როგორ მიდიან ადამიანები იმ გადაწყვეტილებამდე, რომ თითქმის იყიდონ?
როგორ მიდიან ადამიანები იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ყიდვის პროცესის ბოლო წამს თქვას, ”აღარ მინდა”.
რა აიძულებთ უყურონ თქვენს ლენდინგ ფეიჯს, უნდოდეთ ნივთი, რომელსაც ყიდი, მაგრამ, ბოლოს, დახუროს ფანჯარა და განაგრძოს ძებნა?
თქვენი საიტის კონვერსიის #1 მტერი
თითქოს, რაღაც პატარა მონსტრი ცხოვრობს თქვენს საიტზე, რომელიც მაშინ ამოხტება ხოლმე, როცა ნივთის გაყიდვამდე 1 ღილაკის დაჭერა რჩება და თქვენი კლიენტი გვერდს უმალვე ხურავს.
ხვდები, რომ თუ ამ მონსტრს შენი საიტიდან გააქრობ, მაშინ სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.
მაინც, ვინ არის ეს მონსტრი?
მახინჯი, საშიში, ჭუჭყიანი მონსტრი კლიენტის შიშია.
და ის, ახლა თქვენს საიტზეა და მომხმარებელს აფრთხობს.
ფულის ტყუილად ხარჯვის შიში
გაიხსენე, როცა ამაზონზე, იებეიზე ან რომელიმე მაღაზიაში ფანარი იყიდე.
პირველი ფანარი დაზიანებული იყო. ასევე მეორეც და მესამეც.
შენ ამაზე თითქმის მთელი ფული დახარჯე, მაგრამ სასურველი ფანარი, კარგ მდგომარეობაში, ვერ იყიდე. შენ გაბრაზდი და ფიქრობ, რომ ასე აღარასდროს მოიქცევი.
- მონსტრიც დაიბადა.
დაცინვის შიში
როცა პირველი შემთხვევიდან გარკვეული დრო გავიდა, ქუჩაში სეირნობდი და ბილბორდზე დაინახე ფანრის რეკლამა, რომელიც, ცოტა ხნის წინ, ძალიან გინდოდა. თუმცა, ეს უკვე ახალი მოდელია და ბევრად დახვეწილი ფუნქციები აქვს.
ამის შესახებ ყველა შენს მეგობარს, ოჯახის წევრს და ნაცნობს მოუყევი. აღფრთოვანებული ხარ ამ ამბით და ერთი სული გაქვს როდის იყიდი.
უკვე ყველა დაინტერესდა თქვენი ამბით და გეკითხებიან, როდის აჩვენებ შენაძენს. შენ კი ეუბნები, რომ ”ცოტა ხანიც მოიცადეთ, ხვალ ვყიდულობ”.
დადგა ხვალ და წახვედი მაღაზიაში ფანრის საყიდლად. თანხა გადაიხადე, მეგობრებს დაურეკე, რომ შენთან მოსულიყვნენ და ერთად გაგეხსნათ პაკეტი.
სახლში მისულს, ერთი სული გაქვს როდის გახსნი, მაგრამ მეგობრებს ელოდები, რომ ერთად გახსნათ.
თუმცა, სურვილი ვერ დაიოკეთ და პაკეტი გახსენით, ფანარი ამოიღეთ და ვიზუალი ძალიან მოგეწონათ, ”ჩართვის” ღილაკი გადართეთ და ხედავთ, ფანარი არ მუშაობს.
ამ დროს, მეგობრები ზარს აძლევენ, შენ დაიბენი და არ იცი რა ქნა. კარს აღებ და ყველა გეკითხება, ”აბა, სად არის ფანარი?”.
შენ პასუხობ, ”ფანარი გაფუჭებული აღმოჩნდა”.
და ყველას ისტერიკული სიცილი აუტყდა და დაგცინიან, თუ როგორ დაუშვი იგივე შეცდომა.
მონსტრი ზომაში იზრდება.
შიში, რომ სულელურად გამოჩნდები
ყოველი ასეთი შემთხვევა, გვაიძულებს, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყუროთ. მონსტრი იზრდება და ჩვენი ნდობის ფაქტორიც ნელ-ნელა მცირდება.
შემდეგ, ჩნდება კონტენტ მარკეტერი, რომელიც კარგ სტატიას გთავაზობთ, სადაც რეალური მეთოდია ახსნილი, თუ როგორ უნდა გადაჭრა პრობლემა. მოდი ჩავთვალოთ, რომ ეს კონტენტ მარკეტერი შენ ხარ.
როგორც მომხმარებელი, მინდა, რომ გენდო. ძალიან მინდა ვისარგებლო სერვისით, რომელსაც მთავაზობ. კიდევ უფრო მინდა, რომ დაპირება შეასრულო და ის მივიღო, რაც აღწერე.
მაგრამ მონსტრი ყურში ჩუმად გეუბნება, ”წარმოიდგინე, რა სასაცილოდ გამოჩნდები, თუ კიდევ ერთი იმედგაცრუება იქნება ეს სერვისი?”.
როგორც კონტენტ მარკეტერებმა, როგორ დავამარცხოთ მონსტრი
სანდოობა, უამრავი მაღალ ხარისხიანი კონტენტი და სწორი სიტყვები, შენი საუკეთესო იარაღია, რათა მონსტრს შეებრძოლო.
ყველაფერი, რაც შენს საიტზეა იმის დასტური უნდა იყოს, რომ შენი ნდობა შეიძლება. მაგალითად, ნამდვილი საკონტაქტო ინფორმაცია, სანდრო კონტენტი, სუფთა საიტი და მომხმარებლის კითხვებზე პასუხი.
ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, თუ არ შეასრულებ დაპირებას, არ გამოაქვეყნებ კონტენტს დათქმულ დროს, მოატყუებ მომხმარებელს ან უპასუხოდ დატოვებ, ძალიან ცუდად აისახება თქვენს იმიჯზე.
ამიტომ, დაუმტკიცე მომხმარებელს, რომ სანდრო ხარ და შენთან საქმის დაჭერა უსაფრთხოა.
მართალია, რომ მონსტრი რთული მოსაკლავია, მაგრამ შრომით და სწორი მიდგომით, ეს ნამდვილად შესაძლებელია.
დისკუსიისთვის და კითხვებისთვის, შემოგვიერთდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში. ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით.