• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / სეო / ონ-ფეიჯ სეო / ონ-ფეიჯ სეო: იდეალური გვერდის მაგალითი

ონ-ფეიჯ სეო: იდეალური გვერდის მაგალითი

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

ონ-ფეიჯ-სეოროცა საქმე ონ-ფეიჯ სეომდე მიდის, პირველი, რაც გახსენდებათ ათასჯერ განხილული ქივორდ დენსითი და მეტა თეგებია.

მაგრამ, თუ ეძებთ რეალურ რჩევებს, რომლებიც გვერდის ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ, განაგრძეთ კითხვა.

12 ონ-ფეიჯ სეო ფაქტორი, რომელიც საძიებო სისტემას და მკითხველს უყვარს

1. პერმალინკი

თუ გინდა, რომ საინფორმაციო რესურსის მაჩვენებელი (Url) ლამაზი და ქივორდებით მდიდარი იყოს, მაშინ აუცილებლად უნდა მოერიდოთ ამგვარ ლინკებს: 

  • http://www.imdb.com/title/tt0073486/არაოპტიმიზირებული
  • smartseo.ge/seo/on-page-seo-is-the-best-it-will-help-you-rank ზედმეტად გრძელი

გუგლის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ლინკში პირველ 3-5 სიტყვას ექცევა ყველაზე დიდი ყურადღება.

2. სტატიის სათაური ქივორდით დაიწყეთ

სტატიის სათაური, ონ-ფეიჯ სეოს უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ სათაურის რომელ მონაკვეთში ახსენებთ ქივორდს.

არ არის აუცილებელი, რომ წინადადება ქივორდით დაიწყოთ, მაგრამ მაქსიმალურად ეცადეთ, დასაწყისში მოახვედროთ.

3. იყავი მრავალფეროვანი

მარტივი ტექსტი შორს ვერ წაგიყვანთ. გამოიყენეთ სურათები, ვიდეოები, ინფოგრაფები, დიაგრამები და პოდკასტები.

პატარა ინფოგრაფი

ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ბაუნს რეითის შემცირებასა და საიტზე გაჩერების საშუალო დროის გაზრდაში, რაც პოზიციების გაუმჯობესების კრიტიკული ნაწილია.

სმარტ სეოზე ყოველთვის ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ვიზუალური კონტენტი შემოგთავაზოთ, რადგან გვჯერა, ამით ვაუმჯობესებთ ”user interactions”. გარდა ამისა, ვიზუალური კონტენტით გამდიდრებული სტატია ყოველთვის უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს სოციალ ქსელში, ვიდრე სხვა დანარჩენი.

4. აუთბაუნდ ლინკინგი

საკითხი, რომელიც ძალიან სადავოა, მაგრამ, ვთვლით, რომ ის გვეხმარება დავარწმუნოთ გუგლი ჩვენს აუთენტურობაში.

ეს მკითხველზეც ვრცელდება. დააკვირდით იმას თუ როგორ გამოვიყენეთ რამდენიმე გამავალი ლინკი. ამით, თქვენ გიჩნდებათ იდეა, რომ ჩვენთან ყოველთვის ზუსტ და გადამოწმებულ ინფორმაციას წაიკითხავთ, რადგან თქვენი თვალით ხედავთ, რამდენად სანდო წყაროებს ვიყენებთ.

გარდა ამისა, გამავალი ლინკები ეხმარება გუგლს დაადგინოს თქვენი სტატიის თემატიკა და ასევე ის, რომ სტატია ხარისხიანი ინფორმაცითაა გაჟღენთილი.

5. მთავარი ქივორდი პირველ პარაგრაფში გამოიყენეთ

თქვენი ქივორდი პირველ 100-150 სიტყვაში აუცილებლად უნდა გამოჩნდეს.

untitled

ალბათ ამას უკვე აკეთებთ, მაგრამ ზოგი მარკეტერი ამჯობინებს, რომ ძალიან დიდი შესავალი გაუკეთოს სტატიას და ქივორდი პირველად, სადღაც, შუაში ახსენოს.

6. საიტის ჩატვირთვის დრო

გუგლიმ ოფიციალური განცხადება გააკეთეა, რომ საიტის სისწრაფე დარანკვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. თქვენი საიტის სისწრაფის გაუმჯობესება შეგიძლიათ სწრაფი ჰოსტინგების არჩევით, სურათების დაპატარავებითა და ”ლაითი” დიზაინების არჩევით.

თქვენი საიტის სისწრაფე შეგიძლიათ GTmetrix-ზე შეამოწმოთ.ჯიმეტრიქსი

7. გამოიყენეთ მოდიფიკაციები თქვენი სტატიის სათაურისთვის

ისეთი სიტყვების დამატება, როგორიც არის ”2015”, ”განხილვა”, ”საუკეთესო”, ”გზამკვლევი” დაგეხმარებათ ლონგ თეილ ქივორდებზე დარანკვაში.

8. სოციალური მედიის ღილაკი

სოციალური სიგნალები შეიძლება პირდაპირ როლს არ თამაშობს თქვენი საიტის დარანკვაში, მაგრამ ის ”პრესტიჟს” მატებს თქვენს კონტენტს. ანუ, რაც უფრო მეტი გაზიარება აქვს სტატიას, თქვენც ანალოგიური გიჩნდებათ, გაიმეოროთ.

დავამატებ, რომ ბევრი გაზიარება = ბექლინკების მოპოვების უფრო დიდ შანსს.

9. სტატიის სიგრძე

SERPIQ-ის კვლევამ აჩვენა, რომ გუგლში გრძელი კონტენტი უკეთესად ირანკება. აქედან გამომდინარე, ეცადეთ მინიმუმ 2,000 სიტყვიანი სტატია დაწეროთ, როცა რთულ კონკურენციაში გიწევთ პაექრობა.

გაითვალისწინეთ, რომ გრძელი კონტენტი, ბევრ ლონგ თეილ ქივორდს ნიშნავს, რაც ჯამში, დიდ ტრეფიკს უდრის.

10. LSI (სინონიმი) ქივორდები

გუგლი სინონიმებს იყენებს, რათა დაადგინოს სტატიის თემასთან შესაბამისობა და ხარისხი.

თუ გრძელ სტატიებს ხშირად წერთ, მაშინ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ამ ფაქტორს, რადგან შანსი იმისა, რომ LSI ქივორდებს ბუნებრივად იყენებთ, დიდია.

11. ხარისხიანი კონტენტი

ვიცი, რომ ყელში ამოგივიდათ იმის სმენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონტენტი.

მიუხედავად იმისა, რომ ალგორითმებს არ შეუძლიათ პირდაპირ დაადგინონ სტატიის ხარისხი, აქვთ რამდემე მეთოდი, რომელიც ამაში ეხმარება.

  1. Returning Visitor
  2. ქრომის ბუქმარქები
  3. საიტზე გაჩერების დრო

12. სურათების ოპტიმიზაცია

1 წლის წინ ჩავატარეთ ექსპერიმენტი და შევქმენით საიტი, რომელიც “image search-ში” დაირანკებოდა.

შედეგად, მივიღეთ საიტი, რომელიც თვეში 30,000 უნიკალურ ვიზიტორზე ადიოდა, მაგრამ ედსენსზე კაპიკებს აკეთებდა.

დავასკვენით, რომ image search-ის ტრეფიკი საკმაოდ უსარგებლო იყო, მაგრამ ეს იმის საფუძველს არ გვაძლევს – სურათებს ყურადღება არ მივაქციოთ.

მეტსაც გეტყვით, ვის აწყენს ზედმეტი ტრეფიკი? არც არავის.

დაიმახსოვრეთ, ალტ თეგში ყოველთვის გამოიყენეთ სტატიის ქივორდი.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია