წაიკითხავს თუ არა ვინმე ჩემს პოსტებს?
საკმაოდ გამაღიზიანებელი კითხვაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წარმატებისთვის. თუ თქვენი მიზანია მომგებიანი და პოპულარული საიტის აწყობა, მაშინ რამდენიმე წელი მოგიწევთ წერა, კითხვა და საუბარი თემაზე, რომელსაც აირჩევთ. მოგიწევთ ათასობით საათის ინვესტიცია, რაც, ფაქტობრივად, აზარტული თამაშია.
წარმოიდგინე სცენარი, სადაც უკვე საიტს ასობით საათი დაახარჯე და ხვდები, რომ ამ საკითხზე წერა აღარ შეგიძლია, უკვე ყელში ამოგივიდა და ერთი სული გაქვს როდის ”მიაგდებ” ამ საქმეს.
ასეთი მიდგომას ორი გაგრძელება აქვს ხოლმე:
- ამ საქმიდან გადიხარ და ამბობ, რომ ინტერნეტ მარკეტინგი უაზრობაა
- ხსნი ახალ საიტს, ირჩევ ახალ ნიშას და იწყებ ყველაფერს თავიდან
ნუ, ორივე ვარიანტი ცუდია, რადგან ძალიან დიდი შრომა იკარგება.
კითხა: შენ როგორ მიუდგები ამ საკითხს? დაიწყებ წერას იმ იმედით, რომ ვინმე შეგამჩნევს და წაიკითხავს სტატიებს, თუ წინასწარ გამოიკვლევ ნიშას, შეარჩევ სწორ კუთხეს და შექმნი უმაღლესი ხარისხის კონტენტს?
ორივე მიცდია და მეორე ვარიანტს გირჩევთ.
მეტიც, როცა პირველი საიტი გავაკეთე ნიშა 4-ჯერ შევცვალე.
წარმოიდგინეთ, რამდენი შრომა დამეკარგა, როცა პოსტები მოვნიშნე და წაშლას დავაჭირე? თან, ეს 4-ჯერ გავაკეთე.
მართალია, რომ წინასწარ ვერასდროს იტყვი მომხმარებელს შენი კონტენტი მოეწონება თუ არა, მაგრამ ამაში ქივორდების ძებნა ძალიან გეხმარება.
პრაქტიკული გაკვეთილი — ბოქსი
ვთქვათ, თქვენი მეგობარი ბოქსიორია, რომელიც ამ საკითხში იდეალურად ერკვევა (დარბაზიც აქვს და ახალგაზრდებს ავარჯიშებს). მან იცის, რომ თქვენ ინტერნეტ მარკეტინგში ერკვევით. მოდის და გეუბნებათ ”ჩემი ბიზნესის გაფართოვება მინდა და იქნებ საიტის გახსნაში დამეხმარო”.
შენ იცი, რომ სიტყვა “boxing-ზე” და ზოგადად, ბოქსზე წერით ვერ დაირანკება (საერთოდ, ნებისმიერ ქივორდზე შეიძლება დარანკვა, მაგრამ ამ შემთხვევაში, დამწებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია), თუ რაიმე ადვილი ქივორდი არ იპოვა.
ამიტომ, შედიხარ wordtracker-ზე და ძებნაში წერ boxing-ს.
მიღებული შედეგებედიდან შეგვიძლია, დავასკვნათ:
მიღებული ქივორდებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ”boxing dvd-ია”, ამიტომ ეს ვარიანტი განვიხილოთ.
რისი გაკეთება შეუძლია თქვენს მეგობარს, თუ მთავარ თემად ბოქსინგ დივიდის აიღებს:
- სასწავლო ვიდეოები (ორმაგი მონეტიზაცია, საიტსა და იუთუბზე. + პრემიუმ ჩანაწერების გაყიდვა)
- საინტერესო მატჩების განხილვა
- ადგილობრივი აუდიტორიის დაინტერესება და დარბაზისკენ გადამისამართება
თეორიული კურსი – ბრეინშტორმინგი
1. აუდიტორიის ბრეინშტორმინგი – ამის გაკეთება რამდენიმენაირად შეიძლება:
- შეარჩიე აუდიტორია, რომლის ნაწილიც შენ თვითონ ხარ (მაგალითად, უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მიკროეკონომიკას გადიან).
- აუდიტორია, რომელთანაც დიდ დროს ატარებ (სხვა სიტყვებით, შენი მეგობრები).
2. გამოიკვლიე პრობლემები, რომლებიც ამ აუდიტორიას აწუხებს – მაგალითად, რა უჭირთ, რა საკითხები აინტერესებთ, რა ტკივათ და ა.შ. ამ ყველაფერზე ინფორმაცია შეგიძლია მოიძიო ფორუმებზე, how-to საიტებზე, პოპულარულ ბლოგებზე და კვლევით საიტებზე (მაგალითად, Science Direct და Academia).
3. აარჩიე ყველაზე მომგებიანი/პოპულარული პრობლემები – ყველა პრობლემას არ აქვს ერთნაირი წონა. ზოგი პრობლემის გადასაჭრელად ხალხი სიამოვნებით გადაიხდის ფულს; ზოგი ”პრობლემის გადაჭრის გზა” რთული გასაყიდია. ამ ორი კატეგორიის განსხვავება უნდა ისწავლო და გაფილტრო შემდეგი კრიტერიუმებით:
- ქივორდის თვიური ძებნა
- საძიებო სიტყვის სტაბილურობა
- რამდენად ხარისხიანია კონტენტი, რომელიც ამ პრობლემასთან დაკავშირებით არის გამოქვეყნებული
4. პრობლემა საფუძვლიანად გამოიკვლიე და გაიაზრე – არ არის საკმარისი იმის უბრალოდ ცოდნა, რომ 18-25 წლის საზოგადოება ეძებს ”ნაბახუსევის წამალს”. თქვენ უნდა გამოიკვლიოთ რა კონკრეტულად რა აწუხებთ და სახის ”წამალს” ეძებენ, რადგან სწორედ ასეთ ადგილებში იმალება ყველაზე მომგებიანი ნიშები.
გამომადგება თუ არა ეს ინფორმაცია? რა თქმა უნდა.
მარკეტინგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომ აუდიტორია სეგმენტებად დაყო, რათა საჭირო ადამიანს, საჭირო ინფორმაცია მიაწოდო.
რატომ?
უფრო მარტივია მათი ყურადღების მიპყრობა, რადგან აწვდი იმას, რაც რეალურად ესაჭიროება.
პირველი მაგალითის მიხედვით (ბოქსი), თქვენს მეგობარს მხოლოდ იმ ადამიანების დაინტერესება სურს, ვინც ბოქსით არის გატაცებული.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.
გაგრძელება: ბლოგერობის პირველი კვირა: დღე 3; საჭირო ფლაგინები