რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა განცხადება, რომ გუგლის ალგორითმში პატარა ცვლილება შევა.
განახლება ეხება საიტის მობილური ვერსიის სისწრაფეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში საიტები, რომლებზეც მობილურის ვერსია ნელა იტვირთება, პოზიციებს დაკარგავს.
გარდა ამისა, მობილურის სერჩი საკმაოდ სწრაფად იზრდება და რამდენიმე ქვეყანაში, გუგლის განცხადებით, დესკტოპის ვერსიასთან შედარებით, მობილურით მეტი ძებნა განხორციელდა.
ახალი ხელსაწყო საიტის მობილური ვერსიის შესამოწმებლად
არ არის გასაკვირი, რომ მობილურის როლი ნელ-ნელა იზრდება და ამას, რა თქმა უნდა, საძიებო სისტემები ხვდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ მომხმარებელს საუკეთესო საიტების ლინკები შეთავაზონ.
გუგლის ძველი ხელსაწყო, რომელიც საიტის მობილური ვერსიის შემოწმებას ახდენდა, სუსტი იყო და მწირ ინფორმაციას გვაწვდიდა.
ამიტომ, შეიქმნა ახალი ხელსაწყო სახელად, “Test My Website”, რომელიც საკმაოდ სასრგებლო ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი საიტის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე.
თქვენი საიტის შემოწმება შეგიძლიათ შემდეგი ლინკიდან, Mobile Website Speed Testing Tool.
პროგრამის შესაძლებლობების შესამოწმებლად, ვნახოთ რა შედეგებს მივიღებთ სმარტ სეოს საიტის გაანალიზებით.
როგორც ჩანს, საიტის მობილური ვერსია ცოტათი ნელია, რასაც გამოსწორება ნამდვილად არ აწყენდა.
თუმცა, ეს არ არის ამ ხელსაწყოს სრული შესაძლებლობები, ის ზუსტად გვეუბნება რომელი ფაქტორების ოპტიმიზაცია დაეხმარება საიტს უკეთესი ქულის მიღებაში.
თან, შეგვიძლია მიღებული შედეგები მეილზე მივიღოთ და მოგვიანებით გადავხედოთ ფაილს.
მაგალითად, ვნახოთ რისი გამოსწორება შეიძლება სმარტ სეოზე, რომ მობილურის ვერსია უფრო სწრაფი გახდეს:
თუ ვერ მიხვდით რას აფასებს გუგლის ახალი ხელსაწყო, მოკლედ განვიხილოთ სამივე პუნქტი:
- Mobile Friendliness – საიტი, რომელიც მაქსიმალურად კარგად არის მორგებული მობილურით შემოსულ ვიზიტორზე. ეს პუნქტი მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის ღილაკების ზომა, დიზაინი, პატარა ეკრანზე ნავიგაციის სიმარტივე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის ვეგვერდის პირველ ნაწილში განთავსება
- Mobile Speed – ეს არის ერთ-ერთი უმნიშნველოვანესი ფაქტორი, რომელიც შეგვიძლია განვმარტოთ შემდეგნაირად, “რამდენად სწრაფად იტვირთება საიტი მობილურზე?”. თუ თქვენი საიტი ნელა იტვირთება, ესეიგი მომხარებელთა დიდი ნაწილი საიტს ბოლომდე ჩატვირთვამდე ტოვებს
- Desktop Speed – როგორც ზევით აღწერილ შემთხვევაში, დესკტოპის სისწრაფეც იგივეა, უბრალოდ ოპერაცია სრულდება ლეპტოპზე/პერსონალურ კომპიუტერზე.
სულ ეს არის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ გუგლის ახალ ხელსაწყოზე. გაითვალისიწინეთ, ახალი აფდეითი ახლოს არის და დარწმუნდით, რომ თქვენი საიტი მზად არის მის მისაღებად.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში ან სმარტ სეოს ინტერნეტ მარკეტინგის ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.