• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / მონეტიზაციის გზები / როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინსტაგრამით?

როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინსტაგრამით?

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინსტაგრამით?გავიგეთ, რომ ინტერნეტით ფულის გამომუშავება შეიძლება.

ვქმნით საიტს, ვაუმჯობესებთ პოზიციებს საძიებო სისტემაში, საიტზე შემოგვყავს ხალხი, ვიყენებთ ისეთ მონტეზაციის პლატფორმებს როგორიც არის ედსენსი, ამაზონი, ქლიქბენკი და ა.შ

თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც შედარებით ზარმაცები არიან და ზღვა ინფორმაციის წაკითხვა/გააზრება ეზარება, თავს შემდეგი ფრაზებით იმართლებენ:

”არ ვიცი ინგლისური”, ”არ მესმის ჯავა და ეგეთები”, ”კომპიუტერთან ბევრ დროს ვერ გავატარებ”, ”სტატიების წერა არ ვიცი”, ”მაგ საქმეს ალბათ კომპიუტერის მაგარი ცოდნა ჭირდება” და ა.შ

პირველ რიგში, გავცეთ ამ კითხვებს პასუხი:

  1. ინტერნეტ მარკეტინგისთვის უცხო ენის ცოდნა არ არის აუცილებელი
  2. პროგრამული ენის ცოდნა საერთოდ არ არის საჭირო
  3. კომპიუტერთან დიდი დროის გატარება მოგიწევს (თუმცა, დროის სწორი მენეჯმენტით და ონლაინ ბიზნესის განვითარებასთან ერთად, ეს დრო მინიმალურამდე დავა)
  4. მწერალი არავინ იბადება, ყველა ნელ-ნელა ვავითარებთ ჩვენს უნარ-ჩვევებს
  5. რა დონეზე უნდა იცოდე კომპიუტერი: კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა, კლავიატურისა (ბეჭდვისთვის) და მაუსის (ბრაუზერის გახსნისთვის და ზოგადი ნავიგაციისთვის) გამოყენება უნდა იცოდე

თუმცა, ამის წაკითხვის შემდეგ, არავინ დაჯდება და იტყვის:

ვა, მართალია ეს კაცი, მოდი დავჯდები ეხლა, დავიწყებ ბლოგერობის პირველი კვირიდან და შევქმნი ჩემს პირველ საიტს!

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ფულის კეთების ისეთ მეთოდს, რომელიც მინიმალურ ცოდნას მოითხოვს.

ხოლო შრომატევადია თუ არა, თქვენით განსაზღვრეთ.

რას განვიხილავთ:

  • როგორ განვავითაროთ ექაუნთი
  • როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინსტაგრამზე
  • როგორ გავყიდოთ ”შაუთაუთები”
  • ბრენდებთან ურთიერთობა
  • აფილიეტ მარკეტინგი

როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინსტაგრამით?

პუნქტი #1: როგორ განვავითაროთ ინსტაგრამის ექაუნთი

ექაუნთის გაზრდა ურთულესი პროცესია, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღება და რკინის ნერვები ჭირდება.

გვიწევს ჩვენი კრეატივის მაქსიმალურად გამოყენება, რომ მიმდევრები დიდი რაოდენობით შევაგროვოთ. 

ექაუნთის განვითარების გასაღები?

ექაუნთის ზრდა აუცილებლად რთული და მოსაბეზრებელი არ უნდა იყოს, მთავარია სწორმა ადამიანებმა შეგვამჩნიონ

ხო, თეორიულად ადვილი უნდა იყოს. რა უნდა, ვიღაც-ვიღაცებს ვეტყვი, რომ ჩემი სურათები მოიწონონ, დააკომენტარონ და გამომყვნენ. შედეგსაც ძალიან მალე მივაღწევ!

კარგი, ცოტა ხნით აქ გავჩერდეთ.

პირველ რიგში, მოვიშოროთ რამდენიმე ეტაპი:

  • ნიშის შერჩევა – კომედია, ფიტნესი, მოგზაურობა, საჭმელი, მანქანები და მდიდრული ცხოვრება კარგად კონვერტირდება ინსტაგრამზე
  • ექაუნთის სახელი – მოიფიქრე კარგი სახელი და მაქსიმალურად მოერიდე ისეთ სახელებს როგორიც ”ყველაზემაგარისამოგზაუროგვერდიმთელმსოფლიოში-ა”
  • დარეგისტრირდი ინსტაგრამზე
  • ატვირთე რამდენიმე რელევანტური სურათი

პროფილის განვითარებისთვის არ მოგცემთ ისეთ რჩევებს როგორიც ”გამოაქვეყნე მაგარი კონტენტი და მიმდევრები თავისით გამოჩნდებიან” არის.

ჩვენ არ ველოდებით შანსს, თავად ვქმნით მას

მუშაობას ვიწყებთ ყველაზე მარტივი სტრატეგიით: Follow და Unfollow. ავდივართ 7,500 Following-ზე და ვიწყებთ Unfollow-ს კეთებას. ამასთან ერთად, ყოველდღიურად ვტვირთავთ მინიმუმ 3 სურათს, რელევანტური ჰეშტეგებითა და ჩამთრევი წარწერებით, მაგალითად, ”დათაგე შენი 3 მეგობარი”.

რა თქმა უნდა, მიმდევრებს არ ვიპარავთ ყოველი მეორე პროფილისგან. უნდა მოვძებნოთ ჩვენი ნიშის შესაბამისი პოპულარული პროფილები, რომელთა მიმდევრებს და ”სურათის მომწონებლებს” დავაფოლოვებთ.

როცა 20,000-მდე მიმდევარს შეაგროვებთ, თუ Follow-Unfollow პროცესის გაგრძელების თავი აღარ გექნებათ, შეგიძლიათ თავი დაანებოთ, რადგან 20,000 მიმდევარი სრულიად საკმარისი პროფილის მონეტიზაციისთვის.

თუ ცოტაოდენ ინვესტიციას გააკეთებთ, შეგიძლიათ Instagress-ის რომელიმე პაკეტის შეძენა (Follow-Unfollow-სა და კიდევ რამდენიმე პროცესის ავტომატიზაციას შეძლებთ).

პუნქტი #2: როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინსტაგრამით

ინსტაგრამზე ფულის გამომუშავების მთავარი გზა შაუთაუთების გაყიდვაა.

რა არის შაუთაუთი?

განმარტება – როცა სუბიექტი #1 უხდის მეორეს (ანუ ჩვენ. აღვნიშნოთ, როგორც სუბიექტი #2) ფულს, სანაცვლოდ სუბიექტი #2 ათავსებს სუბიექთი #1-ის სურათს ან ვიდეოს საკუთარ პროფილზე

რაღაც არარეალურად ჟღერს, ხო?

მოემზადე, კიდევ უფრო დაუჯერებელი გახდება.

თითო შაუთაუთის ფასი მერყეობს 1-1.200$-მდე (1.200$ ის მაქსიმუმია, რაც მე შემხვედრია).

შაუთაუთის ფასს განსაზღვრავს მიმდევართა რაოდენობა, სურათებზე მოწონენებისა და კომენტარების რაოდენობა, და სუბიექტი #1-ის მიერ მოთხოვნილი დროის რაოდენობა (ანუ რამდენი საათიანი რეკლამა უნდა).

სად შემიძლია კლიენტების პოვნა?

ასეთი რამდენიმე საიტი არსებობს:

  • შაუთაუთების ყიდვა-გაყიდვა
  • ფივერი
  • Shoutcart-ი

კიდევ უამრავი საიტია, რომელთა არსებობასაც ნელ-ნელა გაიგებთ (თუმცა, ყველაზე პოპულარული სამეული ეს არის).

გარდა ამისა, პროფილის აღწერაში დაიწერთ მსგავს ტექსტს:

“Direct for shoutouts” ან “Shoutouts: magaliti@gmail.com”

პუნქტი #3: აფილიეტ მარკეტინგი

აფილიეტ მარკეტინგისთვის იდეალურია ფიტნესის ნიშა (თუმცა, ყველა ნიშა მუშოაბს თუ კარგ პროდუქტს ნახავთ), სადაც გავყიდით ისეთ პროდუქტებს როგორიც ”პროტეინები”, ”გეინერები” და მსგავსი რაღაცებია.

თუმცა, გაყიდვა პირდაპირ ინსტაგრამიდან არ ხდება. მოგვიწევს საიტის შექმნა, სადაც ინსტაგრამიდან მომხარებელს გადავამისამართებთ.

პუნქტი #4: ბრენდებთან ურთიერთობა

როცა ინსტაგრამის პროფილს საკმარის დონეზე განავითარებთ, ნიშიდან გამომდინარე, დაუკავშირდები ბრენდებსა და ცნობილ ადამიანებს.

შეთავაზებთ თანამშრომლობას, მაგალითად:

  • ამ თანხის სანაცვლოდ დავდებ თქვენი სასტუმროს სურათებს
  • კონკრეტული თანხის სანაცვლოდ დავდებ თქვენი ფიტნეს ცენტრის სურათებს
  • თვეში 50$-ად ჩემს ინსტაგრამზე დავდებ 2 პროდუქტს და მომხამრებელს თქვენს საიტზე გამოვუშვებ

ბონუსი: თუ ბრენდირებულ სახელს მიაგნებთ, შეინახეთ და ხელი არ გაუშვათ. შეიძლება ვინმე სარფიანი შემოთავაზებით დაგიკავშირდეთ და ძალიან დიდი, მოულოდნელი მოგება ნახოთ. 

ბოლოსიტყვაობა

პრაქტიკასთან ერთად, თქვენი ცოდნა საგრძნობლად გაიზრდება. ინსტაგრამის პოტენციალი უსაზღვროა და სწორად გამოყენების შემთხვევაში, ძალიან დიდი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი. 

პრაქტიკული რჩევებისთვის გელოდებით შესაბამის განყოფილებაში.

შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს გამოხმაურებას!

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია