დამწყები მარკეტერებისთვის უმნიშნველოვანესია იმის ცოდნა თუ როგორ დაიწყონ ინტერნეტ სფეროში მოღვაწეობა.
ეს ინფორმაცია ვიტალურია იმისთვის, რომ გზადაგზა მინიმალური შეცდომები დაუშვან და წარმატების ალბათობა მაქსიმალურად გაზარდონ.
სწორედ ამიტომ, შევქმენით რესურსი სახელად “საიდან დავიწყო?”, სადაც განვათავსებთ ისეთ ინფორმაციულ რესურსებს, რომლებიც დაეხმარება დამწყებ მარკეტერებს გზის გაკვლევაში.
პირველ რიგში, აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ არის უამრავი თემა რომლის გათვალისწინებაც უმნიშნველოვანესია.
მაგალითად, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მახასიათებლები, იდეალური კონტენტის შექმნის გზები, სოციალურ ქსელში მაღალი ჩართულობის სტრატეგიები, კონვერტაციის უმაღლესი პროცენტული მაჩვენებელი და ა.შ
ამ რესურსის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ თავი მოუყაროს საჭირო ინფორმაციას, რომელთა დახმარებით მომხმარებელი შეძლებს საკუთარი სტრატეგიების შემუშავებასა და დახვეწას.
უმნიშნველოვანესი კითხვა: საიდან დავიწყო?
შეიძლება უკვე იცით, მაგრამ შეგახსენებთ – გარდა იმისა, რომ გვაქვს საშუალება გავეცნოთ ინფორმაციულ რესურსებს, ასევე შეიქმნა პლატფორმა, სადაც ნებისმიერ თემატურ საკითხზე შეგვიძლია დისკუსიების გამართვა და საინტერესო კონსესუსამდე მისვლა.
#1 საკითხი: საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (სეო) ინტერნეტ მარკეტინგის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ რესურსი სწორედ ამ ჩამონათვალით გავხსნათ:
- რა არის ინტერნეტ მარკეტინგი? – პირველ რიგში, გავიაზროთ რას ნიშნავს ინტერნეტ მარკეტინგი და რას მოიცავს ეს კონცეფცია
- ბლოგერობის პირველი კვირა – ვისწავლოთ საიტის შექმნა, მართვა და ოპტიმიზაცია
- დომენის რეგისტრაცია – დეტალური გიდი საკითხზე: “როგორ დავარეგისტრიროთ ნებისმიერი სახის დომენი”
- რა არის ბლოგი: წარმატებული საიტის მართვა – უამრავი მომხმარებლის მთავარი მიზანია პირადი ბლოგის შექმნა, სადაც ყოველდღიურ სიახლეებს გამოაქვეყნებს. შესაბამისად, ამ რესურსის ხსენება აუცილებელია
- ონ–ფეიჯ სეო ოპტიმიზაცია – როცა საკითხზე ზოგადი წარმოდგენა გვექნება, დროა გადავიდეთ უფრო ტექნიკურ საკითხებზე
- ლინკ ბილდინგის სტრატეგიები – ლინკ ბილდინგი (ბექლინკები) უმნიშნველოვანესია ინტერნეტ სფეროში პროგრესირებისთვის. სხვა სიტყვებით, ლინკ ბილდინგი უმნიშნველოვანესი ფაქტორია დარანკვისთვის
- ავტორიტეტული ბექლინკები რამდენიმე წუთში: შემაჯამებელი სტატია – როგორ მოვიპოვოთ ხარისხიანი ბექლინკები რამდენიმე წუთში
- რა არის ინტერნეტ მარკეტინგი და საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია? – ზოგადად, დისკუსიების გამართვა და იმ საკითხების განხილვა, რომლებსაც ვერ გაიგებთ, შეგვიძლია ფორუმის შესაბამის განყოფილებაში
#2 საკითხი: კონტენტ მარკეტინგი
საძიებო სისტემის ოპტიმიზაციასთან ერთად, მნიშნველოვანია, რომ საიტზე გამოვაქვეყნოთ ხარისხიანი კონტენტი, რომელიც დადებითად იმოქმედებს მკითხველზე და ათქმევინებს, “აქ ხარისხიანი და უტყუარი რესურსები ქვეყნდება”.
- კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია – თავიდან, მნიშნველოვანია გავიგოთ როგორ დგება კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია და რისთვის/რაში შეგვიძლია მისი გამოყენება
- ეფექტური კონტენტის 5 საოცარი თვისება – გავიაზროთ რა ხდის კონტენტს მიმზიდველს და გავიგოთ რა ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო, როცა კონტენტს ვქმნით
- კონტენტ მარკეტინგი, როგორც ინოვაციური ბრენდინგი – რა განსხვავებაა ბრენდინგსა და კონტენტ მარკეტინგის შორის?
- თქვენი საიტის კონვერსიის #1 მტერი – როგორ გავზარდოთ გაყიდვები კონტენტ მარკეტინგის საშუალებით? თამაშობს თუ არა კონტენტ მარკეტინგი გადამწყვეტ როლს პოტენციური მკითხველის დარწმუნებაში?
- როგორ უნდა დაუახლოვდე მომხმარებელს? – გაყიდვების #1 წესი და კონტენტ მარკეტინგის არარეალური შესაძლებლობები
- როგორ დავწეროთ იდეალური წინადადება – როგორ ვწეროთ ისეთი წინადადებები, რომლებიც მომხარებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ორიგინალური იქნება
- კონტენტ მარკეტინგის განყოფილება ფორუმზე – ვისაუბროთ კონტენტ მარკეტინგთან დაკავშირებულ საკითხებზე
#3 საკითხი: სოციალური მედია
სოციალურ მედიას ინტერნეტ მარკეტინგში უმნიშნველოვანესი ადგილი უჭირავს. შეიძლება ითქვას, რომ სოციალური მედია მარკეტინგის გარეშე, შეუძლებელია დიდ ბრენად ჩამოყალიბება.
- სოციალური მედია მარკეტინგის 6 მნიშვნელოვანი ელემენტი – განვიხილოთ სოციალური მედია მარკეტინგის 6 უმნიშნველოვანესი ფაქტორი, რომელიც დაგვეხმარება წარმატებული კამპანიის შექმნაში
- ლინქდინის პროფილი და მარკეტინგი – დღეს, ლიქდინი უმნიშნველოვანესი ბიზნეს სოციალური ქსელია. აუცილებელია მისი ეფექტურად გამოყენება, რომ ახალ კონტაქტებსა და საჭირო ადამიანების ხმა მივაწვდინოთ
- პინტერესტის მარკეტინგი: 5 საინტერესო რჩევა – პინტერესტი მზარდი სოციალური ქსელია, რომლის იუზერებიც ნელ–ნელა იზრდება. თანამედროვე სამყაროში, პინტერესტი ერთ–ერთი საუკეთესო ხელსაწყოა მარკეტინგული მიზნების მიღწევისთვის
- თამბლერის მარკეტინგი: იდეალური მაგალითი – როგორც პინტერესტი, თამბლერი პოპულარული პლატფორმაა, რომელსაც უამრავი დანიშნულება აქვს და როგორც მარკეტერებმა, შეგვიძლია სხვადასხვა მიზნებისთვის გამოვიყენოთ
- 7 რჩევა რომელიც დაგეხმარებათ ფეისბუქზე ბიზნესის განვითარებაში – ფეისბუქი ყველაზე მასშტაბური სოციალური ქსელია, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია ფეისბუქის აქტიური მომხმარებელია, ნამდვილად უნდა ვეცადოთ, რომ ხმა მივაწვდინოთ
- სოციალური მედია მარკეტიგნის განყოფილება ფორუმზე – განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც სოციალურ მედიას უკავშირდება
#4 საკითხი: მონეტიზაციის გზები
ინტერნეტ მარკეტინგის მთავარი მიზანი ის არის, რომ გამოვიმუშავოთ ფული. ამისთვის, არსებობს უამრავი ხარისხიანი რესურსი, რომელთა წაკითხვაც აუცილებელია.
- რა არის აფილიეტ მარკეტინი? – აფილიეტ მარკეტინგი შეგვიძლია ჩავთვალოთ მონეტიზაციის გულად. დღეს, ტრაფიკის მონეტიზაციისთვის მარკეტერების უდიდესი ნაწილი სწორედ აფილიეტ მარკეტინგს იყენებს
- რატომ ამაზონის აფილიეტ პროგრამა? – რატომ უნდა ვამჯობინოთ ამაზონის აფილიეტ პროგრმა სხვა დანარჩენს?
- რატომ ქლიქბენკის აფილიეტ პროგრამა? – რატომ უნდა ვამჯობინოთ ქლიქბენკის აფილიეტ პროგრმა სხვა დანარჩენს?
- როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინსტაგრამით? – როგორ გამოვიმუშავოთ ფული ერთ–ერთი ყველაზე სოციალური პლატფორმით, ინსტაგრამით
- როგორ გამოვიმუშავოთ ფული ფივერზე: დეტალური გიდი – როგორ შეგვიძლია უმარტივესი სამუშაოების შესრულებით ფივერზე ფულის გამომუშავება?
- როგორ გამოვიმუშავოთ ფული თამბლერზე: მონეტიზაციის გზები – თამბლერის უნიკალურობა და მონეტიზაციის საინტერესო სტრატეგიები
- შემოსავლის მიღების 7 მარტივი სტრატეგია – ყველაზე ზარმაცი ადამიანისთვისაც მოიძებნება საქმე, რომლის ეფექტურად შესრულებისთვის შემთხვევაში, მიიღებს შემოსავალს
- მონეტიზაციის განყოფილება ფორუმზე – ვისაუბროთ მონეტიზაციის სტრატეგიებზე და განვიხილოთ ყველაზე ეფექტური წყაროები/ფლატფორმები
#5 საკითხი: ხელსაწყოები ინტერნეტ მარკეტინგისთვის
გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც უკვე განვიხილეთ, უნდა ვიცოდეთ, გვჭირდება კონკრეტული ხელსაწყოები, რომ პროცესები დავაჩქაროთ და სასურველი შედეგები დროზე ადრე მივიღოთ.
- $0–იანი მარკეტინგის დასტა – 40 უფასო ხელსაწყო, რომელიც დაგვეხმარება ონლაინ ბიზნესების განვითარებასა და დახვეწაში
- ინსტაგრამის პროფილი: 3 ხელსაწყო პროგრესის მონიტორინგისთვის – გარდა იმისა, რომ ვმართავ ინსტაგრამის პროფილს, აუცილებელია გამოვიყენოთ რამდენიმე ხელსაწყო, რომელიც დაგვეხმარება პროგრესის მონიტორინგში
- 3 აუცილებელი ხელსაწყო აფილიეტ მარკეტერებისთვის – როცა საქმე აფილიეტ მარკეტინგს ეხება, ნამდვილად უნდა გამოვიყენოთ სტატიაში ხსენებული სამი ხელსაწყო
- ხელსაწყოები ქივორდის კონკურენციის შემოწმებისთვის – როცა საიტების შექმნას ვიწყებთ, ყველაზე დიდი ყურადღება ქივორდებს უნდა მივაქციოთ, რომ ბაზარი სწორად შევარჩიოთ
- 10 სეო ხელსაწყო უკეთესი განვითარებისთვის – მხოლოდ საიტის შექმნა და სტატიების წერა არ არის საკმარისი, რომ ინტერნეტ სფეროში წარმატებას მივაღწიოთ
სია მუდმივად განახლებადია, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად ხშირად ესტუმროთ ამ განყოფილებას.