გუგლში დარანკვა დაფუძნებულია ნდობაზე.
ამ საკითხზე ინტერნეტ მარკეტინგის სამყაროში ძალიან ბევრი ადამიანი საუბროს, თუმცა “წარმატების ფორმულის” გამხელა არავის სურს.
ამ სტატიების სერიაში დეტელურად ავხსნით როგორ მოვიპოვოთ ნდობა, რომელზეც ძალაინ ხშირად საუბრობენ/წერენ.
მინიშნება: ეს ნდობა უკვაშირდება ონ-ფეიჯ და ოფ-ფეიჯ სიგნალებს.
ონ-ფეიჯისა და დომენის ნდობის ფაქტორები
საგონებელში რომ არ ჩაგაგდოთ და ტყუილად ცუდ ხასიათზე რომ არ დაგაყენოთ, პირდაპირ გეტყვით – სანდო გარემოს შექმნა უმარტივესია.
არ აქვს მნიშვნელობა შავს, ნაცრისფერს თუ თეთრ გზებს იყენებ, ეს რჩევები ცხოვრებას ნამდვილად გაგიადვილებს.
1. ჩვენ შესახებ, საკონტაქტო გვერდი, კონფიდენციალურობა და გამოყენების წესები
როცა საიტს ვქმნით, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის ამ გვერდების შექმნა. ეს უმნიშვნელოვანესი სიგნალია, რადგან გუგლმა იცის, რომ სპამერები მსგავსი გვერდების შექმნით თავს არ იწუხებენ.
კონფიდენციუალურობისა და გამოყენების წესების გვერდის შესაქმენლად, შეგიძლიათ ეს ფლაგინი გამოიყენოთ.
2. გამავალი ლინკები
ძალიან ბევრი მარკეტერი ფიქრობს, რომ გამავალი ლინკები მისი საიტისთვის მავნებელია. ამ მოსაზრების გამყარებისთვის იყენებენ შემდეგ ფრაზას:
მომხმარებელს სხვაგან თუ გავუშვებ ჩემთან ხომ აღარ დაბრუნდება?!
ეს ძალიან ცუდი მსჯელობაა. მომხარებელს ამ გზით ნამდვილად არ ვკარგავთ და რაც მთავარია, გამავალი ლინკები ჩვენს საიტზე მხოლოდ დადებითად მოქმედებს.
თუმცა, არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს დადებითი, უარყოფითში არ გადაიზარდოს.
გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტი წარმოადგენს ერთ მასიურ რესურსს და არ განიმარტება, როგორც “იზოლირებული საიტი”, საიდანაც გასასვლელი არ არსებობს.
საჭირო ინფორმაცია გამავალ ლინკებზე:
- არ გადააჭარბო: როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, გადაჭარბება არც აქ ვარგა. თითო სტატიაში ნუ გააკეთებ 50 და 100 ლინკს. ეს ძალიან ცუდად ჩანს, მომხარებელს აღიზიანებს და გუგლის თვალშიც საეჭვოდ ჩანს
- ცუდ საიტებს ნუ გაუგზავნი ლინკებს: წესით, ამას ბევრი ახსნა არ ჭირდება, მაგრამ მაინც გეტყვით: “ცუდ მეზობლებს” ლინკებს ნუ გაგუზავნი. ეს შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს თქვენს საიტზე
3. სოციალური გაზიარებები
სოციალური გაზიარებები გუგლისთვის ერთგვარი მინიშნებაა, რომ მომხარებელი შენს კონტენტში სასარგებლო ინფორმაციას კითხულობს.
მაღალხარისხიანი კონტენტი ყოველთვის იღებს შესაბამის გამოხმაორებას, რაც, ხშირად, სოციალურ გაზიარებებში გამოიხატება.
თუ გაინტერესებთ საიტები, რომლებიც ხარისხიან კონტენტს ქმნიან და შესაბამის სოციალურ გაზიარებებს იღებენ, გადახედეთ Backlinko-ს, Quick Sprout-სა და Social Triggers-ს.
4. ბლოგის კომენტარები
კომენტარების რაოდენობა შეიძლება კიდევ ერთი მინიშნება იყოს იმისა, რომ თქვენი საიტი და კონტენტი მომხარებელს ძალიან მოსწონს.
ხოლო კომენტარების მოპოვების საუკეთესო გზა, მომხმარებლისთვის თხოვნაა.
5. არ დააკოპირო სხვისი კონტენტი
რეალურად დავფიქრდეთ, ვინმე ფიქრობს, რომ გუგლი დაკოპირებულ ტექსტს დააფასებს, შენი საიტის მიმართ ნდობას გაზრდის და დუბლიკატ სტატიას დარანკავს?
სანამ ვინმეს სტატიას აიღებ, დაფიქრდი, რა შეიძლება ამ საქციელს მოყვეს. მაგალითად, უნივერსიტეტში პლაგიატის გამო გრიცხავენ.
7. დომენი დიდი ხნით დაარეგისტრირეთ
ეს საკითხი სადავოა, თუმცა ბევრი მარკეტერი ფიქრობს, რომ თუ დომენს რამდენიმე წლით დავარეგისტრირებთ, გუგლისთვის სანდოობის სიგნალი იქნება.
სპამური საიტები ცდილობენ თავიანი პატარა მიზნები პირველივე წელში განახორციელონ, ხოლო სერიოზული ბიზნესები თამაშში დარჩენას დიდი ხნით აპირებენ.
ჯამში, თქვენით გადაწყვიტეთ რომელი ვარიანტი ჯობია.
8. საჯარო Whois
თუ სერიოზულად ვაპირებთ ინტერნეტ საქმიანობას, WHOIS-ის ინფორმციის დამალვის არანაირი მოტივი გვაქვს. სასაცილოა, რომ ძალიან ბევრი სეო ექსპერტი ფიქრობს WHOIS-ს ინფორმაციის დამალვა მათ დაიცავს.
რეალურად, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მაშინ თუ ჩვენი საიტი “manual review-ს” გადის.
თუ ძალიან გინდა WHOIS-ის დამალვა, ფეიკი შექმენი და დამალვას თავი დაანებე.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში ან სმარტ სეოს ინტერნეტ მარკეტინგის ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.