• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / სეო / ხელსაწყოები ქივორდის კონკურენციის შემოწმებისთვის

ხელსაწყოები ქივორდის კონკურენციის შემოწმებისთვის

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

ხელსაწყოები ქივორდის კონკურენციის შემოწმებისთვისდღეს, ისეთი ხმები დადის, თითქოს, ერთადერთი და ყველაზე ეფექტური ხელსაწყო ქივორდის კონკურენციის შემოწმებისთვის არის მარკეტ სამურაი.

დამწყები მარკეტერები ამ იდეით შეპყრობილნი ხდებიან და კატეგორიულად უარყოფენ სხვა ხელსაწყოებს.

ფიქრობენ, რომ მარკეტ სამურაი იმდენად სრულყოფილ შედეგებს აჩვენებს, სხვა ხელსაწყოში ქივორდის გადამოწმება უბრალოდ დროის კარგვაა.

ამ მოსაზრებაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს:

  • არა, არა, და კიდევ ერთხელ არა!

ამ პროცესისთვის მხოლოდ ერთი ხელსაწყოს გამოყენება არის უდიდესი შეცდომა, რომელიც შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს.

მაგალითად, აღმოჩნდეს – ქივორდი, რომელზეც ვფიქრობდით დაბალი კონკურენცია იყო, რეალურად საკმაოდ რთული დასარანკი აღმოჩნდეს.

იმისათვის რომ მსგავსი პრობლემები ავირიდოთ და ტყუილად არ ვიშრომოთ უაზროდ მაღალი კონკურენციის მქონდე ქივორდების დარანკვაზე, უმჯობესია გამოვიყენოთ რამდენიმე ხელსაწყო, რომელიც ზუსტ წარმოდგენას შეგვიქმნის არსებულ სიტუაციაზე.

ხელსაწყოები ქივორდის კონკურენციის შემოწმებისთვის

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ხელსაწყო, რომელიც საკმაოდ ეფექტურია, უფასოა და თან, ინსტალაციაც არ ჭირდება.

განვიხილოთ ოთხი ისეთი პროგრამა, რომელიც დაგვეხმარება ქივორდის კონკურენციის შემოწმებაში.

1. მოზის ქივორდ ექსფლორერი

რამდენიმე დღის წინ, მოზმა შექმნა ახალი ხელსაწყო “ქივორდ ექსფლორერი” , რომელიც შემდეგ ფუნქციებს გვთავაზობს:

  1. ქივორდის კვლევა – იდეები, ძებნის რაოდენობა, ვარიაცები
  2. სეო პროცესისთვის აუცილებელი დეტალები – ამ ფაქტორს საკმაოდ კარგად იცნობ, ეს არის ქივორდის სირთულე. ხოლო დანარჩენ სამს, შესაძლებლობა, მნიშვნელოვნობასა და პოტენციალს, ნაკლებად
  3. ექსპორტი – მიღებული შედეგები შეგიძლია პირდაპირ ექსელის ფაილში გადმოწერო და სურვილისამებრ გამოიყენო

როგორ გამოიყურება მოზის “ქივორდ ექსფლორერი” საქმეში (მაგალითისთვის, ავიღოთ ქივორდი “სეო”:

მოზის ქივორდ ექსფლორერი

გარდა ამისა, მოზის ახალი ხელსაწყო გვთავაზობს პირველი გვერდის შედეგების სრულ ანალიზს:

მოზის პირველი გვერდის ანალიზი

ერთადერთი მინუსი ის არის, რომ დღეში, უფასო ექაუნთით, მხოლოდ ორი ქივორდის შემოწმების უფლება გვაქვს.

2. ქივორდ რევილერი

მოზის ხელსაწყოს გამოსვლამდე, Keyword Revealer-ი საუკეთესო თულად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, ამ ხელსაწყოს ანალიზი ნამდვილად სანდოა.

ამ შემთხვევაშიც, როგორც მოზის ხელსაწყოზე, ავიღოთ ქივორდი “სეო” და ვნახოთ რა შედეგებს მივიღებთ:

ქივორდ რევილერი

ქივორდ რევილერი გვაჩვენებს ქივორდის სირთულესა და პირველი 10 რეზულტატის სრულ ანალიზსს, რაშიც შედის დომენის ავტორიტეტი, ბექლინკები, სოციალური გაზიარებები, ონ-ფეიჯ ფაქტორები, გვერდის ავტორიტეტი და მოზისრანკი.

3. სემრაშის ხელსაწყო

სემრაში ამ ორი ხელსაწყოსგან განსხვავებით ცოტა სხვანაირად მუშაობს. ამ თულის მთავარი დანიშნულება ქივორდის კონკურენციის შემოწმება არ არის, თუმცა ამ დანიშნულებითაც იდეალურად მუშაობს.

სემრაშის ქივორიდის თული შედარებით “მოუქნელი” და ზედაპირულია, თუმცა ქივორდის შეფასებაში იშვიათად ცდება.

ისევ ავიღოთ საძიებო სიტყვა “სეო” და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ:

სემრაშის შედეგები

4. ქივორდ ფაინდერი

ქივორდ ფაინდერი დაახლოებით ისე მუშაობს, როგორც ქივორდ რევილერი და მოზის ქივორდ ექსფლორერი.

ეს ხელსაწყო უფრო იმ თულების სიას მიეკუთვნება, რომლებსაც “underrated-ს” უწოდებენ.

ამ ხელსაწყოს შეუძლია კონკურენციის შემოწმება, ტოპ 10 შედეგის გაანალიზება და ქივორდის ვარიაცების შემოთავაზება.

ჯამში, იდეალური ხელსაწყოა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ადგილს თქვენი ხელსაწყოების არსენალში.

ქივორდ ფაინდერი

ბოლოსტყვაობა

თუ არ გაქვთ იმის ბიუჯეტი, რომ ფასიანი ხელსაწყოები შეიძინოთ და ისინი გამოიყენოთ ქივორდის ანალიზისთვის, ჩამოთვლილი 4 ხელსაწყო იდეალური და ეფექტური გამოსავალია.

თუმცა, ფასიან პროგრამებთან ერთად როგორიც, მაგალითად, ლონ თეილ პრო არის, მაინც გირჩევდით, რომ სხვადასხვა ხელსაწყოებში, თავისდაზღვევის მიზნით, გადაამოწმოთ კონკურენცია.

ბონუსი: ამასთან ერთად, ქივორდის ტოპ 10 შედეგი გაანალიზეთ მაჯესტიკისა და აჰრეფსის საიტ ექსფლორერით. ეს ხელსაწყოები კიდევ უფრო დეტალურად წარმოაჩენს ქივორდის რეალურ კონკურენციას.

შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია