• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / კონტენტ მარკეტინგი / რატომ არავინ უგზავნის ლინკებს თქვენს საუკეთესო კონტენტს

რატომ არავინ უგზავნის ლინკებს თქვენს საუკეთესო კონტენტს

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

არავინ უგზავნის ლინკებს თქვენს საუკეთესო კონტენტსნაცნობი სიტუაციაა?

ამოარჩიე თემა, რომელიც შენს მკითხველს ძალიან აინტერესებს. შეგიძლია ამ საკითხზე ავტორიტეტული სტატია გამოაქვეყნო. წერას, საინტერესო კუთხით იწყებ.

მოკლედ, რომ ვთქვათ, იდელურ პოსტს ქმნი, რომელმაც უამრავი ახალი მკითხველი უნდა მოგიყვანოს.

ასევე, საკმარისად ჭკვიანი ხარ და ხვდები, რომ ამის შესახებ სხვასაც უნდა უთხრა. ამიტომ, აგზავნი მეილებს სხვა ბლოგერებთან, მწერლებთან, ჟურნალისტებთან, რომლებიც შენი ნიშით ინტერსდებიან და შენი სტატიისკენ მიუთუთებ.

შემდეგ, წყნარად, სკამის საზურგეს ეყუდები და ელოდები, როდის გამოაგზავნიან ავტორიტეტულ ლინკებს შენი საიტისკენ.

მაგრამ არაფერი ხდება.

ვერანაირ ლინკს იღებთ. მეტიც, ადამიანებს, რომელბსაც დაუკავშირდით, პასუხსაც არ გიბრუნებენ.

სტატისტიკას ამოწმებ და ლინკზეც კი არავის დაუჭერია.

შენ დაგაიგნორეს. უარესიც, იაზრებ, რომ შენს კონტენტს ყურადღებას არავინ აქცევს. შემდეგ ფიქრობ, ისეთი არარაობა ვარ, რომ პასუხის დაბრუნების ღირსად არავინ მთვლის?

რატომ არავინ უგზავნის ლინკებს თქვენს საუკეთესო კონტენტს?

ბლოგერობის უძველესი მითი “კონტენტი მეფეა.”

როგორც წესი, ძალიან კარგად ჟღერს. დაწერე მაღალ ხარისხიანი სტატია, და მიიღებ ყველაფერს, რაზეც ოდესმე გიოცნებია.

შეიძლება, წლების წინ, ეს მართლაც ასე იყო. იმ დროს, როცა ინტერნეტი უფრო წნარი ადგილი იყო, ვიდრე დღეს.

კარგი კონტენტი საკმარისი აღარ არის. ინტერნეტი სავსეა თვალშისაცემი კონტენტით, ბლოგერებს კი აღარ აქვთ დრო – ყველა წაიკითხონ.

თუ ლინკები გინდა, “მაგარზე” მეტი უნდა იყო. შენ კავშირები უნდა გქონდეს.

კარგი საიტის შექმნის საიდუმლო

გსმენიათ გამონათქვამი “მთავარი არ არის რა იცი, მთავარია ვის იცნობ?”

ნუ, ნაწილობრივ, მართალია. საშუალო დონის მწერალი, რომელსაც ძლიერი მეგობრები ჰყავს (იმავე სფეროში) 100–ჯერ უფრო სწრაფად გახდება პოპულარული ბლოგერი, ვიდრე ნორმალურ პირობებში მომუშავე იდეალური მწერალი.

რატომ? ვებმასტერებს ყოველთვის ურჩევნიათ დაუკავშირდნენ საკუთარ მეგობრებს, ვიდრე უცხო ხალხს. თუ ხარისხიან სტატიას დაწერთ, რომელიც სხვა საიტის მფლობელის აუდიტორიას აინტერესებს, ისინი ლინკს გამოგიგზავნიან მხოლოდ იმიტომ, რომ მოეწონე და არა იმ მიზნით, რომ კარგი “რაღაც” გამოაქვეყნე.

კარგი საიტის აწყობის საიდუმლო არ მდგომარეობს მხოლოდ იდეალური კონტენტის გამოქვეყნებაში. პოპულარული საიტის შექმნისთვის აუცილებელია გავლენიანი კონტაქტები.

როგორ დავუმეგობრდეთ პოპულარულ ბლოგერებს

ამ საკითხს, რომ ტრადიციული კუთხით მივუდგეთ, ლინკები უნდა გაუგზავნოთ იმ იმედით, რომ ოდესმე შეგამჩნევენ და თქვენი სტატიების კითხვას დაიწყებენ.

ხანდახან, ასეთი მიდგომა ამართლებს, მაგრამ, პირადი გამოცდილებიდან, უმჯობესია ცოტა კრეატიული იყოთ.

რამდენიმე ასეთი ვარიანტი:

  • დაწერე გესთპოსტები, რომელსაც ძალიან დიდი ტრეფიკის მოზიდვა შეუძლია
  • მეილზე მიწერე საინტერესო კითხვები იმ იმედით, რომ დისკუსიას გამართავთ
  • დატოვე ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი კომენტარი
  • ჩაწერეთ მათთან ინტერვიუ, გამოაქვეყნეთ პოდკასტი და დაუსვით ინტელექტუალური კითხვები
  • შეუერთდით membership program–ებს და ფორუმებზე საინტერესო კითხვები დასვით

გაეცი და მოგეცემა

ვიცი, რომ ძალიან რთული საქმეა, მაგრამ თუ იმავე ძალისხმევას ჩადებთ ურთიერთობების შენებაში, რასაც კონტენტის შექმნაში დებთ. თქვენი საიტი ძალიან მალე განვითარდება.

გარდა ამისა, თქვენ დაუმეგობრდებით ყველაზე გავლენიან ადამიანებს ინტერნეტში. ეს კი, თავისთავად, ძალიან დიდი წარმატებაა.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია