• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / სეო / შეიძლება თუ არა ლინკების გარეშე დარანკვა?

შეიძლება თუ არა ლინკების გარეშე დარანკვა?

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

შეიძლება თუ არა ლინკების გარეშე დარანკვაწლებია, მარკეტერები ამბობენ, რომ უმჯობესია ლინკებზე დროის ხარჯვას თავი დავანებოთ და მთლიანად კონტენტის გენერირებაზე გადავერთოთ.

მართალია, რომ მანიპულაციური ლინკები ხელს გვიშლის გუგლში მოწინავე პოზიციების მოპოვებაში, მაგრამ ზოგი მარკეტერი დარწმუნებით ამბობს, რომ გამავალ და შემავალ ლინკებს არანაირი დატვირთვა აქვს გუგლის ალგორითმში. შესაბამისად, ლინკ ბილდინგი შეგვიძლია უგულებელვყოთ.

არის თუ არა ამ სიტყვებში სიმართლე?

შეიძლება თუ არა ლინკების გარეშე დარანკვა?

პირველ რიგში, ვნახოთ როგორ განმარტავს მოზი ლინკს

მოზის გამავალი ლინკი

ურთიერთობა ლინკებსა და პოზიციებს შორის

გუგლმა, შექმნა 200 დარანკვის ფაქტორი, რომელთაგან არცერთია დანარჩენზე დომინანტი.

2015-ში, მოზმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც ასეთი შედეგი გამოიღო:

კვლევამ, საინტერესო რამ აღმოაჩინა. მოწინავე პოზიციებზე მყოფ საიტთაგან, 99.2%-ს აღმოაჩნდა მინიმუმ 1 გამავალი ან შემავალი ლინკი.

სხვა სიტყვებით, თუ ეძებ საიტს, რომელსაც არცერთი ლინკი აქვს, ძებნა ძალიან დიდი ხანი მოგიწევს.

თუმცა, აღმოჩნდა შემთხვევები, როცა ინდივიდუალი ფეიჯები, რომლებსაც ლინკები არ ქონდა, კარგად ირანკებოდა.

მაგალითად, ავიღოთ ნიუ-იორკ თაიმსი, რომელმაც სტატია ახლახანს გამოაქვეყნა. ბუნებრივია, ფრეშ კონტენტს ლინკი არ ექნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თაიმსის რუთ დომეინს, nytimes-ს, უამრავი ლინკი აქვს, სავსებით შესაძლებელია, ამის ხარჯზე, ახალი სტატია მარტივად დაირანკოს.

ლინკების და გუგლის ურთიერთობა

1. დარანკულ საიტთა 99%-ს აქვს მინიმუმ 1 ლინკი

თუ გინდა, რომ დაირანკო ქივორდზე, რომელზეც საშუალო დონის კონკურენციაა, აუცილებლად დაგჭირდება ლინკები.

2. ინდივიდუალური ფეიჯების დარანკვა, ლინკების გარეშე შესაძლებელია

თუ თქვენს საიტს აქვს უამრავი ხარისხიანი ლინკი, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენი მომავალი სტატია ლინკების გარეშე დაირანკოს.

თუმცა, უკეთესი იქნება, თუ ინდივიდუალურ ფეიჯებს საკუთარი ლინკები ქონდეთ, რადგან დარანკვა უფრო გაგიადვილდებათ.

აღსანიშნავია, რომ გვერდები, რომლებიც ლინკების გარეშე იყო დარანკული, მინიმუმ ჰქონდათ კარგი ინტერ-ლინკინგი, რათა ”page juice” სწორად განაწილებულიყო.

შიდა ლინკები ძალიან კარგი საშუალებაა, რომ სტატიებს ავტორიტეტი გადავცეთ.

3. მეტი ლინკი უდრის უფრო მაღალ პოზიციებს

რაც უფრო მეტ ლინკს მოიპოვებთ, გუგლის ალგორითმი ჩათვლის, რომ თქვენი საიტი საკმაოდ პოპულარული და ავტორიტეტულია. შესაბამისად, ფეიჯის პოზიციებს საგრძნობნლად აამაღლებს.

გახსოვდეთ, რომ ”მეტ ლინკში” არ იგულისხმება სპამური ლინკები, რადგან ასეთ შემთხვევაში თქვენი საიტი მხოლოდ ზარალდება.

4. როდის შემიძლია ლინკების გარეშე დარანკვა?

მაღალი კონკურენციის შემთხვევაში, ლინკები დარანკვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იპოვით ქივორდებს, სადაც დაბალი ან საერთოდ არ არის კონკურენცია, ძალიან მარტივად შეძლებთ მოწინავე პოზიციების მოპოვებას.

ყურადღებით იმუშავე

როდესაც მარკეტერები ამბობენ, რომ ლინკ ბილდინგი მოკვდა, ამისთვის საფუძვლიანი მიზეზი აქვთ.

ლინკი, ყოველთვის ლინკი არა რის

Google Penalty

ინტერნეტი სავსეა ლინკებით. ზოგი სპამია, ზოგი ხარისხიანია. გუგლის მიზანი კი ის არის, რომ განასხვაოს ცუდი და კარგი ერთმანეთისგან.

ხოლო, როცა გუგლი ლინკს პოულობს, რომელიც თქვენი საიტისკენ მიუთითებს, სამი რაღაცის გაკეთება შეუძლია:

  1. გამოიყენოს, როგორც დარანკვის ფაქტორი
  2. ყურადღება არ მიაქცოს, თითქოს არ არსებობს.
  3. დაგაჯარიმოს, თუ ჩათვლის რომ მანიპულაციურია

ლინკ ბილდინგის საუკეთესო მეთოდი, ლინკების გამომუშავებაა, როცა კონტენტს საჭირო ხალხს აწვდი.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია