ანქორ ტექსტი არის ”ანთებული ლინკი”, რომელიც კონტენტში გვხვდება და გვამისამართებს ერთი საიტიდან მეორეზე.
ანქორ ტექსტის გაანალიზება
აი, ასე გამოიყურება ანქორ ტექსტის კოდი:
<a href=”https://smartseo.ge”>ინტერნეტ მარკეტინგი</a>
თუმცა, როგორც იუზერები, ანქორის ამ ნაწილს ვხედავთ: ინტერნეტ მარკეტინგი.
მოდი გავშიფროთ ანქორ ტექსტის სტრუქტურა
- <a> და </a> = ლინკის თავი და ბოლო.
- https://smartseo.ge = საიტის მისამართი, რომელზეც უნდა გადავიდეთ.
- ინტერნეტ მარკეტინგი = ანქორ ტექსტი.
სეო და ანქორ ტექსტი
ანქორ ტექსტი სეოს უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ის შეიცავს ქივორდებს, რომლებზეც გვსურს დარანკვა.
სხვა სიტყვებით, ანქორი უნდა გავამდიდროთ ქივორდებით, რათა გავიუმჯობესოთ საძიებო სისტემის პოზიციები.
მაგალითად, თუ თქვენს მომხმარებელს თავაზობთ ”ლინკ ბილდინგის” სერვისს, როგორ გამოიყენებდით ანქორს?
საიტის მთავარ გვერდზე, სადაც 1,000 სიტყვიანი სტატიაა გამოქვეყნებული, იწყებთ ინტერნალ ლინკების გამოყენებას, რათა სრულად განმარტოთ თქვენი სეო სერვისები. აქედან, ერთ-ერთის ანქორია ლინკ ბილდინგი. მეორეს ”ოფ-ფეიჯ ოპტიმიზაციის სერვისი” და მესამეს ”ლინკ ბილდინგის სერვისები”.
ხედავთ? ჩვენი ანქორი უკვე მრავალფეროვანია, რადგან მთავარ ქივორდს 3 შესატყვისი მოვუძებნეთ.
თუმცა, როცა ინტერნალ ლინკინგის ოპტიმიზაციასთან გვაქვს საქმე, თავი მოარიდეთ ასეთ შეცდომებს:
- არასდროს გამოიყენო ანქორი ”აქ დააჭორე”, ”გადადი ლინკზე” და ა.შ.
- არ გამოიყენო ერთი და იგივე ანქორი ბევრჯერ, რადგან საძიებო სისტემის ალგორითმი ფიქრობს, რომ ერთგვარი მანიპულაციაა და მის მოტყუებას ცდილობ. გუგლი ყოველთვის ამჯობინებს, რომ მრავალფეროვანი ანქორ ტექსტი გქონდეთ. მაგალითად, თუ თქვენი ანქორ ტექსტის 100% იქნება ”ლინკ ბილდინგი” მაშინ, ალგორითმი აუცილებლად იფიქრებს, რომ ყველაფერი რიგზე ვერ არის. აქედან გამომდინარე, მრავალფეროვანი ანქორი მნიშვნელოვანია.
ანქორის ტიპები, რომლებიც სეოსთვის კარგია
ანქორის ყველაზე ხშირი ტიპები:
- ზერო ანქორი: ასეთ ანქორს არანაირი წონა აქვს და გირჩევთ, რომ თავი აარიდოთ ასეთ ტერმინებს, ”აქ დააჭირე”, ”გადადი ლინკზე”.
- ”შიშველი” ლინკი : იმისათვის, რომ უკეთესად გაიგოთ ანქორის ტიპები, თვალი გადაავლეთ სურათს:
- ”Exact” მეჩ ანქორი: ასეთი ანქორის მაგალითია, ”ლინკ ბილდინგი” (სხვა შემთხვევებისთვის ამით იხელმძღვანელეთ, მაგალითად, თუ თქვენი სტატიის ქივორდია ონ-ფეიჯ სეო, მაშინ ეგზაქთ მეჩ ანქორი იქნება ”ონ-ფეიჯ სეო”).
- სინონიმი (საუკეთესო ვარიანტი) : ზუსტი ქივორდების გამოყენებას, ყოველთვის ჯობია სინონიმები. მაგალითად, ლინკ ბილდინგის ქვეთავია ”ბექლინკები”, ”ოფ-ფეიჯ სეო” და ა.შ. ამ მხრივ, საძიებო სისტემის სპაიდერი მიხვდება რა საკითხზე ვწერთ.
- ბრენდი: ძალიან კარგია, როცა ბრენდის სახელს იყენებ ანქორად, რადგან ალგორითმი ხვდება, რომ ავტრიტეტული და სანდო კომპანია ხარ.
როცა სხვა საიტისგან ითხოვთ ბექლინკს, აუცილებლად დარწმუნდით, რომ სწორი ანქორია შერჩეული, რადგან ერთი ბექლინკის სიძლიერე ნაწილდება მთლიან საიტზე (ინტერნალ ლინკინგის საშუალებით).
თქვენ რას ფიქრობთ ანქორ ტექსტზე? რამდენად საჭიროა სეოში და აქცევთ თუ არა ყურადღებას? შემოგვიერთდით ფეისბუქის ჯგუფში და ერთად განვიხილოთ ეს საკითხი.