახმად, საიტი, რომლის ჩატვირთვას 2 წამზე მეტი ჭირდება, მომხმარებლის კმაყოფილებას 3.8%-ით ამცირებს და შემოსავალს საშუალოდ 4.3%-ით ამცირებს.
ამიტომ, თუ შენი საიტი ნელა იტვირთება, ვიზიტორების უმეტესობა მაშინ გაიგნორებს, სანამ რაიმეს დამტკიცების შანსი მოგეცემა.
გარდა ამისა, საიტის სისწრაფე გუგლის დარანკვის ფაქტორია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საიტის სისწრაფე სეოზე ახდენს გავლენას.
აქედან გამომდინარე, თუ შენი საიტი ნელია, ესეიგი უაზროდ კარგავ მომხმარებელს და პოტენციურ შემოსავალს.
დროა ეს პრობლემა გამოვასწოროთ
საიტის ასწრაფების 9 ხერხი
1. კარგი ჰოსტინგი
ეს განსაკუთრებით დამწყებებს ეხება, რადგან უჭირთ სწორი არჩევანის გაკეთება.
ისინი ხშირად ტყუვდებიან ფრაზებით როგორიც ”ულიმიტო ტრაფიკი” და მსგავსი დაპირებებია.
ჰოსტინგის ასარჩევად, შეგიძლიათ წაიკითხოთ ბლოგერობის პირველი კვირის მეოთხე ნაწილი.
2. ხარისხიანი დიზაინი
გაგიკვირდებათ და ვორდპრესის უფასო დიზაინი ”Twenty Fifteen” საკმაოდ ლაითი და სწრაფია.
მაგრამ თუ დიზაინის შეძენას აპირებ, მაშინ გირჩევდით ჯენესის ფრეიმვორქს, რადგან ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, ლაითი, სწრაფი და პროფესიონალურია.
3. გამოიყენე ქეშის ფლაგინი
ვორდპრესის ფლაგინები საკმაოდ ეფექტური და გამოსადეგია.
თუმცა, საუკეთესო ფლაგინების კატეგორიაში მოწინავე პოზიციები ქეშის ფლაგინები იკავებს, რადგან ისინი აუმჯობესებენ საიტის სისწრაფეს.
დღეს, საუკეთესოდ W3 Total Cache ითვლება.
4. სურათების ოპტიმიზაცია
არსებობს ძალიან კარგი ფლაგინი, WP-SmushIt, რომელიც ამცირებს სურათების ზომას (ხარისხი იგივე რჩება). თან, მოქმედებს უკვე ატვირთულ სურათებზე.
5. ვორდპრესის ბაზების ოპტიმიზაცია
ეს შეგიძლია გააკეთო ძველმოდურად, ჩამოიარო ყველა სტატია, წაშალო ‘revision-ები”, შემდეგ გადახედო კომენტარებს და წაშალო სპამები.
ან, დააყენო ფლაგინი WP-Optimize და ზემოთ ჩამოთვლილი ავტომატურად გააკეთებინო.
პატარა ხრიკი, როცა ფლაგინი სისტემას გაწმენდს, წაშალეთ. ფლაგინების დიდი რაოდენობა საიტის სისწრაფეს ვნებს.
6. ”expires header” რესურსი
ეს არის იდეალური პუნქტი რეგულარული მკითხველისთვის, რადგან ბრაუზერს არ უწევს ერთი და იგივე სტატიკური კონტენტის მიღება.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად გახსენით, .htaccess ფაილი და ჩაწერეთ:
ExpiresActive On
ExpiresByType image/gif A2592000
ExpiresByType image/png A2592000
ExpiresByType image/jpg A2592000
ExpiresByType image/jpeg A2592000
რიცხვებში მოცემულია 1 თვე (წამებში). ეს შეგიძლიათ შეცვალოთ ისე, როგორც გსურთ.
7. ”LazyLoad” სურათები
ეს რა არის?
LazyLoad არის პროცესი, როცა წინასწარ იტვირთება მხოლოდ ის ფაილები, რომლებიც მომხმარებლისთვის საიტზე შემოსვლისას ჩნდება.
ხოლო სურათები, რომლებიც სტატიის შუაში, ან ქვევით არის, სქროლთან ერთად იტვირთება.
ეს არამარტო აასწრაფებს თქვენს საიტს, არამედ დაზოგავს bandwidth-ს (ზოგი იუზერი სტატიას ბოლომდე არ კითხულობს, ამიტომ ყველა სურათის ჩატვირთვა აღარ იქნება საჭირო)
ამის გაკეთება ავტომატურად შეგიძლია, უბრალოდ დააყენე jQuery Image Lazy Load ფლაგინი.
8. გამორთე პინგბექი და თრექბექი
ეს არის ვორდპრესის ფუნქცია და ინტერაქციის საშუალება სხვა ბლოგებთან.
ამისთვის კი პინგბექსა და თრექბექს იყენებს.
მაგალითად, როცა სხვა ბლოგებზე გახსენებენ, ეს ინფორმაცია საიტზე მოდის და პოსტს აფდეითს უკეთებს.
უფრო მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია ”WordPress Pingbacks, Trackbacks and Linkbacks”.
9. გამოიყენე CloudFlare
მოკლედ რომ ვთქვათ, CloudFlare-ს + W3 Total Cache = საკმაოდ სწრაფ და დაცულ საიტს.
CloudFlare-ი და W3 Total Cache ერთმანეთს ძალიან კარგად ერგება და ორივე მათგანი უფასოა.
რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალური კომბინაციაა.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.