ვაგრძელებთ სტატიების სერიას ”გუგლის დარანკვის 200 ფაქტორი” და გთავაზობთ რიგით მეხუთე პოსტს:
გუგლის დარანკვის 200 ფაქტორი: სერია 5
106. ბუნებრივი ლინკ პროფილი: საიტს, რომელსაც ბუნებრივი ლინკ პროფილი აქვს უკეთესად დაირანკება საძიებო სისტემაში. გარდა ამისა, გუგლის აფდეითები მასზე დადებითად იმოქმედებს.
107. ლინკების გაცვლა: ზედმეტი ლინკების გაცვლა საიტისთვის მავნებელია.
108. ნამდვილი ლინკების გარჩევა: გუგლს შეუძლია გაარჩიოს ლინკები, რომლებსაც საიტის მფლობელი აკეთებს და ლინკები, რომლებიც ბუნებრივად გაკეთდა.
109. ლინკები 301-დან: ლინკები, რომლებიც 301-დან მოდის, შედარებით სუსტია. თუმცა, მეთ ქათსმა თქვა, რომ 301 იგივეა, რაც პირდაპირ ლინკი.
110. Schema.org მიკროფორმატები: გვერდები, რომლებიც Schema-ს იყენებს, შეიძლება უკეთესად დაირანკოს, ვიდრე საიტები, რომლებსაც ის არ აქვს. გარდა ამისა, Schema დიდ გავლენას ახდენს საძიებო სისტემის CTR-ზე.
111. DMOZ: ბევრი მარკეტერი ფიქრობს, რომ თუ საიტის პოვნა DMOZ-ზე შეიძლება, გუგლი მას უპირატესობას ანიჭებს.
112. ბექლინკების სანდოობა: ბექლინკების სანდოობა პირდაპირ კავშირშია შენი საიტის სანდოობოსთან. სხვა სიტყვებით, გუგლი უფრო გენდობა, თუ ბექლინკები სანდო წყაროებიდან გაქვს.
113. გამავალი ლინკების რაოდენობა: ზედმეტად ბევრი გამავალი ლინკი ცუდია საიტისთვის, რადგან თქვენგან ბევრი “link juice” გადის.
114. ფორუმებზე პროფილის ლინკები: ვინაიდან, ეს სპამერების ერთ-ერთი უსაყვარლესი მეთოდია, გუგლი მსგავს ლინკებს “ზევიდან უყურებს”.
115. ბექლინკის გამომგზავნის სტატია: თუ ბექლინკის გამომგზავნის სტატია 1 000 სიტყვიანია, უფრო დიდი წონა ექნება, ვიდრე 25 სიტყვიან სნიპეტს.
116. ბექლინკის გამომგზავნის სტატიის ხარისხი: ხარისხიანი სტატია უფრო მეტ “juice-ს” გადაცემს, ვიდრე სპანი და დაკოპირებული.
117. Sitewide ლინკები: მეთ ქათსმა თქვა, რომ sitewide ლინკებს “აპატარავებს” და ერთ ლინკად თვლის.
118. ქივორდის ორგანული CTR: ქივორდებს, რომლებსაც საძიებო სისტემაში, სხვებთან შედარებით, უკეთესი CTR აქვს, უფრო კარგად დაირანკება.
119. ყველა ქივორდის ორგანული CTR: თუ საიტის ყველა ქივორდის CTR მაღალია, ეს საიტის მაღალხარისხიანობის ნიშანია.
120. ბაუნს რეიტი: ბევრი მარკეტერი ამბობს, რომ ბაუნს რეიტი დარანკვაში არანაირ როლს თამაშობს, თუმცა ეს შეიძლება ერთ-ერთი მეთოდი იყოს გუგლისთვის, რომ საიტის ხარისხიანობა დაადგინოს.
121. პირდაპირი ტრაფიკი: დადასტურებულია, რომ გუგლი ქრომის საშუალებით, ადგენს თუ მომხმარებლები რამდენად ხშირად სტუმრობენ საიტს (ბრაუზერში ჩაწერით), რადგან, წესით, ასეთი საიტი უფრო ხარისხიანია, ვიდრე ის, რომელსაც ცოტა დირექტ ტრაფიკი ყავს.
122. განმეორებითი ტრაფიკი: საიტებზე, რომლებზეც მომხმარებლები ისევ და ისევ შედიან (იგივე returning visitor), შეიძლება უკეთესად დაირანკოს გუგლში.
123. დაბლოკილი საიტები: თუ თქვენი საიტი მომხმარებლებს დაბლოკილი აქვს, საძიებო სისტემის პოზიციებზე ცუდად აისახება.
124. ქრომის ბუქმარკები: ჩვენ ვიცით, რომ გუგლი, ქრომის მეშვეობით, გარკვეულ ინფორმაციას აგროვებს. მათ შორის, ბუქმარკებია. თუ თქვენს საიტს ბუქმარკში ხშირად ამატებენ, შეიძლება უკეთესად დაირანკოთ.
125. ძებნის ისტორია: შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ გუგლმა შეიძლება ეს ინფორმაცია გამოიყენოს და საიტებს, რომლებასც ხშირად სტუმრობთ უკეთესად დარანკოს საძიებო სისტემაში (ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ თქვენთან შეიცვლება).
126. კომენტარების რაოდენობა: გვერდს, რომელსაც ბევრი კომენტარი აქვს, შეიძლება მაღალი “user interaction-ის” ნიშანი იყოს.
127. საიტზე გაჩერების დრო: გუგლი დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რა დროს ატარებს საძიებო სისტემიდან შემოსული მომხმარებელი თქვენს საიტზე.
128. “ცხელ-ცხელი” კონტენტი: გუგლს უყვარს ახალი კონტენტი და წლების წინ გამოქვეყნებულ სტატიებთან შედარებით, უკეთესად რანკავს.
129. ძებნის ისტორია: გარდა იმისა, რაც ზევით ვახსენეთ, ძებნის ისტორიის სხვანაირად გამოყენებაც შეიძლება. მაგალითად, თუ თქვენ საძიებო სისტემაში ჩაწერთ “განხილვებს” და შემდეგ სხვა ფანჯარაში ჩაწერთ “ჰოსტგეითორს” მიღებული შედეგი შეიძლება იყოს “ჰოსტგეითორის განხილვა”.
130. დაცული ძებნა: თუ თქვენი სტატია შეიცავს გინებას და “ცუდ სიტყვებს” გუგლში არ გამოჩნდება მათთან, ვისაც “safe search” აქვს გააქტიურებული.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.
გაგრძელება: გუგლის დარანკვის 200 ფაქტორი: სერია 6