ყველაზე ხშირი კითხვა, რომელიც მარკეტერებს აწუხებს არის:
რომელია ლინკ ბილდინგის ყველაზე იაფი სტრატეგია?
პირველი იდეა, რაც მომხმარებლის თავში ჩნდება არის ფივერზე შესვლა და შეთავაზებების დათვალიერება.
ეს სწორედ ის მომენტია, როცა მომხმარებელი ბრამვდება და ათასობით დადებითი განხილვის წაკითხვისას ფიქრობს, რომ იდეალური სერვისი იპოვა, რომელიც მის საიტს დარანკავს და თან, სულ 5$ დაუჯდება.
პირველ რიგში, შევთანხმდეთ იმაზე, რომ რაც მასშტაბურად ცნობილია, ყველაფერი უხარისხოა.
სხვა სიტყვებით, მასაზე გათვლილი პროდუქტი ხარისხიანი არასდროს არის.
ამის წაკითხვის შემდეგ ჩნდება მხოლოდ ორი კითხვა:
- ფივერი არასდროს გამოვიყენო?
- ფივერზე განთავსებული სერვისები ნაგავია?
ორივე კითხვაზე მოკლე პასუხია, არა!
ფივერის ბექლინკები საკმაოდ ეფექტურია მხოლოდ მაშინ თუ სწორად გამოვიყენებთ. თუმცა, არც ისე იაფი ჯდება.
შევხედოთ მთავარ პრობლემას
ბევრი ფიქრობს, რომ 5$-იანი სერვისი იქნება საიტის დარანკვისთვის. რეალურად, ეს ჩვენი ბრალი არ არის, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ სერვისებს ყიდიან, ირწმუნებიან – ეს ასე მოხდება.
შემდეგ მოდის ადამიანთა ისეთი კატეგორია, რომელიც ასეთ რაღაცებს გვეუბნებიან:
PBN ყველაფერია, ფივერის ნაირ მაიმუნობებს თავი დაანებე
იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანები მთელ დროს PBN-ს უთმობენ, არადივერსიფიცრებული ლინკ პროფილი ცოტა ხანში გააცამტვერებს ყველაფერს, რაზეც დღემდე უმუშავიათ.
დღეს, გეტყვით როგორ უნდა გამოვიყენოთ ფივერი ლინკ პროფილის დივერსიფიკაციისთვის.
როგორ გამოვიყენოთ ფივერის იაფფასიანი ბექლინკები
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა რომელსაც მარკეტერები უშვებენ
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა სეო პროცესისთვის ფულის დაზოგვაა.
თუ დარანკვა გინდა, ამ პროცესს დრო და ფული (ან ბევრი შრომა) ჭირდება.
რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა საიტების დარანკვა მხოლოდ ჰოსტინგის თვიური გადასახადი გვიჯდება, თუმცა ეს მხოლოდ ბუნებრივი დარანკვის პროცესში ხდება.
მაშინ, როცა ვიყენებთ ისეთ სტრატეგიებს როგორიც გესთპოსტინგი, HARO და სხვა სახის დარანკვის ტექნიკებია.
ხოლო, როცა აფილიეტ საიტებზე ვმუშაობთ, იქ თითქმის ყველაფერი შავ გზებთან არის დაკავშირებული.
რატომ არის ფივერი კარგი
უმთავრესი მიზეზი თუ რატომ არის ფივერი კარგი, არის ლინკ პროფილის დივერსიფიკაციის უნარი.
რისთვის შეგვიძლია ფივერის ლინკების გამოყენება:
- ბექლინკების დივერსიფიკაცია (ბრენდის სახელი და ლინკის პირდაპირი მისამართი, მაგალითად, https://smartseo.ge)
- ჩვენი ვებ 2.0-ების გაძლიერებისთვის (ქივორდების ვარიციებისა და ეგზაქთის გამოყენება)
- PBN-ს გაძლიერება (ავტორიტეტის გაზრდა და პოზიციების ამაღლება)
ფივერის ლინკების მთავარი მიზანი ლინკ პროფილის გამდიდრებაა. მსგავსი ლინკებისგან საიტის დარანკვას არ უნდა ველოდოთ.
თუმცა, შეიძლება მათი გამოყენება ისე, რომ საბოლოოდ უკეთესი საძიებო სისტემის პოზიციები მივიღოთ. მაგალითად, PBN-სა და ვებ 2.0-ის შემთხვევა.
რომელი სერვისები ვიყიდო და რომელ სელერს ვენდო?
#1 სერვისი: პროფილის ლინკები
ალბათ, ყველაზე გავერცელებული ტიპის ლინკებია, რომელთა დიდი ნაწილი საერთოდ არ ინდექსდება. თუმცა ის ნაწილი, რომელსაც გუგლი აღიქვამს საკმაოდ კარგია ლინკ პროფილის გამდიდრებისთვის. სანდო სელერი ფივერზე.
სერვისი #2: ინფოგრაფიკების ლინკები
იპოვეთ ადამიანი, რომელიც ინფოგრაფიკებს იაფად დაგიმზადებთ ან თქვენით დაამზადეთ ვისმეზე.
ასეთი ლინკებისთვის საკმაოდ კარგია ბრენდირებული ანქორის გამოყენება. სანდო სელერი ფივერზე.
თუ ამ კატეგორიისთვის არ გინდათ ფულის დახარჯვა, წაიკითხეთ ჩვენი სტატია ინფოგრაფიკების დირექტორი საიტებზე.
სერვისი #3: ვიდეოების განთავსების ლინკები
იპოვე კარგი ხელსაწყო, რომელსაც მარტივი ვიდეოს დამზადებისთვის გამოიყენებთ (ან სხვას შეუკვეთეთ) და მოთხოვნის გაგზავნისას გამოიყენეთ სტატიის პირდაპირი ლინკი. სანდო სელერი ფივერზე.
ბოლოსიტყვაობა
რა თქმა უნდა, ამ სერვისების ყიდვა არ არის აუციებელი, რადგან ცოტა მეტი დროის ინვესტიციით თავად შეგვიძლია იმავე სამუშაოს შესრულება.
თუ დრო გაქვთ, უკეთესია თუ ამ საქმეს თქვენ შეასრულებთ და საიტისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს სხვა საკითხებისთვის გამოიყენებთ.
შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!