რაც უფრო იხვეწება გუგლის ალგორითმი და მისი შეცდომაში შეყვანა რთულდება, ლინკ ბილდინგი ბევრისთვის შეუძლებელი ხდება და ფაქტობრივად, მხოლოდ ხარისხიანი კონტენტის იმედზე რჩებიან, რომ საძიებო სისტემაში მოწინავე პოზიციები მოიპოვონ.
საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ბექლინკების მოპოვების საუკეთესო გზა ლინკების საიტების ცნობარში განთავსება იყო.
თუმცა, გუგლის დახვეწასთან ერთად, ბოტებმა დაიწყეს მანიპულაციური ლინკების ამოცნობა და საიტების დაჯარიმება.
ჯამში, გავრცელდა ისეთი ჭორი, რომ საიტების ცნობარი თვითმკვლელობის პირდაპირი გზა იყო.
კი, ლინკების ცნობარში განთავსება ისეთი ეფექტური აღარ არ არის. თან, გუგლი მსგავს ლინკებს ცუდი თვალით უყურებს. თუმცა, არსებობს ისეთი დირექთორი საიტები, რომლებიც გუგლს ძალიან უყვარს და საიტის ავტორიტეტის გაზრდისთვის იდეალურია
უმთავრესი რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ როცა საქმე დირექთორი საიტებთან გვაქვს არის ის, რომ შევეშვათ დაბალხარისხიან საიტებს.
საიტების ცნობარი რომელიც გუგლს ისევ უყვარს
უმჯობესია თუ რაოდენობას ხარისხს ვამჯობინებთ და ლინკებს უამრავ საიტების ცნობარში არ განვათავსებთ.
ბევრად ეფექტურია რამდენიმე ხარისხიანი ცნობარის გამოყენება, რადგან ზუსტად ვიცით არანაირი საფრთხე დაგვემუქრება და თან, დიდ სარგებელსაც ვნახავთ.
ორივე მხარე მოგებული რჩება, ჩვენც და გუგლიც.
თუმცა, ასეთ ხარისხიან დირექთორი საიტებზე მოხვედრა მარტივი საქმე არ არის.
ნახე:
ყველა ხარისხიან საიტების ცნობარს ჰყავს ედიტორთა ჯგუფი, რომელიც ხელით ამოწმებს ყველა ლისთინგს.
აკვირდებიან შენი განცხადების თითოეულ დეტალს და ამოწმებენ საიტს.
თუ ჩათვლიან, რომ შენი საიტი ცნობარს რაიმე მნიშნელოვანს არ შემატებს, უარს გეტყვიან.
დირექთორი საიტები კარგია ლოკალური სეოსთვის
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დირექთორი საიტების ფუნქცია შეიცვალა და ნამდვილად არაეფექტურია, როცა ათასობით ლინკს ვიღებთ ერთი საიტისგან.
დღეს, საიტების ცნობარას უმეტესად ლოკალური სეოსთვის იყენებენ.
გარდა იმისა, რომ ხარისხიანი ცნობარი გვეხმარება საიტის ავტორიტეტის ამაღლებასა და საძიებო სისტემის პოზიციების გაუმჯობესებაში, დირექთორი საიტები გვეხმარება რეფერალისა და პირდაპირი ტრაფიკის გაზრდაში.
სხვა სიტყვებით, ხარისხიანი საიტების ცნობარი ჩვენი საიტის დონეს საგრძნობლად ცვლის.
კი, საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ რამდენად კარგია ხარისხიანი საიტების ცნობარში ლინკების განთავსება.
ლინკებს, რომლებსაც მაღალხარისხიანი დირექთორებიდან მოვიპოვებთ, აუცილებლად დაგვეხმარა საიტის გაუმჯობესებაში.
ეს იქნება, როგორც დომენის ავტორიტეტის გაზრდა, ასევე ტრაფიკის გაუმჯობესება.
თუმცა, არ გირჩევთ რომ წახვიდეთ და ლინკები ნებისმიერ ცნობარში განათავსოთ.
იმისათვის რომ ყოველგვარი გაუგებრობა თავიდან ავიცილოთ, გთავაზობთ მაღალხარისხიანი საიტების ცნობარის ჩამონათვალს:
მაღალხარისხიანი საიტების ცნობართა ჩამონათვალი
ის დირექთორი საიტები, რომლებიც ამ სიაშია იდეალურია თქვენი საიტის განვითარებისთვის. ხოლო კიდევ უფრო ეფექტურია როცა ლოკალური სეოსთვის ვიყენებთ.
- Yelp
- Clasione
- All Business Now
- Yellow Pages.com
- Better Business Bureau
- Vlib
- 411.COM
- Seek On
- Pick N Buy
- Best of The Web
- Joe Ant
- DMOZ
- Map Quest
- City Data.com
- Health Fitness Nutrition
- MedlinePlus
- Starting Point
- Hotfrog.com
- Search Pure
ბოლოსიტყვაობა: პროცესის ავტოპილოტზე გადაყვანას არ გირჩევთ
ნუ ეცდებით სხვადასხვა ცნობარში ერთი და იგივე სათაურითა და აღწერით ლინკების განთავსებას. ეს საკმაოდ ცუდი პრაქტიკაა, რომელიც არც მომხმარებელს სიამოვნებს და არც საძიებო სისტემას.
გუგლს არ უნდა, რომ ცნობარში ასობით და ათასობით უხარისხო საიტის ლინკი განთავსდეს.
მითუმეტეს, როცა ერთ საიტს რამდენიმე ცნობარში იდენტური აღწერა აქვს მითითებული. მსგავსი ქმედებისთვის შეიძლება ჯარიმაც კი მივიღოთ.
შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!