• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / მონეტიზაციის გზები / აფილიეტ მარკეტინგი / როგორ შევარჩიოთ მომგებიანი ნიშა ამაზონის საიტისთვის?

როგორ შევარჩიოთ მომგებიანი ნიშა ამაზონის საიტისთვის?

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

როგორ შევარჩიოთ მომგებიანი ნიშა ამაზონის საიტისთვის?ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომელსაც მარკეტერები აწყდებიან არის მომგებიანი ნიშისა და პროდუქტის შერჩევა.

არსებობს უამრავი რესურსი ამ საკითხზე, თუმცა, რეალურად, არცერთი გვთავაზობს პრობლემის გადაჭრის ნამდვილ გზას.

სწორედ ამიტომ გთავაზობთ მეთოდს, რომელსაც პირადად ვიყენებ მომგებიანი ნიშის შესარჩევად.

დავიწყოთ ყველაზე მარტივით:

როგორ შევარჩიოთ მომგებიანი ნიშა?

ვიწყებთ უბრალო პროცედურით,

ჩამოვწეროთ საკითხები/ნიშები, სადაც ფიზიკური პროდუქტი იყიდება.

ამაში დაგეხმარებით და რამდენიმე საინტერესო ნიშას შემოგთავაზებთ:

  1. Home Services
  2. Office & School Supplies
  3. Electronics Accessories
  4. Automotive Tools & Equipment
  5. Your Garage
  6. Industrial Supplies

რა თქმა უნდა, თითოეული ნიშის პოვნა შეიძლება ამაზონზე.

როგორ ვიპოვე ეს ნიშები?

შევდივართ ამაზონის საიტზე, ვაჭერთ “All Departments” და გვიხსნის უამრავ ნიშას თავისი ქვეთავებით.

ამაზონის კატეგორიები

ზევით მოცემული ჩამონათვალიდან ავირჩოთ ერთ-ერთი.

 მაგალითად, Automotive Tools & Equipment და დავიწყოთ მისი გამოკვლევა.

უმთავრესი ფაქტორი ის არის, რომ სხვა, დანარჩენი ნიშები თავიდან ამოვიგდოთ და მაქსიმალურად ვკონცენტრირდეთ არჩეულზე.

გადავიდეთ არჩეულ კატეგორიაში და მივიღებთ ასეთ სურათს:

კატეგორიის შიგთავსი

შევდივართ “Connected Car” კატეგორიაში.

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, კატეგორიის არსია, რომ ჩვენი ავტომობილი დააკავშიროს სმარტფონს, რისთვისაც გამოიყენება კონკრეტული ეფები ან მოწყობილობები.

ანუ, რა კუთხით უნდა ვიფიქროთ:

პირველ რიგში, ვისაც მანქანა ყავს, აუცილებლად აქვს მობილური ტელეფონი.

ეს მობილური კი, 99%, სმარტფონია.

ესეიგი ჩვენს მომავალ მყიდველს აუცილებლად აქვს ბლუთუზი.

კარგი, მივედით ერთ დასკვნამდე.

მომხმარებელს აქვს მოწყობილობა, რომელსაც აქვს წვდომა ბლუთუზზე

გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე,

ვიპოვოთ მანქანის ნაწილი, რომელსაც შეუძლია ბლუთუზთან დაკავშირება.

პირველი, რაც თავში აზრად მოგვივა, ფლეიერია.

დავუკავშიროთ ბლუთუზს, ფლეიერი:

ბლუთუზს + ფლეიერი = ბლუთუზიან ფლეიერს

გადავინაცვლოთ ედვორდსზე და ვიპოვოთ ქივორდები:

ქივორდის მაგალითი

ჩამოვყვეთ მიღებულ შედეგებს და შევამოწმოთ თითოეული ქივორდის კონკურენცია.

ერთი შეხედვით, ეს ორი ქივორდი აუთვისებელს გავს, ამიტომ შევამოწმოთ კონკურენცია:

მომგებიანი ქივორდები

მიღებული შედეგები:

მარკეტ სამურაის კონკურენცია

როგორც ხედავთ, საშუალო კონკურენციაა, სადაც ეგზაქთ დომენი თავისუფალია (დარანკვას შედარებით გაგვიადვილებს).

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, რომ უფრო მარტივად აღსაქმელი იყოს.

გავყვეთ იგივე საკითხს და განვავრცოთ ქივორდი ”bluetooth adapter”

ვისაც მანქანებთან პატარა შეხება ჰქონია ან მუსიკალური სისტემა ესმის, დიდი ალბათობით გაუგია “AUX-ი”.

გადავიდეთ ისევ ედვორდსში და ჩავწეროთ ”Bluetooth AUX adapter”

untitled

მივიღეთ კიდევ ერთი საშუალო კონკურენციის მქონდე ქივორდი, რომელსაც თვეში 12,500 ძებნა აქვს (ქივორდის ვარიაციის, aux bluetooth adapter-ის ჩათვლით).

თან, ეგზაქთ დომენიც თავისუფალია.

მეორე ქივორდის მაგალითი

ზუსტად იმავე პრინციპით შეგიძლიათ განიხილოთ დანარჩენი კატეგორიები, რომლებიც ზევით ჩამონათვალშია (ან თქვენით მოძებნეთ ახალი ნიშები და გამოიკვლიეთ).

თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა გაგვიზიარეთ სმარტ სეოს ფორუმზე. მოუთმენლად ველოდებით თქვენი იდეების, პრობლემებისა და გამოწვევების მოსმენას!

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია