• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / სეო / როგორ გამოვიყენოთ აჰრეფსის KD საუკეთესო ქივორდის შესარჩევად

როგორ გამოვიყენოთ აჰრეფსის KD საუკეთესო ქივორდის შესარჩევად

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

როგორ გამოვიყენოთ აჰრეფსის KDგუგლში მოწინავე პოზიციების მოპოვება და საძიებო სისტემის დომინერება იწყება მომგებიანი ქივორდების შერჩევით.

სანამ ქივორდს ავარჩევთ, ვსვამთ სამ კითხვას:

  1. რას ეძებს მომხმარებელი ამ ქივორდის ჩაწერით? შეესაბამება თუ არა მის მოთხოვნებს სტატია, რომელიც უნდა გამოვაქვეყნოთ
  2. თვეში რამდენი ძებნა აქვს? რამდენ ვიზიტორს უნდა ველოდო, როცა დავირანკები
  3. რამდენად რთული იქნება ამ ქივორდზე დარანკვა? რამდენად ძლიერი კონკურენტები მყავს

პირველ კითხვაზე პასუხის გაცემა უმარტივესია. უბრალოდ ჩაწერეთ გუგლში სასურველი ქივორდი და გადახედეთ კონკურენტების კონტენტს.

რაც შეეხება მეორე კითხვას, შეგვიძლია გუგლ ქივორდ ფლენერიდან გავიგოთ.

გადავიდეთ მთავარ საკითხზე, მესამე კითხვაზე.

ცოტა ხნის წინ, გამოვაქვეყნეთ საინტერესო სტატია საკითხზე “როგორ შევამოწმოთ ქივორდის კონკურენცია“. თუმცა, მოდი, კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი.

როგორ განვმარტავთ სიტყვებს, “ამ ქივორდზე დარანკვა რთულია?”

მაგალითად, ვნახოთ რა ხდება ქივორდზე “content upgrades”:

შედარება

როგორ შეგვიძლია ამის ახსნა?

მეორე ადგიზლე მყოფი საიტი იდეალურად არის ოპტიმიზირებული ქივორდ “content upgrades-ზე”, თუმცა ბექლინკო პირველ ადგილზე ირანკება. თან, რეალურად, ამ ქივორდზე ოპტიმიზირებული არ არის.

ამით იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება კონკრეტული ადამიანისთვის რომელიმე ქივორდი უმარტივესი დასარანკი იყოს, ხოლო მეორესთვის ურთულესი.

ვნახოთ რაში დაგვეხმარება აჰრეფსის ახალი მონაცემი, “Keyword Difficulty”.

როგორ გამოვიყენოთ აჰრეფსის KD საუკეთესო ქივორდის შესარჩევად

ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, KD ქივორდს 0-100-მდე აფასებს, რითაც ვადგენთ რამდენად მარტივი იქნება კონკრეტულ საძიებო სიტყვაზე დარანკვა.

მაგრამ ეს არ ხსნის რას ნიშნავს KD 12 ან KD 67, ხო?

ამიტომ, უკეთესად განვმარტოთ აჰრეფის ახალი მონაცემი.

1. როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ აჰრეფსის KD?

KD დაფუძნებულია ბექლინკების რაოდენობასა და ხარისხზე, რომელიც კონკრეტული გვერდისკენ არის მიმართული.

აჰრეფსის KD აანალიზებს ტოპ 10 პოზიციაზე მყოფ საიტს და აჩვენებს რამდენად რთული/მარტივი იქნება მოცემულ ქივორდზე დარანკვა.

KD არანაირ კავშირშია ონ-ფეიჯ ოპტიმიზაციასთან, დომენის ასაკთან და რეიტინგთან.

2. კარგი, რამდენი ბექლინკი მჭირდება, რომ “KD 60-იან” ქივორდზე დავირანკო?

საკმაოდ კარგი შეკითხვაა.

ინდივიდიუალურ ბექლინკებზე დაყრდნობას, გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ უნიკალური რეფ. დომენების რაოდენობას.

ეს კი სტატისტიკა თუ როგორ ასახავს KD რეფ. დომენებს მის მონაცემებში:

KD 0 = 0 რეფ. დომენი
KD 10 = 10 რეფ.დომენი
KD 20 = 22
KD 30 = 36
KD 40 = 56
KD 50 = 84
KD 60 = 129
KD 70 = 202
KD 80 = 353
KD 90 = 756

პასუხი თქვენს კითხვაზე: იმისათვის რომ დავირანკოთ KD 60-იან ქივორდზე, დაგვჭირდება ბექლინკი მინიმუმ 129 საიტიდან.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში ან სმარტ სეოს ინტერნეტ მარკეტინგის ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია