დღეს, გუნდური მუშაობა საკმაოდ პოპულარულია და უამრავი კომპანია ცდილობს ამ სიახლის დამკვიდრებას.
რატომ?
გუნდური მუშაობა გვთავაზობს ასეთ შესაძლებლობას:
- გუნდში არ არსებობს ”მე”
- ბრეინშტორმინგი
- კლაუდსორსინგი
ამ პროცესს ბოლო არ უჩანს, უკვე ისეთი ავეჯი გამოიგონეს, რომელიც გუნდურ მუშაობას კომფორტულს ხდის.
ამის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ, თითქოს, ინოვაციური იდეები სოციალურ ადგილებში უფრო ხშირად იბადება.
რა თქმა უნდა, ინოვაცია მნიშვნელოვანია დიდი კომპანიებისთვის და ზევით მოყვანილი მოსაზრება სწორია, მაშინ ინდივიდუალიზმი წარსულს ჩაბარდა.
არის თუ არა, დიდებული ინდივიდების დაბადება/აღზრდა წარსულის ნაწილი, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს?
მაგალითად, დაიბადება თუ არა მეორე აინშტაინი? სტივ ჯობსი? ძმები რაიტები?
თქვენ როგორ ფიქრობთ? ამოიწურა გამოსაგონებელი იდეები?
განვაგრძოთ კითხვა, მაგრამ გეტყვით, რომ, მე, ფსონს აინშტაინზე, სტივ ჯობსსა და ძმებ რაიტებზე შემოვდივარ.
კოლაბორაცია კარგია — ეს უკეთსია
ცუდად არ გამიგოთ, გუნდურ მუშაობას არ ვაკნინებ.
ჩემი საკამათო თემა ის არის, რომ:
უკეთესი იდეები იბადება მაშინ, როცა ადამიანები მარტო არიან, გარესამყაროსთან და ადამიანებთან ნაკლები კონტაქტი აქვთ.
ნუ, ჩვენთვის ეს თემა საინტერესო აღარ არის, რაც საჭირო იყო უკვე გავიგეთ.
მოდი, გადავიდეთ რეალურ საკითხზე:
უნდა ვწეროთ თუ არა მხოლოდ მაშინ, როცა მარტონი ვართ?
1. წერას ჭირდება კონცენტრაცია
კონცენტრაცია მნიშვნელოვანია შენი საქმისთვის და ასევე, პროდუქტიულობისთვის.
გიწევს საკითხის შერჩევა, შესწავლა, გაანალიზება, ჩამოყალიბება და შემდეგ, საკუთარის დაწერა.
წარმოიდგინე, ამ ყველაფერის კეთება მაშინ გიწევს, როცა უამრავი ”ყურადღების გადამტანი” ფაქტორია.
ხოლო, როცა შეგაწყვეტინებენ, ახლიდან გიწევს საქმეზე კონცენტრირება და გახსენება, თუ ”სად იყავი”, ”რას წერდი”, ”შემდეგი რა მოდიოდა” და ა.შ
უმჯობესია, თუ, ყოველგვარი შესვენების გარეშე, გადაბმულად 1, ან 2 საათი ვიმუშავებთ, რათა სწორად, მკაფიოდ და კარგად ჩამოვაყალიბოთ იდეები.
გარდა ამისა, დროდადრო უფრო ეფექტური და სწრაფი ბლოგერები გავხდებით და ბევრად ნაკლები დრო დაგვჭირდება ხარისხიანი სტატიის დასაწერად.
2. წერას ჭირდება ღრმა მოტივაცია
ეს არის წერის ის ელემენტი, რომელიც გვაიძულებს ყურადღება არ მივაქციოთ წერის ”მომგებიან” შედეგებს, მაგალითად, ტრაფიკი, ფული და ა.შ
სანამ ბიზნესი განვითარდება და კარგი რაოდენობის ტრაფიკს გამოიმუშავებს, წერა ”უაზრო” შრომაა.
შენ დამოკიდებული ხარ შენს ენთუზიაზმსა და მონდომებაზე.
წერა და ბლოგის მართვა ისეთი საქმეა, რომელსაც დრაივი ჭირდება, სურვილი, რომ საქმე გააკეთო, მოტივაცია მიზნის მისაღწევად და საქმის სიყვარული.
შეიძლება, საქმე გაიწელოს და სასურველ შედეგამდე მისვლას რამდენიმე თვე დაჭირდეს, ამიტომ აუცილებელია ”უკვდავი” მოტივაცია საქმის ბოლომდე მისაყვანად.
3. როცა მარტო წერ, ვითარდები
სიმშვიდეში და სიმარტოვეში მუშაობის უდიდესი უპირატესობა ის არის, რომ წერის ხარისხს აუმჯობესებ.
როგორც ბლოგერმა, შეგვიძლია ვივარჯიშოთ და გავიუმჯობესოთ შემდეგი სქილები:
- ივარჯიშე უკეთესი სათაურების გენერირებასა და წერაში
- წერის მანერის და უკეთესი წინადადებების წერაში
- პარაგრაფიდან, პარაგრაფზე გადასვლის კულტურა
- სტატიის რედაქტირებისა და შეფასების დონის ამაღლება
- აუდიტორიის ”Call to Action-ისკენ” მოწოდების ახალი იდეები
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდური მუშაობა ცუდია.
უბრალოდ, კონტენტ მარკეტინგისთვის არ არის საუკეთესო მიდგომა და სტრატეგია.
კონტენტ მარკეტინგისთვის უმჯობესია ”მარტოხელა” მებრძოლის პოვნა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარი შესაძლებლობების დახვეწაში.
დაინტერესებულია, მკვლელი კონტენტის გამოქვეყნებით.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.