• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / სეო / ონ-ფეიჯ სეო / საიტის დიზაინისა და აუდტორიის ურთიერთობის გაუმჯობესება

საიტის დიზაინისა და აუდტორიის ურთიერთობის გაუმჯობესება

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

საიტის დიზაინისა და აუდტორიის ურთიერთობის გაუმჯობესებარა კრიტერიუმებით აფასებს მომხმარებელი კარგ დიზაინს?

ძალიან დიდი განსხვავებაა კარგსა და ცუდ დიზაინს შორის. საკმაოდ ბევრ ადამიანს შეუძლია კარგი დიზაინის ამოცნობა, მაგრამ უმეტესობა ვერ ხვდება რა თამაშობს გადამწყვეტ როლს.

თითიქმის არავინ უყურებს საიტს და ფიქრობს:

ჰმ, ამ საიტს ძალიან კარგი ფონტი აქვს და ცარიელ სივრცეს ძალიან ეფექტურად იყენებს!

ამას მხოლოდ დიზაინერები ფიქრობენ.

უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები ამას დადებითი თვალით უყურებენ, თუმცა ბოლომდე ვერ აღიქვამენ რა იპყრობს მათ ყურადღებას.

არის რაღაც, რაც დიზაინს მიმზიდველს ხდის და მომხმარებლისგან აღფრთოვანებას იწვევს.

შეიძლება შექმნა დიზაინი, რომელიც ყველა ”მეიჟორ” წესს იცავს… მიუხედავად ამისა, მომხარებელს შეიძლება არ მოეწონოს.

ფორმა, ფუნქციონირება და გრძნობა

კარგი დიზაინი არ არის მხოლოდ მისი ვიზუალური მხარე; კარგი დიზაინი ეფექტურად უნდა მუშაობდეს.

იმისათვის რომ დიზაინი ეფექტური იყოს უნდა მივაღწიოთ ინტერაქციის ახალ დონეს.

1. ადამიანზე მორგებული დიზაინი

შენს მომხამრებელზე პირველ შთაბეჭდილებას დიზაინი ტოვებს. შენი მიზანი კი ის არის, რომ მათი პირველი გამოცდილება მაქსიმალურად მარტივი და მეგობრული იყოს.

მეგრობრულობა და ადამიანზე მორგებული დიზაინი ნიშანვს იმას, რომ შემდეგი ნაბიჯები ნათელი უნდა იყოს და მომხმარებელს მათი ”გამოცნობა” არ დასჭირდეს.

სხვა სიტყვებით, დიზაინი უნდა ამართლებდეს მომხამრებელის მოლოდინს და ზუსტად ისე უნდა მუშაობდეს, როგორც მომხმარებელს წარმოუდგენია.

ამ პრობლემის გამოსწორებისთვის, საჭიროა შემდეგი პრობლემების გადაჭრა და მსგავსი ეჭვების გაქრობა:

ყველაზე ხშირი პრობლემები, რომლებსაც მომხმარებელი ცუდდიზაინიან საიტებზე აწყდებიან:

  • “ამაზე დაჭერა შეიძლება?”
    ჰაიპერლინკები, ყიდვა-გაყიდვის, სიახლეების გამოწერისა და რეგისტრაციის ღილაკი მინიმუმ სხვა ფერის უნდა იყოს, რომ მომხმარებელს არ დაჭირდეს იმაზე ფიქრი, ”უნდა დავაჭირო თუ არა ამას?”.
  • “სად ვარ?”
    მომხმარებელი შენს საიტზე დაიკარგება თუ ნავიგაციის მარტივ ფორმას არ დაახვედრებ. როცა მომხმარებელი ვერ ხვდება სად წავიდეს, გასასვლელს ყოველთვის იპოვის.
  • “ვერ ვკითხულობ!”
    სტატია კარგი ფონტით წერია? ძალიან პატარა ასოებით ხომ არ წერ? ტექსტი ძალიან მკრთალი ხომ არ არის? ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწონთ.

დრო დაუთმე მომხმარებელს, მოუსმინე მათ რჩევებსა და შენიშვნებს.

მაგალითად, როცა სმარტ სეო გაიხსნა, მომხმარებელს ძალიან აღიზიანებდა, როცა ტექსტი ასეთი ფერის იყო.

2. ყურადღება გაამახვილე ემოციებზე

ემოციებს ძალიან დიდი გავლენა აქვს გადაწყვეტილებებზე.

სპეციფიკური ფონტის, ფიგურების, ფოტოებისა და ფერების გამოყენებით შეგიძლია შეცვალო ადამიანის დამოკიდებულება პროდუქტის, სერვისისა და ბრენდის მიმართ.

მაგალითისთვის, შეგვიძლია განვიხილოთ ეფლის, სტარბაქსისა და თარგეთის მაგალითი.

ეფლის შემთხვევაში, კომპანიის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის პროდუქტის დიზაინს. ეფლი ძალიან დიდ დროს, ფულსა და ენერგიას ხარჯავს, რომ მისი პროდუქტი მაქსიმალურად მიმზიდველად და თანამედროვედ გამოიყურებოდეს.

ეფლის პროდუქტი

თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვიზუალი არ არის.

ეფლის ყველა პროდუქტი ძალიან მარტივად გამოსაყენებელია, შემდეგი ნაბიჯები ყოველთვის ნათლად ჩანს და რაც მთავარა, კომფორტულია.

თეორიულად კარგად ჟღერს, მაგრამ როგორ გამოვიყენო?

  • შენს საიტს სული ჭირდება.
    აირჩიე ერთი ემოცია, რომელსაც შენი საიტი მომხარებელში გამოიწვევს. მაგალითად, სანდოობა, იუმორი, სიმშვიდე და ა.შ. გამოიყენე ემოციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები, რომლებიც მომხმარებელში რეალურად გამოიწვევს მიზნობრივ გრძნობებს.

    მეილჩიმპი

მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია Mailchimp-ი, რომელსაც მისთვის დამახასიათებელი სტილი და ხასიათი აქვს.

3. შენი დიზაინი ისტორიას უნდა ყვებოდეს

ის დრო, როცა ერთფეროვან საიტებს ვქმნიდით, სადაც თითოეულ გვერდზე ყველანაირი აბზაცის, სათაურის, ქვესათაურისა და ვიზუალური კონტენის გარეშე ვაქვეყნებდით 10,000 სიტყვიან სტატიებს, წავიდა.

დღეს, თუ დიდ თამაშში გინდა მონაწილეობის მიღება, ბევრად მეტი უნდა შეძლო, ვიდრე რაღაც მოსაწყენი კონტენტის გამოქვეყნებაა.

წამოიდგინე კომიქსების რომელიმე გვერდი. იქ სხვადასხვა ზომის სურათები და მრავალფეროვანი ილუსტრაციებია. ეს, მხოლოდ იმისთვის რომ ისტორია უფრო საინტერესო, ჩამთრევი და მიმზიდველი იყოს. 

რა შეგიძლია გააკეთო:

  • დიზაინის გამდიდრება. შეგიძლია დიზაინში პატარ-პატარა ცვლილებები შეიტანო, გაამდიდრო სურათებითა და ლამაზად დაწერილი კონტენტით. მაგალითად, საინტერესო სურათების, სათაურისა და აღწერის გამოყენება. მიეცი მომხმარებელს მიზეზი, რომ საიტზე შემოვიდეს, გაჩერდეს და თქვას, ”მე აქ კიდევ დავბრუნდები”
  • გამოიყენე კონტენტის სხვადასხვა ელემენტები მომხმარებელის ყურადღების მოსაპოვებლად. მოერიდე ვრცელ, მოსაწყენ პარაგრაფებს. შეამოკლე ისინი, გაამდიდრე ტექსტი ვიდეოებით, პრეზენტაციებით, ინფოგრაფიკებით და სურათებით. გამოიყენე ლაითი ფერები, რომ მომხარებელი კითხვით არ დაიღალოს. 
  • მოუწოდე მოქმედებისკენ. ყველა ისტორიას აქვს დასასრული. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაწყობს, რომ რომელიმე ჩვენი ისტორია დასრულდეს. ამიტომ ყოველი სტატიის ბოლოს მომხმარებელს მოუწოდე მოქმედებისკენ, რომ, მაგალითად, წაიკითხოს მეორე სტატია, რომელიც აუცილებლად დაეხმარება რაიმე პრობლემის გადაჭრაში. გამოიყენე ლამაზი ფორმები, რომ მომხარებლისთვის მაქსიმალურად მიმზიდველი იყოს და ბოლოს, თვითონ გაუჩნდეს სურვილი – ”მე მინდა, ამ გადაწყვეტილების მიღება”. 

რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი?

ძალიან ბევრი რამ არის, რაც დაგვეხმარება საიტის ვიზუალური ელემენტების დახვეწაში. მე, ერთ რამეს გირჩევდით:

ამ სტატიაზე ნუ გაჩერდებით. საკითხს უფრო ჩაუღრმავდით და ბევრად მეტ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენთ

თქვენი მხრიდან, ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება იქნება მომხარებელზე ზრუნვა და მათი გამოცდილების გაუმჯობესება. ამასთან ერთად, საგრძნობლად გაიზრდება თქვენი საიტის ხარისხიც, რაზეც უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ.

ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, საიტზე მომხარებლის ქცევა ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეო ფაქტორია?

მაგალითად, რამდენიმე დღისწინ ერთ-ერთმა მომხარებელმა მოგვწერა, რომ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ჩვენი დამზადებული სურათები.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა ქონდა და დამატებითი სტიმულია მომხარებლისთვის უკეთესი ფუნქციებისა და გამოცდილების შეთავაზებისვის.

რომელი მარტივი ცვლილებების გაკეთება შეგიძლია, რომ მომხარებლის გამოცდილება გააუმჯობესო?

შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია