• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / სეო / როგორ შევქმნათ საიტი: ბლოგერობის პირველი კვირა

როგორ შევქმნათ საიტი: ბლოგერობის პირველი კვირა

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

ბლოგერობის პირველი კვირა: დღე ; როგორ შევქმნათ საიტისასიხარულო ამბავი! მინდა გაცნობოთ, რომ დავიწყეთ სტატიების სერია ”ბლოგერობის პირველი კვირა”, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი ყველაფერი, რაც საიტის შექმნას, ზოგად ოპტიმიზაციას, ნიშის შერჩევას, ჰოსტინგს, ფლაგინებს და დიზაინს ეხება.

კითხვებისთვის და საინტერესო საკითხების განხილვისთვის შემოგვიერთდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში.

დავიწოთ ყველაზე მარტივით, იმისათვის რომ საიტი შევქმნათ საჭიროა გვქონდეს ვებ მისამართი (მაგალითად, smartseo.ge).

პირველ რიგში, განვიხილოთ თუ როგორ ხდება .ge დომენის დარეგისტრირება:

შევდივართ registration.ge-ზე და ძებნაში ვწერთ სასურველი დომენის მისამართს:

საიტის შექმნის ნაბიჯი 1მაგალითად, ავიღოთ 123456789.ge

საიტის შექმნის ნაბიჯი 2შემდეგ ვქმნით ახალ პროფილს და შეგვყავს ყველა საჭირო ინფორმაცია, ხოლო NS სექცია ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ.

საიტის შექმნის ნაბიჯი 3

როგორ ხდება .com .net .org .info და სხვა დომენის დარეგისტრირება

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დომენის რეგისტრანტი GoDaddy-ია. შესაბამისად, ვისწავლოთ გოდედიზე დომენის დარეგისტრირება (გარდა ამისა, კუპონის საშუალება გვაქვს, რომელიც 1$-ად დაგვარეგისრირებინებს დომენს).

შევდივართ გოდედიზე და, როგორც ქართულის შემთხვევაში, ძებნაში ვწერთ სასურველი დომენის მისამართს.

საიტის შექმნის ნაბიჯი 4სამწუხაროდ, იმავე დომენს ვერ გამოვიყენებთ, რომელიც ქართულის შემთხვევაში ავიღეთ (დაკავებულია), ამიტომ ავიღოთ smartseotest.com (რა თქმა უნდა, ამ დომენის მაგივრად თქვენთვის სასურველ მისამართს წერთ)

საიტის შექმნის ნაბიჯი 5შემდეგ ვაჭერთ “select” და “continue to cart”

საიტის შექმნის ნაბიჯი 6შემდეგ ფანჯარას, რომელსაც ”ამოაგდებს” ყურადღებას არ ვაქცევთ და პირდაპირ “continue to cart-ს” ვაჭერთ

საიტის შექმნის ნაბიჯი 7როცა გადავალთ შემდეგ ფანჯარაზე აუცილებელია მოვიქცეთ შემდეგნაირად: “Term-ში” ვუთითებთ 1 წელს, “Have a promotional code?-თან” ვაჭერთ “add-ს” და შეგვყვას კოდი, რომელსაც ამ ლინკზე იპოვით. სამომავლოდ, თუ რომელიმე ამ კუპონთაგან არ იმუშავებს გუგლში ჩაწერეთ ”godaddy 99 cent coupon“ და მიღებულ შედეგებზე გადადით.

საიტის შექმნის ნაბიჯი 8შემდეგ ვქმნით ახალ ექაუნთს და ვიხდით საკრედიტო ბარათით.საიტის შექმნის ნაბიჯი 9როცა ფულს გადავიხდით, გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ვპოულობთ Nameservers (იგივე NS) და ცოტა ხნით ხელშეუხებელს ვტოვებთ.

საიტის შექმნის ნაბიჯი 10დომენი უკვე გვაქვს, დროა ჰოსტინგი ავიღოთ და დომენს მივაბათ (NS სერვერები შევავსოთ).

როგორ უნდა ავიღოთ ჰოსტინგი ქართულ პროვაიდერთან

შევდივართ proserv.ge-ზე (მათთან შეხება გვქონდა და დღესაც გვაქვს ამიტომ გეტყვით, რომ ნამდვილად სანდო და დაცული ჰოსტინგია).საიტის შექმნის ნაბიჯი 11ვირჩევთ სასურველ პაკეტს და ვაჭერთ შეკვეთას (დამწყებისთვის 5 ლარიანი საკმარისია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აფგრეიდს გააკეთებთ).

საიტის შექმნის ნაბიჯი 12ვირჩევთ ბილინგის ციკლს (თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიეთ) და ვაჭერთ გაგრძელებას

საიტის შექმნის ნაბიჯი 13შემდეგ ვქმნით ექაუნთს, შეგვყავს საჭირო ინფორმაცია, ვირჩევთ გადახდის სასურველ ფორმას და ვაჭერთ ”შეკვეთის დასრულება”.

საიტის შექმნის ნაბიჯი 14

შეკვეთის დასრულების შემდეგ შევდიმართ მეილზე, სადაც გვხვდება რამდენიმე წერილი. მათგან ვხსნით წერილს, რომლის სათაურია ”თქვენი ანგარიშის ინფორმაცია” და ვაკოპირებთ NS სერვერებს (მხოლოდ მისამართი, რიცხვებს თავი დაანებეთ) და ვუთითებთ იქ, სადაც დომენის რეგისტრაციის დროს გავჩერდით (ცვლილების შენახვა არ დაგავიწყდეთ).

საიტის შექმნის ნაბიჯი 15

ველოდებით რამდენიმე წუთი სანამ საიტი ჩაირთვება (მაქსიმუმ 1 საათი) და იმავე წერილიში ვპოულობთ კონტროლ პანელის მისამართს და შევდივართ იმ აიდი და პაროლით, რომელიც წერილშივეა მითითებული.

საიტის შექმნის ნაბიჯი 16

ჩამოყევით ჩამონათვალს და იპოვეთ სექცია, რომელსაც “Softaculous Apps Installer” აწერია,

საიტის შექმნის ნაბიჯი 17

შემდეგ გახსენით და დააინსტალირეთ ვორდპრესი.

საიტის შექმნის ნაბიჯი 18

ჰოსტინგის აღება უცხოურ პროვაიდერთან

ფაქტობრივად, ყველაფერი იგივეა, რაც ქართულ ჰოსტინგზე. უბრალოდ, დაგაკვალიანებთ და აგიხსნით უცხოური ჰოსტინგის პირველ ნაბიჯებს.

ავიღოთ HostGator, რომელიც ასევე ძალიან სანდო და ხარისხიანი ჰოსტინგია.

შევდივართ ჰოსთგეითორის საიტზე და ვაჭერთ “Web Hosting-ს”.

საიტის შექმნის ნაბიჯი 19

ვირჩევთ “Hatching Plan-ს” (დასაწყისისთვის კარგია, თუ მეტი დაგჭირდებათ აფგრეიდს გააკეთებთ), მაგრამ გაითვალისწინეთ – უცხოური ჰოსტინგი ქართულზე ძვირია.

საიტის შექმნის ნაბიჯი 20ვაჭერთ “Sign Up Now” და ვაგრძელებთ:

საიტის შექმნის ნაბიჯი 21

მიუთეთ, რომ თქვენ ეს დომენი უკვე გეკუთვნით (ველში შიეყვანეთ დომენის მისამართი), მიუთითეთ ბილინგის სასურველი ციკლი, ხოლო ქვევით რომ ჩამოყვებით,  ”Add Additional Services-ში” ყველაფერს მოხსენით √ აღნიშვნა. რაც შეეხება კუპონს, ჰოსთგეითორის 1 ცენტიანი ჰოსტინგი (პირველი თვე) შეგიძლია იპოვო აქ.

ბილინგ ინფოს შევსება არ დაგავიწდეთ!

ბოლოს, დააჭირეთ ჩექაუთს და იმავე ინსტრუქციას მიყევით, რაც ზევით გამოვიყენეთ (ქართული ჰოსტინგის შემთხვევაში).

სულ ეს არის საჭირო საიტის შესაქმნელად. თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.

გაგრძელება: ბლოგერობის პირველი კვირა: დღე 2; მომგებიანი ნიშის შერჩევა

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია