• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / სეო / არის თუ არა გუგლ ანალიტიკსის მონაცემები დარანკვის ფაქტორი?

არის თუ არა გუგლ ანალიტიკსის მონაცემები დარანკვის ფაქტორი?

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

არის თუ არა გუგლ ანალიტიკსის მონაცემები დარანკვის ფაქტორი?გუგლ ანალიტიკსის თემა უამრავმა სეო ექსპერტმა განიხილა, იკამათა და დასკვნმადე მივიდა.

თუმცა, ამ საკითხზე ისევ მიდის საუბარი და უამრავ ადამიანს უჩნდება კითხვა, ”არის თუ არა გუგლ ანალიტიკსის მონაცემები დარანკვის ფაქტორი?”

რა თქმა უნდა, ლოგიკური ეჭვია.

ვიყენებთ გუგლის პროდუქტს, რომელიც აანალიზებს ჩვენი საიტის მონაცემებს და რატომ არ უნდა გაგვიჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი, ”ითვალისწინებს თუ არა გუგლი ამ მონაცემებს დარანკვისას?”

არის თუ არა გუგლ ანალიტიკსის მონაცემები დარანკვის ფაქტორი?

სანამ დეტალურად განვიხილავთ გუგლ ანალიტიკსის რამდენიმე ფაქტორს, დავამსხვრიოთ 3 მითი:

  1. საიტზე ვიზიტორების რაოდენობა არ არის დარანკვის ფაქტორი
  2. ბაუნს რეიტი არ არის დარანკვის ფაქტორი
  3. საიტზე გაჩერების დრო არ არის დარანკვის ფაქტორი

დავიწყოთ იმით, რომ არსებობს უამრავი საიტი, რომელიც გუგლ ანალიტიკს არ იყენებს, ამიტომ გუგლი ვერანაირად გაიგებს მათ ბაუნს რეიტსა და საიტზე გაჩერების დროს.

მეტიც, ანალიტიკსის გამოყენების შემთხვევაში, მაინც ვერ შეძლებს საიტის ხარისხის ან ”რამდენად ღირსია საიტი პირველ გვერდზე დარანკვისთვის” გაგებას.

ვნახოთ რატომ.

არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენი ხანი ჩერდება ვიზიტორი საიტის ერთ გვერდზე.

მაგალითად, თუ მომხარებელი შენს სტატიაზე 45 წუთი გაჩერდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შენი კონტენტი იმდენად მოეწონა, საიტიდან გასვლაზე არც კი უფიქრია.

მეორე მხრივ, მომხმარებელი შეიძლება შემოვიდეს საიტზე, კონტენტი საერთოდ არ მოეწონოს და იმდენად მოიწყიბა, რომ მაგიდასთან ჩამოეძინა და 45 წუთის შემდეგ გაეღვიძა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ რთული სათქმელია მომხმარებელი რატომ ატარებს დიდ დროს შენს საიტზე.

ეს მხოლოდ ის შემთხვევაა, როცა სეორები ამბობენ, ”თუ მომხამრებელი საიტზე დიდი ხანი ჩერდება, პოზიციები აუცილებლად გაგიუმჯობესდება, მაგრამ თუ საიტზე ძალიან ცოტა ხანი ჩერდები, ესეიგი საიტს და კონტენტს რაღაც ჭირს”.

კარგი, გასაგებია. განვიხილოთ ის ვარიანტი, როცა მომხმარებელი საიტს ძალიან სწრაფად ტოვებს.

არსებობს ორი ვარიანტი:

  • კითხვაზე პასუხი ძალიან სწრაფად იპოვა და გავიდა
  • მიხვდა, რომ იქ პასუხს ვერ იპოვიდა და დრო აღარ დახარჯა უაზრო სტატიის კითხვაზე

ისევ ლოგიკურად, რომ მივუდგეთ, რის საფუძველზე უნდა იეჭვოს გუგლმა მკითხველმა ჩემს საიტზე პრობლემის გადაჭრის გზა იპოვა თუ არა?

კიდევ უფრო გავამარტივოთ სიტუაცია:

თუ ბაუნს რეიტი და საიტზე გაჩერების დრო გავლენას ახდენს საძიებო სისტემის პოზიციებზე; თან, შენი სტატისტიკა საკამოდ ცუდია, რა არის იმის შანსი, რომ გუგლ ანალიტიკსი არ გამორთო და სამუდამოდ გვერდზე არ გადადო?

ბოლოს, გუგლ ანალიტიკსის მონაცემების ”დარანკვის ფაქტორობა”, რომ სეო მითების სიიდან ამოვიღოთ, მოვუსმინოთ მეთ ქათსის სიტყვებს:

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბაუნს რეიტსა და საიტზე გაჩერების დროს ყურადრება არ უნდა მივაქციოთ.

თუ ისეთ ინდუსტრიაში ხარ (მაგალითად, სეო), რომელსაც დაბალი ბაუნს რეიტი და საიტზე გაჩერების მაღალი მაჩვენებელი უნდა ქონდეს, ესეიგი რაღაც ვერ არის რიგზე.

მაგალითად, როგორ გამოიყურება სმარტ სეოს ბაუნს რეიტი და საიტზე გაჩერების დრო:

სმარტ სეოს სტატისტიკა

თუ ფიქრობ, რომ შენი საიტის ბაუნს რეიტი და საიტზე გაჩერების დრო წესრიგში არ არის, გაითვალისწინე შემდეგი რჩევები:

  • დარწმუნდი, რომ საიტი მაქსიმუმ 3-4 წამში იტვირთება
  • საიტზე მარტივი ნავიგაციის სისტემაა
  • საიტზე ხარისხიანი კონტენტი ქვეყნდება

თუ გუგლ ანალიტიკსის მონაცემები ისე არ მოქმედებს საძიებო სისტემის პოზიციებზე, როგორც ფიქრობდი, ალბათ გაინტერესებს როგორი გავლენა აქვს სხვა ფაქტორებს; ამისთვის, გადახედეთ ორ რესურსს, ”გუგლის დარანკვის 200 ფაქტორი” და ”3 უმნიშვნელოვანესი დარანკვის ფაქტორი”. 3 უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე აქვე, რომ გითხრათ ეს არის:

  1. ბექლინკები და კონტენტი (პირველ ადგილს ინაწილებენ)
  2. საძიებო სისტემის CTR. მეორენაირად, იგივე Google RankBrain (შემსწავლელი ხელოვნური ინტელექტი)

სეო ინდუსტრიაში, სხვა სფეროებისგან განსხვავებით, არ არსებობს პასუხი, რომელიც ყველა კითხვას ერთნაირად მოერგებოდა. ყველაზე ზუსტი პასუხი, რომელიც ნებისმიერ სეო კითხვას შეგიძლია გასცე არის ”გააჩნია”.

შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია