ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, ჩვენი ლინკების ხარისხზეა დამოკიდებული რამდენად ენდობა გუგლი ჩვენს საიტს.
ამიტომ, ბექლინკებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. [Read more…]
ინტერნეტ მარკეტინგი
BY Rest
ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, ჩვენი ლინკების ხარისხზეა დამოკიდებული რამდენად ენდობა გუგლი ჩვენს საიტს.
ამიტომ, ბექლინკებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. [Read more…]
BY Rest
გუგლში დარანკვა დაფუძნებულია ნდობაზე.
ამ საკითხზე ინტერნეტ მარკეტინგის სამყაროში ძალიან ბევრი ადამიანი საუბროს, თუმცა “წარმატების ფორმულის” გამხელა არავის სურს. [Read more…]
BY Rest
გუგლში მოწინავე პოზიციების მოპოვება და საძიებო სისტემის დომინერება იწყება მომგებიანი ქივორდების შერჩევით.
სანამ ქივორდს ავარჩევთ, ვსვამთ სამ კითხვას: [Read more…]
BY Rest
გუგლ ანალიტიკსის მონაცემები ოქროს საბადოა, რომელსაც ძალიან ბევრი მარკეტერი უყურადღებოდ ტოვებს.
ამ სტატიაში გაჩვენებთ 6 საინტერესო ინფორმაციის წყაროს, რომელიც შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
გამოიყენე ეს 6 მონაცემები, რომ დარწმუნდე, შენი პროექტი სწორად ვითარდება.
შენი აუდიტორიის ასაკის დადგენა აუცილებელია, რომ სწორი მარკეტინგული სტრატეგიები გაატარო, რადგან თითოეულ ასაკის ჯგუფს განსხვავებული პრიორიტეტი აქვს.
მაგალითად, ასაკოვანმა ადამიანმა შეიძლება უფრო ძვირადღირებული პროდქუტი იყიდოს (დიდი ალბათობით, მეტი ფინანსური საშუალება აქვს), ვიდრე ახალგაზრდა ვიზიტორმა.
როცა ამ კატეგორიას გახსნი, ზუსტად დაინახავ როგორ ურთიერთობს თითოეული ასაკის ჯგუფი შენს კონტენტთან.
ამის მიხედვით დაადგენ ვინ არის შენი მთავარი აუდიტორია. თუ თქვენ თავიდან გქონდათ სამიზნე აუდიტორია განსაზღვრული და ანალიტიკსში განთავსებული მონაცემები მას არ ემთხვევა, დროა თქვენი სტრატეგიები შეცვალოთ.
შემდეგი საინტერესი კატეგორიაა, “Affinity Categories”, რომელიც აჩვენებს ჩვენი აუდიტორიის ზოგად ინტერესებს. მაგალითად, ინტერნეტ მარკეტინგი, ტექნოლოგიები და ა.შ
ეს კატეგორია იდეალურია თუ გვინდა საიტის ტრაფიკზე ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნას.
რამდეანდ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სმარტ სეოს მკითხველდა დიდ ნაწილს ყველაზე მეტად ფილმები უყვარს.
შემდეგი მონაცემები უფრო საინტერესოა.
In-Marketing Segments-ი გვიჩენებს ვიზიტორების მიზნობრივ ინტერესებს.
სხვა სიტყვებით, საიტზე შემოსული მომხარებლების ინტერესები უნდა ემთხვეოდეს საიტის თემატიკას.
მაგალითდ, სმარტ სეოს მომხარებელთა უმეტესობა ინტერესდება პროექტის მთავარი მიზნით, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციით.
საკმაოდ არასასიამოვნოდ ჟღერს, როცა გუგლმა მომხარებლის სპეციფიკური ინტერესები იცის.
ცნობისთვის, ამის დადგენა ქრომითა და ქუქის მეშვეობით ხდება. ისინი ყოველთვის ადევნებენ თვალს თუ რას აკეთებთ ინტერნეტში.
აქედან გამომდინარე, თუ სეო/ინტერნეტ მარკეტინგის სამყაროში ცხოვრობ, გუგლს ამის შესახებ ნამდვილად ეცოდინება.
ამ ფაქტორს დიდი ფილოსოფია არ ჭირდება.
თუ მომხარებელი შენს საიტზე ხშირად ბრუნდება, ესეიგი მოსწონს კონტენტი, რომელიც თავსდება.
სხვა სიტყვებით, თუ შენს საიტზე მომხარებელთა დიდი % ბრუნდება, ესეიგი ხარისხზე ორიენტირებული კომპანია ხარ.
თუმცა, ზოგადად, ახალი ვიზიტორი, დანბრუნებადზე მეტი უნდა იყოს, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავება არ უნდა იყოს.
სმარტ სეოზე, 61.6% ახალი ვიზიტორია, ხოლო 38.4% დაბრუნებადი.
არის იმის ალბათობა, რომ გუგლმა დაბრუნებადი ვიზიტორების მაღალი მაჩვენებლის გამო პოზიციები გაგიუმჯობესოს (მხოლოდ ვარაუდის დონეზე).
გუგლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორირეტი ხომ მომხმარებლის გამოცდილებაა? თუ ვიზიტორი შემოდის საიტზე და იმ წამსვე გადის, ესეიგი რაღაც ვერ არის რიგზე.
თუმცა, ის ფაქტის უნდა გავითვალისწინოთ, რომ გუგლი დიდი ალბათობით გუგლ ანალიტიკსის მონაცემებს დარანკვის ფაქტორად არ იყენებს.
ჯამში, საკმაოდ სადაო საკითხია. მოკლე მონახაზი რომ გავაკეთოთ, ნამდვილად გვინდა ვიზიტორები უკან დაბრუნდნენ! თან, ძალიან ხშირად დაბრუნდნენ.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა საქმე კონვერტაციის ოპტიმიზაციას ეხება.
იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს უამრავი ბრაუზერი, რომელსაც მომხარებელი ყოველდღე აქტიურად იყენებს და შეიძლება ჩვენი პოტენციური მყიდველი იყოს, მის მიერ არჩეულ ბრაუზერში ყველაფერი იდეალურად უნდა გამოჩნდეს.
იმის შესამოწმებლად თუ როგორ მუშაობს ჩვენი საიტი სხვადასხვა ბრაუზერში, გამოიყენეთ ეს ხელსაწყო.
როცა მობილურის ტაბს გახსნით, ნახავთ, თქვენი საიტის სტუმრობისას, რომელ დივაისებს იყენებს მომხარებელი ყველაზე ხშირად.
მაგალითად, სმარტ სეოზე ძირითადად კომპიუტერით შემოდიან, თუმცა მობილური ვერსიით შემოსულ ვიზიტორებს დიდი ადგილი უჭირავთ.
ყოველი შემთხვევისთვის, გადახედეთ მობილურის სეოს სტატიას, რომ დავრწმუნდეთ, ყველაფერი რიგზეა.
ბონუსი: დააკვირდით როგორ ურთიერთობს თითოეული ტიპის მომხარებელი თქვენს საიტთან. რამდენი ხანი ჩერდებიან, საშუალოდ რამდენ გვერდს ათვალიარებენ და ა.შ
თუ მობილური ვერსიის სტატისტიკა საგრძნობლად განსხვავდება დესკტოპისგან, შეიძლება უკეთესი იყოს, რომ საიტის მობილური ვერსია შეცვალოთ ან პირიქით.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში ან სმარტ სეოს ინტერნეტ მარკეტინგის ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.
BY Rest
ლინკ ბილდინგის ერთ-ერთი უმარტივესი, ეფექტური და საინტერესო სტრატეგია PDF ფაილების ატვირთვაა კონკრეტულ საიტებზე, რითაც მივიღებთ ხარისხიან ლინკებს.
გარდა იმისა, რომ ლინკები ჩვენს საიტს ავტორიტეტს გაუზრდის, კარგია ლინკ პროფილის დივერსიფიკაციისთვის, რაც გუგლს გულს გაუხარებს. [Read more…]