• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / მონეტიზაციის გზები / აფილიეტ მარკეტინგი / რა ტიპის ქივორდები უნდა ვეძებოთ ამაზონის აფილიეტ საიტისთვის?

რა ტიპის ქივორდები უნდა ვეძებოთ ამაზონის აფილიეტ საიტისთვის?

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

რა ტიპის ქივორდები უნდა ვეძებოთ ამაზონის აფილიეტ საიტისთვის?რამდენიმე დღეა, ხშირად მესმის კითხვა, “როგორ შევარჩიოთ ქივორდები ამაზონის საიტისთვის?”.

სხვა სიტყვებით, მომხმარებელი ვერ ხვდება როგორი ტიპის ქივორდებზე უნდა დარანკონ საიტი, რომ მიზნობრივი და მყიდველი ტრაფიკი მოიზიდონ.

ჩავთვალოთ, რომ საიტისთვის ნიშა უკვე შევარჩიეთ და გვიწევს უმნიშნველოვანეს ნაწილზე გადასვლა, ქივორდების შერჩევაზე.

რა ტიპის ქივორდები უნდა ვეძებოთ ამაზონის აფილიეტ საიტისთვის?

რეალურად, ეს პროცესი საკმაოდ მარტივია. მთავარია, ვიპოვოთ ისეთი საძიებო სიტყვები, რომლებიც შეიცავს კონკრეტულ სიტყვებს.

თუმცა, არის ერთი პატარა ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ზევით უკვე აღვნიშნეთ, რომ უნდა მოვძებნოთ ქივორდები, რომლებიც კონკრეტულ სიტყვებს შეიცავს, რომ საუკეთესო საძიებო სიტყვები ვიპოვოთ.

ასევე არსებობს ისეთი ქივორდები, რომლებსაც თავი უნდა დავანებოთ, რადგან, მათი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ვერ დავირანკებით.

ბევრი რომ არ ვისაუბროთ ზოგად საკითხებზე, გადავიდეთ სტატიის მთავარ ნაწილზე და განვიხილოთ ქივორდების რამდენიმე ტიპი, რომლებიც საუკეთესოდ კონვერტირდება ამაზონზე.

  • ამაზონის საიტისთვის საუკეთესო ტიპის ქივორდი აუცილებლად შეიცავს ასეთ სიტყვას, “best”, “best under”, “best under + ფასი”, და “review” – ყველაზე დიდი CTR სწორედ ამ ტიპის ქივორდებისგან მოდის. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ტიპის ქივორდებზე მოწინავე პოზიციებზე დავირანკოთ
  • საშუალო დონის ქივორდად ითვლება ისეთი ქივორდები, რომლებიც შეიცავს შემდეგ სიტყვებს, “cheap”, “cheapest”, “best for (men, women და ა.შ) და VS (შედარების, მაგალითად, ერთი პროდუქტი VS მეორე) – ეს ისეთი ტიპის ქივორდებია, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია, თუმცა მათზე უკეთესი შემთხვევებიც არსებობს
  • ყველაზე ცუდი ვარიანტია ზოგადი ქივორდის ტიპი, მაგალითად, პროდუქტის სახელი (შედარებით, არამყიდველი ქივორდი, მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც კარგია, რადგან დიდი რაოდენობით მოყავს ვიზიტორები) და sale (ონლაინ მაღაზიები ირანკება) ქივორდი – იმას არ გეტყვით, რომ თუ პროდუქტის სახელზე დაბალი კონკურენციაა, თავი დაანებოთ, რადგან დიდი რაოდენობით ტრაფიკი ნამდვილად არ გვაწყენს. რაც შეეხება, sale ქივორდს, მასზე თავს ნუ შეიწუხებთ, უბრალოდ დროის კარგვა იქნება

ასევე აღსანშინავია, “where can I buy” ქივორდი, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, ცოტა ძებნა აქვს, მაგრამ ნამდვილად ღირს მისი გამოყენება.

ბონუსი: აიღეთ ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც თქვენს ნიშაში ყველაზე პოპულარულია და ჩასვათ საიდბარში მსგავსი წარწერით:

Editor’s Choice for 2016 ან Best Selling Product in 2016

პირადი გამოცდილებიდან და ბევრი სხვა მარკეტერისგან მსმენია, რომ საიდბარში მოთავსებული ლინკი (კარგი იქნება თუ სქროლზე გაყვება ვიზიტორს), იდეალურად კონვერტირდება. ამიტომ, ცადეთ, იქნებ რა %-ით გაზრდის თქვენს შემოსავალს.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში ან სმარტ სეოს ინტერნეტ მარკეტინგის ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია