გუგლი ძალიან დიდი ხნის მანძილზე გვეუბნება, რომ სტატიის აღწერა დარანკვის ფაქტორი არ არის. 2007-ში, გუგლმა საკუთარ ბლოგზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
გარდა იმისა, რომ სტატიის აღწერა საძიებო სისტემის CTR-ს ზრდის, ის არანაირ გავლენას ახდენს პოზიციებზე
სწორედ ამ განცხადების გამო, მომხმარებელმა დაიწყო სტატიის აღწერის უგულებელყოფა. მეტიც, ხალხი მის შევსებას საერთოდ შეეშვა.
რა აზრი აქვს, კარგად დაწერილი აღწერა ხომ მაინც არ გეხმარება პოზიციების გაუმჯობესებაში?
თუ გეხმარება?
ოპტიმიზირებული აღწერა მნიშვნელოვანია სეოსთვის
ძალიან მარტივად შეიძლება ამ სტატიის დამთავრება თუ პირდაპირ გეტყვით, რომ სტატიის ხარისხიანი აღწერა მნიშვნელოვანია სეოსთვის.
თუმცა, უკეთესია თუ ამ საკითხს კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით და სრულად გავიაზრებთ სტატიის აღწერის ეფექტურად შევსების უპირატესობებს.
პირველ რიგში, დავყოთ ეს კონცეფცია სამ ნაწილად:
- თვითონ აღწერა არ არის დარანკვის ფაქტორი
- საძიებო სისტემის CTR-ი დარანკვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
- სტატიის აღწერა, სათაურთან ერთად, საძიებო სისტემის CTR-ის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა
დეტალურად განვიხილოთ სამივე ნაწილი:
1. თვითონ აღწერა არ არის დარანკვის ფაქტორი
დღეს, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, თვითონ აღწერა დარანკვის ფაქტორი არ არის. მეტიც, ალგორითმის პრესპექტივით თუ შევხედავთ საკითხს, აღწერის შევსება საერთოდ არ არის საჭირო.
2. საძიებო სისტემის CTR-ი დარანკვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია
ამ საკითხზე ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ და პირდაპირ გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
ცოტა ხნის წინ, გუგლის ინჟინერმა პოლ ჰარმა ახალი სიგნალი დააანონსა.
უფრო კონკრეტულად, პოლმა თქვა, რომ:
გუგლი ნამდვილად იყენებს CTR–ს, როგორც დარანკვის ფაქტორს.
თუმცა, ეს არც ისე გასაკვირი უნდა იყოს.
გუგლი დიდ ყურადღებას აქცევს თუ როგორ ურთიერთობს მომხამრებელი შენს საიტთან საძიებო სისტემაში. აქედან გამომდინარე, საძიებო სისტემის მაღალი CTR პოზიციების გაუმჯობესების ინდიკატორია.
3. სტატიის აღწერა, სათაურთად ერთად, საძიებო სისტემის CTR-ის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუგლი დიდ ყურადღებას აქცევს საძიებო სისტემის CTR-ს.
ისმის კითხვა:
როგორ შეიძლება სტატიის აღწერამ გააუმჯობესოს ჩვენი CTR?
პასუხი საკმაოდ მარტივია: როცა მომხმარებელი საძიებო სისტემაში უყურებს მიღებულ რეზულტატებს, პირველი რასაც აკვირდება არის სტატიის სათაური (თუ რამდენად შეესაბამება მის მოთხოვნებს) და აღწერას (დარწმუნდეს, რომ ნამდვილად ის არის, რასაც ეძებს).
სწორედ ამიტომ, თუ მომხმარებელს შევთავაზებთ ხარისხიან აღწერას, ის ნამდვილად შემოვა ჩვენს საიტზე.
დამატებითი რჩევები სტატიის ხარისხიანი აღწერის შექმნისთვის
კარგად და ლაკონიურად აღწერე სათქმელი. შენი სტატიის აღწერამ მომხმარებელს უნდა შეუქმნას ზოგადი წარმოდგენა თუ რას ეხება შენი სტატია.
ეცადე მომხმარებელი დაითანხმო, რომ საიტზე შემოვიდეს. სტატიის აღწერაში მომხმარებელს მიეცი მიზეზი, რომ შენთან შემოვიდეს. ბევრი მარკეტერი ისეთი სახის აღწერას წერს, რომელიც მომხმარებლისგან პასუხს ელოდება, რაც, ბევრის თქმით, ზრდის საძიებო სისტემის CTR-ს.
გამოიყენე სწორი სიტყვები. შეიძლება გუგლისთვის ქოვრდებს არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა ისინი აუცილებელია მომხმარებლისთვის. იმისათვის რომ მომხამრებელმა ლინკს დააჭიროს, აღწერაში აუცილებლად უნდა ამოიკითხოს მისთვის ნაცნობი სიტყვები. მაგალითად, თუ ჩემი სტატია ეხება საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას, აღწერაში შემიძლია ვახსენო ონ-ფეიჯ სეო და ოფ-ფეიჯ სეო.
ლიმიტს ნუ გადააჭარბებ. თუ ზედმეტად გრძელ აღწერას დაწერ, გუგლი აუცილებლად შეამცირებს. აღწერის ასოების ლიმიტი 156-ია. ამიტომ, მაქსიმალურად ეცადე, რომ ამ ნიშნულს არ გადააჭარბო.
ბოლოსტყვაობა
ჯამში, სტატიის აღწერა ისევ მნიშვნელოვანია სეოსთვის. შეიძლება მას პირდაპირი გავლენა არ ქონდეს ჩვენს პოზიციებზე, თუმცა ის ნამდვილად უკავშირდება დარანკვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.
შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ სტატიის აღწერა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ ფაქტორის, საძიებო სისტემის CTR-ის, ეფექტურობისთვის.
ბოლოს, დაიმახსოვრე, რომ შენს საიტსა და ვიზიტორს შორის ერთადერთი რამ რაც დგას არის სტატიის აღწერა და სათაური.
შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!