• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / სეო / ყველაფერი რაც ნოფოლოუ ლინკებზე უნდა იცოდე

ყველაფერი რაც ნოფოლოუ ლინკებზე უნდა იცოდე

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

ყველაფერი რაც ნოფოლოუ ლინკებზე უნდა იცოდე

რატომ ვიყენებთ nofollow ლინკებს?

რავი, უამრავი მიზეზი არსებობს.

თუმცა, მთავარი ეს არის:

არ გვინდა საიტის ავტორიტეტი სხვას გადავცეთ

ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ არ გვინდა საიტის სეოს ზიანი მივაყენოთ და არაადამიანური შრომით მოპოვებული პოზიციები დავთმოთ.

რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა?

პირველ რიგში, ვნახოთ როგორ აღიქვამს გუგლი ლინკს:

როცა ერთი საიტი ლინკს მეორეს უგზავნის, გუგლი ამას აღიქვამს, როგორც ”ხმის მიცემას”.

ანუ,

პასუხისმგებელი ვარ, რომ ამ ლინკზე სანდო, უტყუარი და ხარისხიანი ინფორმაციაა, რომელიც დაინტერესებულ მკითხველს აუცილებლად გამოადგება

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ არჩევნების პრინციპი:

ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს ის იმარჯვებს.

აქედან გამომდინარე, კონტენტი, რომელსაც ყველაზე მეტი ლინკი (ხმა) აქვს, მოიპოვებს მოწინავე პოზიციებს.

თუმცა ეს დებულებები მაშინ არის რეალურო, როცა ლინკი dofollow არის.

ვა, მაშინ nofollow ლინკი რას შვება?

როცა ნოფოლოუ ატრიბუტს ვამატებთ, საძიებო სისტემას ვეუბნებით, რომ ჩვენი ხმა არ დააფიქსიროს.

სხვა სიტყვებით,

მე არ ვარ პასუხისმგებელი იმ კონტენტზე, რომელიც შემდეგ ლინკზეა განთავსებული

შესაბამისად, ჩვენი საიტის ავტორიტეტი ე.წ juice მეორე საიტს არ გადაეცემა.

არ შეგეშინდეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლინკ ბილდინგისთვის ნოფოლოუ ლინკები უვარგისია.

ვნახოთ რა მოთხოვნები აქვს გუგლს და როდის გვირჩევს ნოფოლოუ ლინკის გამოყენებას:

გუგლს უნდა რომ nofollow თეგი ყველა ფასიან ლინკზე გამოვიყენოთ

გუგლს უნდა, რომ მაქსიმალურად შეამციროს ისეთი შემთხვევები, როცა გარკვეული მოქმედებებები (იხილეთ სია) საძიებო სისტემის პოზიციებზე გავლენას ახდენს და ავტორიტეტის გადაცემით უხარისხო და არარელევანტურ სტატიებს რანკავს.

რას მოიცავს:

  • ფასიანი ლინკები
  • პრეს რელიზი
  • ედვერტორიალი
  • აფილიეტ ლინკები
  • ნეითივ რეკლამები (ბანერები)

მოკლე შინაარსი:

გუგლს უნდა, რომ ყველა მარკეტერი ერთი და იგივე დონეზე თამაშობდეს.

მაგალითად, თუ წერ თაიმსის მწერალს და ეუბნები:

გამარჯობა,

ვიცი, რომ საკმაოდ გავლენიანი მწერალი ხარ და საინტერესო სტატიებს აქვეყნებ.

შენთან მაქვს ძალიან კარგი შემოთავაზება და ვფიქრობ, ორივე დიდ სარგებელს ვნახავთ.

ფულს ჩაგირიცხავ ხოლმე და შენს სტატიაში ჩემი საიტის ლინკი, სასურველი ანქორით ჩასვი.

რას იტყვი? მგონი მაგარი იდეაა!

როცა შენ მსგავს სტრატეგიას იყენებ და ინდივიდს ან კომპანიას უთანხმდები, რომ ხანდახან შენი საიტის ლინკი გამოიყენოს და თან, dofollow იყოს, სხვა მარკტერებთან შედარებით ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს, რადგან ავტორიტეტული წყაროები გიგზავნიან ლინკებს.

ამაზე გუგლი ძალიან ცუდად რეაგირებს და გვეუბნება:

ყველა ლინკი, რომელშიც ფულს ვიხდით უნდა იყოს nofollow

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნოფოლოუ ლინკი უსარგებლო არ არის. პირიქით, ხარისხიანი ლინკ პროფილისთვის აუცილებელია.

ბლოგის კომენტარების და ფორუმის ლინკები

 
დღეს, ბლოგების უმეტესობა იყენებს ვორდპრესის ძრავს.

ვორდპრესს მოყვება კომენტარების სისტემა, სადაც მკითხველს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს და გამავალი ლინკები დაურთოს.

ამ შემთხვევაში, ჯობია ლინკები nofollow იყოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სპამის სამიზნე გახდები.

Nofollow თეგი ინტერნალ ლინკებზე?

ამ საკითხზე მეთ ქათსმა ისაუბრა და ასეთი მოსაზრება შემოგვთავაზა:

ილუსტრაცია თუ რა შეიძლება მოხდეს, როცა ნოფოლოუ ატრიბუტს იყენებ ინტერნალ გვერდებზე:

ნოფოლოუს ილუსტრაცია

მოკლედ რომ ვთქვათ, ნოფოლოუ ინტერნალ ლინკები საკამოდ ცუდია თქვენი საიტისთვის, რადგან ავტორიტეტი არასწორად ნაწილდება.

სხვა სიტყვებით, წარმოიდგინე როგორ მოძრაობს შენს სხეულში სისხლი.

უცებ, გადაწყვიტე, რომ არ მოგწონს, როცა სისხლი მარჯვენა ფეხს მიეწოდება და ორგანიზმს ეუბნები:

”მარჯვენა ფეხს სისხლი აღარ მიაწოდო”.

უკვე შენს ორგანიზმში სისხლი ცუდად მოძრაობს და როცა მარჯვენა ფეხთან მიდის, ჩიხია.

თან, მარჯვენა ფეხს კარგავ.

Nofollow თეგი გამავალ ლინკებზე

მეთ ქათსის ვიდეო:

ხო, ამ ყველაფერზე უკვე ვისაუბრეთ.

მაგრამ განვიხილოთ მეორე, უფრო ბნელი მხარე.

მაგალითად,

წარმოიდგინე, გამოაქვეყნე სტატია, სადაც გამოიყენე რამდენიმე გამავალი ლინკი.

რა თქმა უნდა, შენი მიზანია, რომ მკითხველს საინტერესო, ხარისხიანი და გამოსადეგი ინფორმაცია მიაწოდო.

როგორ ფიქრობ, რამდენად მოეწონება მომხმარებელს, როცა გაიგებს – სტატიაში ნახსენებ ლინკებს ავტორი არ ენდობა?

რისი თქმა მინდა:

ამას ხომ საძიებო სისტემაც ხედავს?

გაიხსენე ხარისხიანი კონტენტის დეფინიცია:

კითხვას ამომწურავ პასუხს ცემს, უტყუარი ინფორმაციაა და კონტენტის ჰაბია

სად მიმყავს საუბარი:

  1. თუ შენი კონტენტი მომხამრებელს უტყუარ ინფორმაციას სთავაზობს
  2. საკითხი კარგად გამოიკვლიე
  3. კონტენტი სავსეა ღირებული ინფორმაციით

ესეიგი, ამ საკითხზე უამრავი რესურსი წაიკითხე და საკითხში საკმაოდ კარგად ერკვევი.

აქედან გამომდინარე, რა ლოგიკით უნდა გაუშვა მომხმარებელი არასანდო ლინკზე?

თუ ფიქრობ, რომ კონკრეტული საიტი არ არის სანდო, არ არის კარგად ოპტიმიზერებული და სპამურ საიტს გავს,

უმჯობესია ლინკი საერთოდ არ მიუთითო, ვიდრე სტატიაში ნოფოლოუ ლინკი ჩასვა.

შეიძლება თუ არა ნოფოლოუ ლინკმა საიტს ზიანი მიაყენოს?

მოკლე შინაარსი:

მაგალითად, თუ ბლოგზე კომენტარებს მხოლოდ იმიტომ ტოვებ, რომ შენი საიტის ტრაფიკი გაზარდო და ლინკი nofollow არის, მაშინ შენს საიტს არანაირ ზიანს მიაყენებს.

თუმცა, ”ზედმეტებში გადასვლა” არ შეიძლება, რადგან თუ ეს სპამში გადაიზრდება, მაშინ გუგლის ჯარიმა გარდაუვალი იქნება.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია