• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / მონეტიზაციის გზები / როგორ გამოვიმუშავოთ ფული თამბლერზე: მონეტიზაციის გზები

როგორ გამოვიმუშავოთ ფული თამბლერზე: მონეტიზაციის გზები

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

როგორ გამოვიმუშავოთ ფული თამბლერზეროცა საქმე საიტის მონეტაზიციას ეხება, საჭიროა სწორი სტრატეგიების გამოყენება, რომ ჩვენი ტრაფიკის პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა, რომელიც ერთდროულად უფასო და ეფექტურია, თამბლერია.

ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ თამბლერის ბლოგის შექმნასა და გავრცელებაზე.

ჩვენი მიზანია, შევარჩიოთ ისეთი მონეტაზიის სტრატეგიები, რომლებიც მაქსიმალურ შემოსავალს დაგვიტოვებს.

როგორ გამოვიმუშავოთ ფული თამბლერზე

თამბლერის მონეტიზაციისთვის, ისევ მივდივართ აფილიეტ მარკეტინგთან. თუმცა თამბლერის აუდიტორია სხვა პლატორმებისგან განსხვავდება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამბლერის მომხმარებელთა დიდი ნაწილი სპეციფიკურია.

უყვართ ისეთი რაღაცები როგორიც არის ხატვა, ფილმები, წიგნები, ფრაზები და ზოგადად, ვიზუალური კონტენტი.

რა თქმა უნდა, ეს არ არის იმ ნიშათა ჩამონათვალი, რომელიც თამბლერზე კარგად კონვერტირდება.

თუ გაქვთ ნიშა, რომელიც ფიქრობთ კარგად იმუშავეს, აუცილებლად გამოიყენეთ მისი პოტენციალი.

დავიწყოთ მთავარ თემაზე საუბარი:

როგორ შეიძლება თამბლერის გვერდის მონეტიზაცია?

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ თამბლერის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა ვებ 2.0-ების შესაქმნელად.

თამბლერის ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია, საძიებო სისტემაში კარგად ირანკება, მთავარ საიტებს კარგ “page juice-ს” გადაცემს. თან, თამბლერის მომხმარებელთა რიცხვი საკმაოდ მაღალია და ნელ-ნელა კიდევ უფრო იზრდება.

აქედან გამომდინარე, თამბლერი იდეალური ადგილია, სადაც ფულის გამომუშავება შეგვიძლია და ამასთან ერთად, გვერდები სხვა საკითხებშიც გამოგვადგება.

რა ტიპის პორუდქტების გაყიდვა შეიძლება თამბლერზე?

მაგალითისთვის, განვიხილოთ რამდენიმე ნიშა და ვნახოთ როგორ შეიძლება მსგავსი გვერდების მონეტიზაცია.

ამ მაგალითისთვის მიხედვით, შეძლებთ იმავე სტრატეგიის თქვენს ნიშაზე მორგებას.

  1. ფილმების განხილვა – შეგვიძლია ფილმების მოკლე განხილვების დაწერა, რასაც დავურთავთ ამაზონის ლინკს (ლინკის მეშვეობით, მომხმარებელი შეძლებს ფილმის შეძენას)
  2. წიგნების განხილვა – როგორც ფილმების შემთხვევაში, წიგნების განხილვას იგივე პრინციპით ვწერთ და მონეტიზაციაც იგივენაირად ხდება
  3. რეკლამის ადგილის გაყიდვა – თუ თქვენი თამბლერის ბლოგი პოპულარულია, შეგიძლია, როგორც დიდ საიტებზე ხდება, რეკლამების ადგილის გაყიდვა
  4. ინფოგრაფიკები – თამბლერზე ინფოგრაფიკები ძალიან კარგად მუშაობს. მსგავსი ტიპის კონტენტის ენგეიჯმენთი ჩვეულებრივთან შედარებით ბევრად მაღალია. ინფოგრაფიკები შეგვიძლია გამოვიყენოთ ელექტრონული წიგნების გასაყიდად, მომხმარებლის კონკრეტულ კურსებზე გადაყვანისთვის და ა.შ

ეს ის ფართოდ გავრცელებული მეთოდებია, რომელთა შესახებ თითქმის ყველამ იცის და ალბათ ამ სტატიისგან ჯერ ახალი ინფორმაცია არ მიგიღიათ.

გადავიდეთ სტატიის მთავარ ნაწილზე

გსმენია საიტზე სახელად Udemy (ამ საიტზე უფრო ვრცელ სტატიას ცალკე გამოვაქვეყნებთ)?

ეს ონლაინ კურსების საიტია, სადაც ათასობით სხვადასხვა ტიპის კურსია განთავსებული. ამასთან ერთად, ამ პლატფორმას აქვს იდეალური აფილიეტ პროგრამა, რაც ჩვენ სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.

უდემის ნიშებიგადავხედოთ იმ ნიშათა ჩამონათვალს, რომელიც Udemy-ს საიტზეა განთავსებული.

მაგალითად, ნიშები, რომლებიც თამბლერზე კარგად მუშაობს: ფოტოგრაფია, მუსიკა, ცხოვრების სტილი, დიზაინი და კიდევ უამრავი ქვეკატეგორია, რომელიც ამ სურათზე არ ჩანს.

მთავარი კითხვა:

ეს როგორ დამეხმარება თამბლერის ბლოგის მონეტიზაციაში?

საკმაოდ მარტივია.

ნახე:

მაგალითად, ავირჩიოთ პოტოგრაფიის ერთ-ერთი კურსი და ჩავთვალოთ, რომ გვაქვს წარმატებული თამბლერის ბლოგი. ხოლო ბლოგის თემატიკა ფოტოგრაფიაა. თან, საკმაოდ კარგი ზომის აუდიტორია გვყავს.

შეგვიძლია მომხამრებელს შევთავაზოთ შემდეგი რამ:

თუ გინდა, რომ შენი უნარ-ჩვევები გაიუმჯობესო და გახდე უკეთესი ფოტოგრაფი, გაიარე (კურსის სახელი). რამდენიმე თვის წინ მეც გავიარე და შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ!

როგორ მუშაობს Udemy-ის აფილიეტ პროგრამა:

უდემის აფილიეტ პროგრამაგამომუშავებული თანხის გამოტანა კი ფეიფალით ან ჩეკით შეგვიძლია.

კიდევ როგორ შეიძლება თამბლერის ბლოგის მონეტიზაცია?

გამოიყენე ფანტაზია, გაეცანი ჩვენს სტატიას ფივერზე, შეთავაზე მომხამრებელს უნიკალური სერვისი (მაგალითად, რებლოგები).

კიდევ რა შეიძლება?

თამბლერისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ CPA ოფერები. 

მაგალითად, თუ თქვენი ფოლოვერების რიცხვი 1000-ია და კონვერტაცია 1-2%, ოფერიდან გამომდინარე, თქვენი შემოასვალი შეიძლება $50-დან $1 000-მდე იყოს. 

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ქმედებებისთვის თამბლერმა შეიძლება დაგბლოკოთ, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო.

ყურადღება! თამბლერი კრძალავს აფილიეტ მარკეტინგს და ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. მაგალითად, ყველა სტატიაში აფილიეტ ლინკი არ უნდა იყოს, პირდაპირ აფილიეტ ლინკზე მომხმარებელი არ უნდა გავუშვათ (შეგვიძლია მომხმარებელი თამბლერიდან ჩვენს ლენდინგ ფეიჯზე გავუშვათ და იქ მოხდეს გაყიდვის ოპერაციები)

როგორ მოვაგროვოთ ფოლოვერები?

აქ კი ინსტაგრამის პრინციპია.

ვაფოლოვებთ ჩვენი ნიშით დაინტერესებულ ხალხს და როცა ლიმიტს, 5 000-ს მივაღწევთ, ვუკეთებთ ანფოლოუს.

შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია