წარმოიდგინე, პატარა ჯიხური გაქვს, სადაც კლიენტების რიგია და გაზეთს ჰყიდით. დღის განმავლობაში, ყველაფერი კარგად მიდის, საღამოს კი გამომუშავებულ ფულს იღებ და სახლში მიდიხარ.
რამდენია წელია, შენი ბიზნესი ასეთი კარგი ტემპით მიდის. არანაირი საბაბი გქონდა, გეფიქრა, რომ მეორე დღეს რამე ცუდი შეიძლება მომხდარიყო.
თუმცა, მოხდა.
შენს ჯიხურში მიხვედი, მაგრამ კლიენტი არსად ჩანს. ლანჩამდე არცერთი კლიენტი მოვიდა, ხოლო როცა ლანჩზე გახვედი, დაინახე – ყველა შენი კლიენტი სხვა ჯიხურთან დგას.
ტელეფონში კალენდარს დახედე და 2015 წლის 22 აპრილია. უცებ, საგონებელში ვარდები, ვერ გაგირკვევია, რა შეიცვალა რამდენიმე საათში?
მობილურის სეო: ახალი ტალღა
გუგლის ალგორითმის აფდეითი, ზუსტად იგივეა, რაც ზევით დაწერილი პატარა ისტორია.
საიტებისა და მცირე ბიზნესის მფლობელები ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებენ და ყველაფერი შეცვლილი ხვდებათ.
მაგრამ გუგლის მობილურის აფდეითი, სხვა რამეა. გაფრთხილებაც კი მივიღეთ, რომ ასეთი ცვლილება ალგორითმში მოსალოდნელი იყო.
ასეთი პოსტი მივიღეთ 2015 წლის 26 თებერვალს:
21 აპრილიდან, ”mobile-friendliness” დარანკვის ფაქტორი იქნება. ეს ცვლილება შეეხება ყველა ძებნას, რომელიც მობილურით ხორციელდება და ძალიან დიდი გავლენა ექნება ძებნის შედეგებზე.
ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სეოს ისტორიაში და ასევე სიტყვა, რომელიც გამუქებულია.
სხვა სიტყვებით, ჯობია ყურადღება მიაქციო.
კიდევ ერთი გაფრთხილება გუგლისგან
ამით ყველაფერი არ დამთავრებულა.
2014 წლის ნოემბერში, გუგლმა გამოაცხადა, რომ დაეხმარებოდა მომხმარებელს დაედგინა, რომელი საიტი იყო mobile-friendly.
მაგალითი:
მომხმარებელს უკვე აქვს არჩევანის საშუალება. იუზერს შეუძლია თავი აარიდოს საიტებს, რომლებსაც მობილურის ვერსია არ აქვს, რითაც იმ საიტების ტრაფიკი გაიზრდება, რომლებიც ”Mobile-friendly-ია”.
მაგრამ გუგლი კიდევ უფრო შორს წავიდა.
მხოლოდ ის საიტი ჩაითვლება ””Mobile-friendly-ად”, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
- საიტის სისტემა მობილურთან თავსებადია (მაგალითა, არანაირი ფლეში)
- ტექსტი, რომელიც სტანდარტული ზომის არის და ”ზუმი” არ ჭირდება წასაკითხად
- კონტენტი, რომელიც ავტომატურად იცვლის ზომას, რათა მობილურის ეკრანს მოერგოს
- ლინკები, რომლებზე დაჭერაც მარტივია
ისე, თუ დაფიქრდებით დ გაიხსენებთ, რესპონსივ ვებ დიზაინზე ძალიან დიდი ხანია კამათობენ.
ამ აფდეითით, გუგლმა დაადასტურა, რომ რესპონსივ დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანია.
ალბათ გაინტერესებთ, რა დაშავდება თუ თქვენს საიტს მობილურის ვერსია არ ექნება.
სიმართლეს გეტყვით, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ტრაფიკი გყავთ მობილური დივაისებიდან (ტაბლეტების ჩათვლით)
მობილურის ტრაფიკი თქვენს საიტზე
სტატია, რომელიც Search Engine Journal-ზე ტომ დემერსმა გამოაქვეყნა, თქვა “გუგლ ანალიტიკის მეშვეობით, ძალიან მარტივად შეგიძლიათ გაიგოთ, რამდენი ვიზიტორი შემოდის მობილურით. ამისთვის საჭიროა შემდეგ განყოფილებაში შეხვიდეთ Audience > Mobile > Overview და desktop/mobile/tablet.”
სხვა საიტების მაგალითი რომ განვიხილოთ, მაგალითად, მოზის საერთო ტრაფიკის 1% იყო მხოლოდ მობილურის.
სხვა სიტყვებით, ფაქტობრივად, სხვაობას ვერ იგრძნობდნენ, მაგრამ საიტი mobile-friendly მაინც გახდა.
რატომ?
რატომაც არა.
როცა შეგიძლია აუდიტორიას საუკეთესო user experience შესთავაზო, რატომ უნდა დაიშურო რამდემე საათის ინვესტიცია, რომელიც “long-term game-ში” მნიშვნელოვანია (დროდადრო, მობილურის სერჩი უფრო გაიზრდება)?
როგორ უნდა გაიგო, შეენი საიტი mobile-friendly-ია თუ არა?
შეიძლება არც იცი შენს საიტს მობილურის ვერსია აქვს თუ არა და ამ სტატიის კითხვისას ფიქრობ, ”ნეტა, უკვე რამდენი ვიზიტორი დავკარგე” ან ”როგორ გავიგო მაქვს თუ არა მობილურის ვერსია, რომ ამოვისუნთქო?”.
ამის გაგება საკმაოდ მარტივია. გუგლს აქვს საკმაოდ კარგი ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.
თუ ასეთი შედეგი მიიღე, ესეიგი ყველაფერი რიგზეა:
თუ თქვენს საიტს მობილურის საიტი არ აქვს, ჯერ კიდევ არ არის გვიანი
ამ განახლებიდან, რადენიმე თვე გავიდა, რითაც მობილურის სერჩი რადიკალურად შეიცვალა.
საიტები, რომლებიც mobile-friendly-ია პოზიციებს იმაღლებს, ხოლო დანარჩენი, ჯარიმდება.
რაც შეეხება ჯარიმას, საკმაოდ რთულია იმის თქმა, თუ რა ფორმის არის, მაგრამ, გეტყვით, ძალიან ახლოს არის იმასთან, რაც პოსტის დასაწყისში აღვწერეთ.
თქვენს საიტზე რას გვეტყვით? აქვს მობილურის ვერსია?
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.