საიტზე ვორდპრესის დაყენების ერთ–ერთი ყველაზე დიდი ცდუნება ფლაგინებია.
ხედავ ძალიან ბევრ შესაძლებლობას, რომელიც თქვენს საიტს ახალ იერს და ფუნქციებს შემატებს.
აყენებ ყველაფერს, რაც მოგწონს და გიხარია, რომ ვორდპრესი ამხელა “ფუფუნების” საშუალებას გაძლევს.
თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი ფასი.
ბევრი ფლაგინი = ნელ საიტს. ეს კი, ამბიციური საიტისთვის კატასტროფაა.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ფლაგინების რაოდენობა შევამციროთ.
გთავაზობთ ფლაგინების სიას, რომლებიც აუცილებელია თქვენი საიტისთვის.
საჭირო ფლაგინები ვორდპრესის საიტისთვის
იმის გათვალისწინებთ, რომ ნებისმიერი ფლაგინის ალტერნატივა არსებობს და რაც ერთი ადამიანისთვის მუშაობს, შეიძლება მეორესთვის სრულიად გამოუსადეგარი იყოს, განვიხილოთ თითო კატერგორიიდან 2 ფლაგინი.
1. W3 Total Cache
სიის პირველ ადგილს იკავებს W3 Total Cache, რომელიც საგრძნობლად მატებს საიტს სისწრაფეს.
პ.ს განსაკუთრებით ეფექტურია, თუ ჯენესისის დიზაინს იყენებთ.
ალტერნატივა: WP Super Cache
მიუხედავად იმისა, რომ იგივე ფუნქციები არ აქვს, რაც W3 Total Cache–ს. ეს ფლაგინი ბევრად უფრო მარტივი გამოსაყენებელია.
ფლაგინის დიდი პლიუსი: ფლაგინი აგენერირებს HTML ფაილებს, რომელსაც მკითხველს აწვდის (ფეიჯ ლოუდს საგრძნობლად ამცირებს).
რომელი გამოვიყენო?
ორივე ფლაგინთან გვქონია შეხება, ამიტომ თამამად გირჩევდით W3 Total Cache, რადგან ბევრად უფრო სასარგებლო და ეფექტურია თქვენი საიტისთვის.
2. Yoast SEO
იოსთი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ვორდპრესის ფლაგინია.
მას ძალიან ბევრი კარგი ფუნქცია აქვს (მათ შორის საიტ მეფის შექმნა, რაც საშუალებას გაძლევთ 1 ფლაგინით ნაკლები გქონდეთ).
ფლაგინის ყველაზე კარგი ფუნქცია?
სტატიების სეო ქულას იმუშავებს, რითაც გაჩვენებთ ონ–ფეიჯ სეოს რომელი ასპექტია გასაუმჯობესებელი.
ალტერნატივა: All in One SEO Pack
All in One SEO, Yoast–ის კარგი ალტერნატივაა, თუმცა რაღაც დეტალებში ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
მაგალითად, All in One SEO გვაძლევს საშუალებას, ვისარგებლოთ მხოლოდ იმ ფუნქციებით, რომლებიც გვჭირდება (მაგალითად, თუ არ გინდა file editor–ის გამოყენება შეგიძლია უბრალოდ გათიშო).
მაგრამ All in One SEO–ს არ გააჩნია პრემიუმ ვერსია, რაც ბევრი მარკეტერისთვის, Yoast–თან შედარებით, არამიმზიდველს ხდის.
რომელი გამოვიყენო?
ერთ–ერთი პირველი ფლაგინი, რომელიც პირველად გამოვიყენე All in One SEO იყო, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ იოსთი, პირადად ჩემთვის, უკეთესი იყო.
გადაწყვეტით ვერ გეტყვით რომელი ჯობია, მაგრამ იოსთს უფრო მაღალ შეფასებას მივცემდით.
3. Contact Form 7
შეიძლება ცოტა გაგიკვირდეთ, მაგრამ საკონტაქტო ფორმა საიტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ხოლო საკონტაქტო ფორმის საუკეთესო და უმარტივესი ფლაგინი Contact Form 7–ია.
გარდა ამისა, ფლაგინს აქვს უამრავი დანამატი (იუზერების შექმნილი), რომელიც დაგეხმარებათ ფლაგინის გალამაზებასა და ფუნქციების გაზრდაში.
ალტერნატივა: Contact Form by BestWebSoft
საკმაოდ მარტივი, ეფექტური და ლამაზი საკონტაქტო ფორმა, რომელიც უმარტივესი გამოსაყენებელია.
გარდა ამისა, ფლაგინი საშუალებას გვაძლევს დავამატოთ სასურველი ფორმები (მაგალითად, დამატებინი ინფორმაცია წერილის ავტორზე). ფლაგინს ასევე გააჩნია პრემიუმ ვერსია, რითაც ის უფრო მრავალფუნქციური და მოხერხებული ხდება.
4. Akismet
სპამთან ბრძოლის ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდი.
Akismet–ი საშუალებას გაძლევთ ყოველთვე 50,000–მდე კომენტარი შეამოწმოთ (50,000+ კი უკვე პრემიუმია, რაც თვეში 9$ ღირს).
ძალიან კარგი ის არის, რომ სპამ კომენტარი პირდაპირ “ნაგავში” არ მიდის და სისტემა უკვე მოდერაციის საშუალებას გვაძლევს.
ალტერნატივა: Disqus
გარდა იმისა, რომ Disqus სპამ–ბლოქერია, ის მთლიანად ცვლის ვორდპრესის კომენტარების სექციას.
ერთი მხრივ, ბევრი მარკეტერი ამ პლატფორმას მოუხერხებელს და უხეშს უწოდებს, რაც ნახევრად სიმართლეა.
თუმცა, როცა Disqus–ის ექაუნთს შექმნი უკვე საკმაოდ კომფორტული ხდება.
რომელი გამოვიყენო?
60/40–ზე ვარ. ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი.
Akismet–ით ებრძვი მხოლოდ სპამს და საშუალება გაქვს “ვორდპრესის ნეითივ კომენტარების სექცია” შეინარჩუნო.
ხოლო Disqus–ით სრულიად ახალ პლატფორმაზე გადავრივართ, რითაც სიამოვნებას ვანიჭებთ მომხმარებელს, რომელსაც Disqus–ის ექაუნთი აქვს.
თუმცა, შეიძლება დავკარგოთ “კომენტატორები”, რომლებსაც ექაუნთი არ აქვს და შექმნა ეზარება (თუმცა, გესთ კომენტარების ფუნქცია აქვს Disqus–ის, რომელიც სეთინგებიდან უნდა ჩართო).
5. Share by SumoMe
ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გაზიარების ფლაგინი, რომელიც გაზიარების ღილაკის განთავსების უამრავ ვარიანტს გვთავაზობს.
ფლაგინის მინუსი?
უფასო ვერსია ათავსებს “SumoMe–ს” ლოგოს საიტზე (კუთხეში თავსდება და არც ისე მარტივი შესამჩნევია).
სწორედ ამიტომ ბევრი არიდებს ამ ფლაგინს თავს. აქედან გამომდინარე, სოციალური გაზიარების ფლაგინი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით აირჩიოთ (ჩვენ, მაგალითად, Genesis Simple Share–ს ვიყენებთ).
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.
გაგრძელება: ბლოგერობის პირველი კვირა: დღე 4; ჰოსტინგი