• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / სეო / ქივორდების ძებნა: ინოვაციური მიდგომა

ქივორდების ძებნა: ინოვაციური მიდგომა

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

ქივორდების ძებნასეო სამყაროში, ყოველთვის ვსაუბრობთ კონტენტზე, სოციალურ გაზიარებაზე, ქოფირაითზე, მაგრამ ყოველთვის გვავიწყდება ქივორდების ძებნა. თითქოს მარტივი, მაგრამ საკმაოდ რთული. ულაპარაკოდ, სეოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

არ იქნება შეცდომა თუ ვიტყვით, რომ ქივორდების გარეშე სეო არ არსებობს.

დღეს, ქივორდების გამოკვლევა იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ბაზრის შესწავლას.

ხოლო, სანამ ქივორდების უპირატესობებით ვისარგებლებთ, უნდა ვისწავლოთ მათი პოვნა და გამოყენება.

ალბათ ფიქრობთ, რომ ქივორდების პოვნა მარტივია. ამისთვის ხომ მხოლოდ ედვორდსია საჭირო.

სამწუხაროდ, ასე არ არის.

ქივორდების პოვნა ბევრად რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული,  ვიდრე წარმოგიდგენიათ.

დიდი ალბათობით, უმეტესი თქვენგანი ქივორდებს ამ პრინციპით ეძებს:

ქივორდების ძებნა

დღეს, ეს ყველაფერი იცვლება.

ამ წუთიდან, თქვენ გაქვთ რესურსი, რომელიც აგიხსნით თუ როგორ უნდა იპოვოთ საუკეთესო ქივორდები თქვენს ნიშაში.

როცა ამ ქივორდებს შემოსავ  ”on-page აბჯრით”, თქვენი სტატია უმოკლეს დროში დაიკავებს გუგლის მოწინავე პოზიციებს.

მაგრამ.

არის ერთი მომენტი; სანამ ქივორდების ძებნას დაიწყებთ, აუცილებლად უნდა შეისწავლოთ თქვენი ინდუსტრია (ნიშა).

როცა აქამდე, სხვებისთვის უცნობ, ბაზრის პატარა სეგმენტს იპოვით, ფინანსური პრობლემა სამუდამოდ მოგეხსნებათ.

სად ვიპოვოთ ბაზრის პატარა სეგმენტები?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარკეტერების უმეტესობა ქივორდების ძებნას იწყებს გუგლის ქივორდ ფლენერში, რაც შეცდომაა.

რატომ? ქივორდ ფლენერი უძლიერესი პროგრამაა, რომ მთავარი ქივორდის ”ნათესავი” საკვანძო სიტყვები ვიპოვოთ, მაგრამ მოიკოჭლებს ახალი ქივორდების მოფიქრებაში.

მაგალითად, რა არის შენი პირველი აზრი, როცა გესმის სიტყვა კალათბურთი?

არ აქვს მნიშვნელობა, გიყვარს თუ არა ეს სპორტი, რადგან 99% კალათბურთს ამ სიტყვებს დაუკავშირებდით.

ქივორდების შესწავლა

მოდი, ახლა ქივორდ ფლენერში ჩავწეროთ სიტყვა ”კალათბურთი” და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ.

კალათბურთი ქივორდ ფლენერში

ხედავთ? ყველა ქივორდი ასოცირდება მთავარ საძიებო სიტყვასთან.

ხოლო ქივორდები, რომლებიც არაპირდაპირ კავშირშია მთავარ საძიებო სიტყვასთან, არ გვხვდება.

სამწუხაროდ, სწორედ ეს ქივორდები აღმოჩნდება ხოლმე ყველაზე მომგებიანი.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქივორდ ფლენერი არ უნდა გამოვიყენოთ. პირიქით, ის ძალიან საჭიროა.

უმარტივესი გზა, მომგებიანი ქივორდების საპოვნელად

კითხვა #1: რა არის ბაზრის სეგმენტი?

ბაზრის სეგმენტი არის, ინდუსტრიის ერთი პატარა ”ნატეხი”.

დავუბრუნდეთ ისევ კალათბურთს.

ავიღოთ საძიებო სიტყვა ”კალათბურთის ბოტასები”.

პირველ რიგში, გავაანალიზოთ, რომ ის ვინც კალათბურთის ბოტასებს ეძებს, დიდი ალბათობით ამ საკითხებითაც დაინტერესებულია:

  • როგორ ვისროლოთ სამ ქულიანი?
  • საუკეთესო სლემები
  • როგორ მოვხვდე კოლეჯის კალათბურთის გუნდში?
  • როგორ დავხვეწო ჩემი ნახტომი?
  • სიმაღლეში ზრდის მეთოდები

ხუთივე საკითხი, რომელიც ჩამოვთვალეთ, ძალიან ახლოს არის კალათბურთის თემასთან.

განვაგრძოთ საუბარი და გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე.

ჩვენ გვაქვს მთავარი საძიებო სიტყვა ”კალათბურთის ბოტასები” და 5 საკითხი, რომელიც ამ თემას უკავშირდება.

შევქმნათ ამის აზრობრივი რუკა და ვნახოთ რას მივიღებთ:

 

კალათბურთის აზრობრივი რუკა

როგორც ხედავთ, მივიღეთ 5 ერთმანეთისგან განსხვავებული ნიშა, რომელზეც საიტის აწყობა შეგვიძლია.

თუ კარგად ვერ გაიგეთ, განაგრძეთ კითხვა.

ფორუმების ძალა

ფორუმი არის ქივორდების საბადო.

ფორუმების პოვნა კი ძალიან მარტივია.

”ქივორდი” + ფორუმი

”ქივორდი” + ”ფორუმი”

”ქივორდი” + ”ზოგადი” (broad)

გარდა ამისა, არსებობს ასეთი საიტი BoardReader, რომელიც ფორუმების საძიებო სისტემაა.

ფორუმების პოვნის შემდეგ, უმოკლეს დროში შეძლებთ მომგებიანი ნიშების პოვნას.

არ დაგავიწყდეთ აზრობრივი რუკის შექმნა.

ვიკიპედია, ქივორდების გენერატორი

შედით ვიკიპედიაზე, ჩაწერეთ კალათბურთი და მიიღებთ ასეთ გვერდს

ვიკიპედიის რესურსი

აქ არის უამრავი საინტერესო სიტყვა, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი ქივორდების პოვნაში. შეგიძლიათ თითოეული მათგანი გახსნათ და სხვა სტატიებში ამოიკითხოთ უამრავი საინტერესო ინფორმაცია, რაც აუცილებლად გამოგადგებათ ქივორდების პოვნაში.

ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ასეთი ვარიაცები:

1. Playing regulations in College basketball.

2. Common techniques and practices for newbies.

3. Shooting rules in high school basketball.

უამრავი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება, რის შემდეგაც მოძიებულ სიტყვებს ქივორდ ფლენერში ჩაწერთ და ვარგისიანობას შეამოწმებთ.

გაითვალისწინეთ, უმჯობესია ყოველთვის გამოიყენოთ body keywords (2-3 სიტყვა) და long tail keywords (4+), რადგან სწორედ ამ ორში გადის საუკეთესო, მიზნობრივი, აუდიტორია.

გარდა ამისა, ასეთ ქივორდებზე დარანკვა ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე 1 სიტყვიანზე (მაგალითად, book).

მოკლედ, რომ ვთქვათ. თითო ლონგ თეილ ქივორდს საშუალოდ 100-1000 უნიკალური ვიზიტორი მოყავს. ერთადერთი, რაც გჭირდებათ არის ის, რომ ასეთი ათობით ქივორდი იპოვოთ და თქვენი ტრეფიკი საგრძნობლად გაიზრდება.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია