რა არის ავტორიტეტული ლინკების მოპოვების საიდუმლო?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, არც ისე მარტივია.
მაგრამ ალბათ იცით ადამიანები/საიტები, რომლებიც ახერხებენ ნებისმიერ გამოქვეყნებულ კონტენტზე უამრავი ბექლინკის მოპოვებას.
როგორ ახერხებენ ამას? რაიმე განსაკუთრებული ლინკ ბილდინგის სტრატეგია აქვთ?
გულახდილად რომ გიპასუხოთ, კი, აქვთ!
ეს შეიძლება კულისებში ხდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებაც იციან ბექლინკების მოპოვების მარტივი გზები.
კარგი ამბავი? ამ პოსტში ისწავლით ამ ”ჯადოსნურ მეთოდს”.
როგორ მოვიპოვოთ ლინკები გესთგრაფებით
რა აიძულებს მარკეტერებს, ლინკები გამოგიზავნონ?
არსებობს მარტივი ლინკ ბილდინგის ფორმულა, რომელიც ყოველთვის მუშაობს:
კარგ კონტენტს + მიზნობრივი აუდიტორია + დამატებითი ღირებულება = ლინკებს
ამ მათემატიკურ მაგალითში, პირველი 2 პუნქტი ძალიან მარტივია: გამოაქვეყნე კარგი კონტენტი და მიაწოდე სწორ აუდიტორიას.
სწორედ ეს არის, რასაც მარკეტერების უმეტესობა აკეთებს: ათასობით ადამიანს უგზავნიან მეილს იმ იმედით, რომ რომელიმე ლინკს გაუგზავნის.
კი, რა თქმა უნდა, ამ გზით რამდენიმე ბექლინკის გამომუშავებს შეძლებ.
… მაგრამ ბექლინკების რიცხვის მინიმუმ გასამმაგებას შეძლებ, თუ დამატებით ღირებულებას შემატებ კონტენტს.
როგორ მოვიპოვოთ ბექლინკები გესთგრაფებით: 5 ნაბიჯი
ეს მეთოდი უფრო მარტივი ვერ გახდება.
- ნაბიჯი 1: გამოაქვეყნე ინფოგრაფი შენს საიტზე
- ნაბიჯი 2: იპოვე საიტები, რომლებიც ინფოგრაფებს აქვეყნებს
- ნაბიჯი 3: აჩვენე შენი ინფოგრაფი
- ნაბიჯი 4: შესთავაზე უნიკალური კონტენტი
- ნაბიჯი 5: მიიღე კუთვნილი ბექლინკები
მოდი თითოეული ნაბიჯი დეტალურად განვიხილოთ
ნაბიჯი 1: გამოაქვეყნე იდეალური ინფოგრაფი
აქ მოკლე გზა არ არსებობს:
თუ გინდა, რომ ხალხმა შენი ინფოგრაფი გააზიაროს, ძალიან მაგარი უნდა იყოს.
საბედნიეროდ, ამისთვის არ გჭირდება 6 ნიშნა მარკეტინგის ბიუჯეტი. რეალურად, ამისთვის არცერთი ცენტი გჭირდება.
კი, დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანია.
მაგრამ დიზაინი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია, რაც ინფოგრაფის წარმატებულობას განსაზღვრავს.
მაშინ რა არის მნიშვნელოვანი?
1. ცხელ-ცხელი (რელევანტური) თემა
თქვენ უნდა შეარჩიოთ თემა, რომელიც რელევანტური და აქტუალურია.
განვმარტოთ, ეს რას ნიშნავს:
მაგალითად, თუ ჩვენი ნიშაა კინო, მაშინ ადვილი მისახვედრია, რომ აქტუალური და დებატებით სავსე თემაა ოსკარი და ოქროს გლობუსი (კონკრეტულად წლის ამ პერიოდისთვის).
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაამზადებთ ორიგინალურ ინფოგრაფს ოსკარზე, მაგალითად, ”რა შანსები აქვს დიკაპრიოს მოიგოს ’წლის საუკეთესო მსახიობის’ ჯილდო?” ძალიან სწრაფად გახდება ვირუსული, რადგან დღეს, ეს საკითხი აქტუალურია (სწორედ ამიტომ იქნება ბევრი მსურველი, რომ ეს კონტენტი საკუთარ საიტზე გამოაქვეყნოს).
მეორე მაგალითი:
როცა სოციალური ქსელის ბიზნესში ახალი მოთამაშე შემოდის, ამ თემაზე ყოველთვის ქმნიან უამრავ ინფოგრაფს.
რატომ?
იმიტომ რომ ინფოგრაფები ყოველთვის ბევრ გაზიარებას, მოწონებასა და ყურადღებას იპყრობს.
მაგალითად, რას წერდნენ პინტერესტზე მის პირველ დღეებში:
ცუდი ინფოგრაფი არ არის, მაგრამ არც იდეალურია.
მთავარი მომენტი, შეხედეთ რამდენი ბექლინკი გამოიმუშავა გვერდმა, რომელმაც ეს გამოაქვეყნა:
ასეთი რამ შესაძლებელია?
რა თქმა უნდა. ავტორმა შექმნა ინფოგრაფი თემაზე, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობდა (სოციალური მედია) და პატარ-პატარა თვისთებით საოცარ შედეგზე გავიდა.
2. კარგი ინფორმაცია (მაგრამ არა ზედმეტი)
ინფოგრაფს შეგიძლია შეხედო, როგორც ვიზუალურ ბლოგ პოსტს: რაც უფრო კარგია კონტენტი, უკეთესად მუშაობს.
ამიტომ კარგად დაფიქრდი, რადგან ინფორმაცია დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიო.
ნეილ პატელმა, რომელმაც 100-ზე მეტი ინფოგრაფი გამოაქვეყნა, გვირჩევს, რომ 10-ზე მეტი საინფორმაციო გრაფა არ გამოვიყენოთ.
შეიძლება ეს რიცხვი პატარად გეჩვენებათ (რადგან, მართლა, პატარაა).
მიზანიც ეს არის: ინფოგრაფი, რომელიც ინფორმაციით დატვირთულია, რთულად მოსანელებელია.
ხოლო ინფოგრაფი, რომელიც მხოლოდ თეზისებს იყენებს, ბევრად უფრო ეფექტური და ადვილად დასამახსოვრებელია.
ხოლო ”ადვილად დასამახსოვრებელი” ნიშნავს იმას, რომ ვირუსული გახდება.
ძალიან მარტივად შეგიძლია იპოვო ინფოგრაფები Visual.ly-ზე. უბრალოდ ძებნაში ჩაწერე ქივორდი, რომელიც შენს თემას ეხება:
შემდეგ დააჭირე ”Viewed” ან “Faved:
და შეგხვდებათ უამრავი ინფოგრაფი, რომელთა სტილიც შეგიძლიათ საკუთარის შექმნისას გამოიყენოთ.
3. ლოგიკური განლაგება
ეს პოსტი, რომ გრაფიკული დიზაინის 101-ად არ გადავაქციოთ, მოკლედ გეტყვით, რომ დიზაინსა და განლაგებას შორის დიდი განსხვავებაა.
და უამრავი წარუმატებელი ინფოგრაფი მინახავს, რომელიც ზედმეტად კონცენტრირდებოდა დიზაინზე.
რა განსხვავებაა ამ ორ ტერმინს შორის:
განლაგება: როგორ მოუყრი და წარადგენ ინფორმაციას.
დიზაინი: როგორ გამოიყურება ინფორმაცია.
დარწმუნდი, რომ შენს ინფოგრაფს აქვს:
- საუკეთესო ინფორმაცია
- უამრავი ცარიელი ადგილი (ადვილად წასაკითხი რომ იყოს)
- ორგანიზებული ინფორმაცია, რომელიც ”ისტორიას” ჰგავს.
ნაბიჯი 2: მარტივი (მაგრამ ეფექტური) ლინკების მოპოვების გზა
თქვენ უკვე ხელში გიჭირავთ ინფოგრაფი და დროა სამიზნე ლინკები მოძებნოთ.
რადგან უკვე ტერმინი სეო გამოვიყენეთ, მოდი მოვძებნოთ კონტენტი, რომელიც ონ-ფეიჯ სეოზეა გამოქვეყნებული.
იმისათვის რომ ვიპოვოთ ასეთი კონტენტი, საჭიროა მხოლოდ ჩავწეროთ გუგლში ”on-page SEO”
ნაბიჯი 3: აჩვენე შენი ინფოგრაფი
როცა იპოვით საიტებს, რომლებზეც ფიქრობთ, შეესაბამება თქვენს საკითხს, მიწერეთ ასეთი წერილი:
რატომ არის ასეთი ტიპის წერილი ეფექტური:
- მეგობრული გარემოს შექმნა: წერილი შეიცავს მის სახელსა და საიტს
- 100 სიტყვაზე ნაკლები.
- გაყიდვის ლაითი ფორმა: სთავაზობ, რომ ”მხოლოდ” ნახოს ინფოგრაფი
ნაბიჯი 4: უფასო კონტენტით ”მოთაფლვა”
აქ უკვე სიტუაცია იძაბება…
როცა მარკეტერები ინფოგრაფს ამზადებენ, მუხლის ჩოქვით ეხვეწებიან სამიზნე საიტებს, რომ გამოაქვეყნონ.
დაიმახსოვრე: როცა მეილით გაქვს მიმოწერა, იმ ადამიანს ისეთი რამ უნდა შესთავაზო, რომ სარგებელი ნახოს.
აქ კი, ხვეწნა-მუდარა არ ჭრის.
გესთგრაფების მეთოდი იგივეა, რაც ”მინი გესთ პოსტი”, რომელსაც თან ერთვის პატარა სტატია.
სწორედ ამიტომ, თქვენი შეთავაზება სამმაგად უფრო კარგია:
- თქვენ სთავაზობთ კარგი ინფოგრაფს, რომელიც მათივე ინტერესია
- ნებას რთავთ, რომ გაუზიაროს ეს კონტენტი თავის აუდიტორიას (რომელიც ასევე დაინტერესებულია ამ საკითხით)
- აძლევთ უფასო კონტენტს, რომელიც ამშვენებს ამ ინფოგრაფს
აუცილებად დაწერე უმაღლესი ხარისხის სტატია (250-300 სიტყვა), რადგან შესავალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
იმედია, ხედავთ გესთგრაფების სრულ პოტენციალს: უმარტივესი გზა გაზარდო საიტის ავტორიტეტი და ტრაფიკი.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.