• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / კონტენტ მარკეტინგი / კონტენტის სტრატეგია / რა არის კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია?

რა არის კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია?

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

რა არის კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია?გუგლ ტრენდის თანახმად, კონტენტ მარკეტინგისადმი ინტერესი 2011 წლის იანვრიდან გაიზარდა.

თუმცა, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

უკვე უამრავი კომპანია იყენებს კონტენტ მარკეტინგს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბევრ კონტენტ მარკეტერეს არ აქვს შემუშავებული სტრატეგია.

ამიტომ, მოდი დღეს ეს პრობლემა გამოვასწოროთ.

დღეს, კონტენტ მარკეტერო, ჩვენ დაგეხმარებით გეგმის დაწერასა და ამუშავებაში.

სანამ დავიწყებთ, განვიხილოთ რა არის კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია.

კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის განმარტება

ზოგ მარკეტერს უყვარს, როცა ასხვავებს ორ ტერმინს, “კონტენტის სტრატეგიასა” და “კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიას“.

ამ განსხვავებას შემდეგნაირად ხსნიან:

“ერთი დიდი სტრატეგიის პატარა ნაწილი“.

ამ შემთხვევაში, კონტენტის სტრატეგია არის დიდი ნაწილი, ხოლო კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია – პატარა.

რაც აბსურდია.

თუ კონტენტის სტრატეგია განიმარტება, როგორც პროცესი, რომელიც გულისხმობს დაგეგმავს, შექმნას, მართვასა და კონტენტის შეკეთებას, მაშინ კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია არის პროცესი, რომელიც ზრდის აუდიტორიას და ავითარებს ბიზნესს.

კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია არის პროცესი, რომელიც ზრდის აუდიტორიას სტატიების გამოქვეყნებით და გავრცელებით. ეს არის ისეთი კონტენტი, რომელიც აუდიტორიას ცოდნას მატებს, ართობს, შთააგონებს და აქცევს უცხო ვიზიტორებს ფანებად და კლიენტებად.

ამ ყველაფერს მივყავართ შემდეგ კითხვამდე:

გჭირდება თუ არა კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია?

თუ შენ პატარა ბიზნესის მფლობელი ხარ და ცოტა თანამშრომელი გყავს, ან საერთოდ არა, შეიძლება იფიქრო, რომ შენი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია იმდენად მარტივია, გეგმაც არ გჭირდება.

ეს მიდგომა ძალიან ცუდია.

არ აქვს მნიშვნელობა შენი ბიზნესის ზომას, რაღაც ეტაპზე მაინც მოგიწევს კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის დაწერა.

რა უპირატესობა აქვს გეგმის დაწერას:

  • კონტენტ მარკეტერებს, რომლებსაც გეგმა შედგენილი აქვთ, უფრო თავდაჯერებულები არიან
  • კონტენტ მარკეტინგის გამომწვევები არც ისეთი რთული ჩანს, როცა გეგმა შედგენილი გაქვს
  • ჩამოყალიბებული კონტენტ მარკეტინგის გეგმით უფრო ადვილია ინვესტორების მოძიება
  • წარმატების მიღწევა უფრო ადვილია, როცა კონტენტ მარკეტინგის გეგმა გაქვს

მოკლედ რომ ვთქვათ, ყველას გვჭირდება კონტენტ მარკეტინგის გეგმა და ნუ გავართულებთ პროცესს.

კონტენტ მარკეტინგის გეგმის შედგენა უმარტივესია.

კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის გეგმის შედგენა

საკითხს რეალურად შევხედოთ: თუ დიდ კომპანიაში არ მუშაობ, როგორც კონტენტ მარკეტერი, ბევრი არ გჭირდება.

საკმარისია გეგმა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს დროზე, ფულზე და ენერგიაზე.

მეტიც, კონტენტ მარკეტინგის გეგმის შედგენა რამდენიმე წუთში შეგიძლია. მთავარია, ამ 13 კითხვას უპასუხო:

  1. ვინ არის შენი მომხმარებელი?
  2. ვინ არის შენი კონკურენტი?
  3. როგორ კონტენტს ქმნი?
  4. რა გესმის (საკითხი)?
  5. რა კონტენტი გაქვს (უკვე არსებული)?
  6. რა არის შენი კონტენტის მიზანი?
  7. რა სიხშირით აპირებ კონტენტის გამოქვეყნებას?
  8. რა მეთოდით აპირებ კონტენტის გავრცელებას?
  9. ვინ კურირებს შენს კონტენტს?
  10. ვინ შექმნის შენს კონტენტს?
  11. ვინ დაარედაქტირებს კონტენტს?
  12. ვინ არის პასუხისმგებელი შედეგებზე?
  13. რა არის შენი მიზანი?

თუმცა, სანამ ამ კითხვებს უპასუხებ, მოგიწევს სერიოზული კვლევის ჩატარება.

შენი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია იწყება ამ ადამიანით

ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობ არის შენი კლიენტი.

შენი კლიენტი არის კონტენტ მარკეტინგის სული და გული. შენ უნდა გქონდეს ზუსტი და ღრმა წარმოდგინე თუ ვინ არის შენი კლიენტი.

როცა ეს გეცოდინება, სტრატეგია ავტომატურად დაიწერება. აღარ გექნება ვარაუდები და ფიქრები, შენ უკვე ყველაფერი ზუსტად გეცოდინება.

მაგრამ, თუ ცოტათი მაინც შეცდები შენი კლიენტის ამოცნობაში და ცოტათი განსხვავებული წარმოდგენა გექნება, შენი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია განადგურდება. 

როცა უკვე ზუსტად გეცოდინება კლიენტის ვინაობა, არსებული კონტენტის გადახარისხება მოგიწევს (განახლება).

ეს არამარტო იმისთვის არის კარგი, რომ მომხმარებელს კონტენტი მოვარგოთ, არამედ იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ ძველი კონტენტი, რომელსაც აქვს პოტენციალი (მისი განახლებით ახალ ბიძგს მივცემთ) საძიებო სისტემაში მოიპოვოს მოწინავე პოზიციებით.

მუშაობს თუ არა ჩემი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია?

ბოლოს, ისევ ამ კითხვამდე მივდივართ:

რამდენად ეფექტურია ჩემი კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია?

შენ გაიგებ სტრატეგიის ეფექტურობას, თუ მას გაზომავ.

სწორედ ამიტომ არის მე-13 კითხვა (რა არის შენი მიზანი) ასეთი მნიშვნელოვანი.

შენმა მიზანმა უნდა მოგცეს:

  • თავისუფალი სივრცე, რომ დამარცხდე, წამოდგე და განვითარდე
  • უფლება, მოერგო გარე ცვლილებებს და საჭიროების შემთხვევაში ვიტალური ცვლილებები გააკეთო
  • თავისუფლება, რომ ბიზნეს გეგმები მოარგო პირად მიზნებს, რაც დაგეხმარება გრძელვადიანი პროექტის მართვასა და განვითარებაში

შენი ჯერია

გაქვს კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია? ამისთვის, გეგმა დაწერე თუ ყველაფერს თავში ინახავ?

თუ გეგმა დაწერე, რა პროცედურები გაიარე? გაქვს თუ არა სხვა რჩევები, რომლებსაც სიამოვნებით გაგვიზიარებდი ჩვენ და ჩვენს მკითხველს?

შემოგვიერთდი სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ შენთვის საინეტერესო თემები.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია