ბრენდინგი არ არის შენი კომპანიის სახელი.
არ არის ლოგო ან დევიზი.
როცა მარკეტერები სვამენ კითხვას, ”როგორ შეიძლება პროდუქტის ბრენდირება?”, რაც მათ რეალურად აინტერესებთ არის ის, თუ რას იფიქრებს აუდიტორია, როდესაც ის ბაზარზე გამოჩნდება.
კომპანიის დევიზი, ლოგო და ბრენდის ფერები არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ მომხმარებელმა ადვილად შეძლოს მისი დამახსოვრება.
ბრენდებს შეუძლიათ ამ მოლოდინის დაკმაყოფილება, ან გადაჭარბება … ცუდ შემთხვევაში კი მოლოდინის ვერ გამართლება.
(პროდუქტი შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი სიტყვით, მაგალითად, ბლოგი, სერვისი, სტატია და ა.შ)
კომპანია ვოლვოს სახელი უსაფრთხოებასთან ასოცირდება, რაც მომხმარებელს დაცულობის იდეას უჩენს.
სისკოს ”Human Network” ყველა B2B (business-to-business) კომპანიისგან გამორჩეულია.
სისკო აწარმოებს ისეთ პროდუქტებს, რომლებიც ადამიანებს ეხმარება ერთმანეთთან ახლოს იყვნენ, მიუხედავად იმისა, თუ გეოგრაფიულად რამდენად შორს არიან. ~ ფორბსი
წითელი ჯვარი საქველმოქმედო ორგანიზაციების მისაბაძი მაგალითია, რომლის სახელიც სიტყვასიტყვით ასე იშიფრება, ”კრიზის დროს, დახმარება გზაშია”.
ბრენდის არსი, მის მნიშვნელობაშია. სიტყვებს განმარტება აქვს. აქედან გამომდინარე, სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია.
კომპანია ვოლვოს სახელის მნიშვნელობა არ განაპირობა მისმა ლოგომ ან დიზაინმა. ის განაპირობა ავარიის ტესტის განხილვებმა, რომლებსაც ყოველ წელს აქვეყნებენ.
ბრენდი ნელ-ნელა ყალიბდებოდა, მაგრამ ჩამოყალიბებაში უმთავრეს როლს მესამე პირები ასრულებდნენ. ვოლვოს ბრენდის მნიშვნელობა შექმნა იმან, თუ რას ამბობდნენ სხვები მასზე. ვოლვოს რეკლამებმა კი ეს განმარტება უბრალოდ განამტკიცა.
მომხმარებლის მიერ დაწერილი კონტენტის აღმასვლა
გუგლის ერთ-ერთმა სიომ, ერიკ შმიდტმა, სახელი მოიხვეჭა შემდეგი ფრაზით
ყოველ ორ დღეში ჩვენ იმაზე მეტ კონტენტს ვქმნით, ვიდრე მთელმა ცივილიზაციამ 2003 წლამდე.
როგორც მარკეტერები, ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ მომხმარებელი, რომ ისაუბრონ/წერონ ჩვენს ბრენდზე. შექმნან ვოლვოს მსგავსი გამოცდილება, სადაც ჩვენი ბრენდის მნიშვნელობას აუდიტორია ქმნის.
როგორ შთავაგონებთ აუდიტორიას, რომ ჩვენზე წერონ? რომ ისაუბრონ ჩვენზე სოციალ ქსელში და გაზარდონ ჩვენი აუდიტორია?
მათ ჩვენივე კონტენტით ვასტიმულირებთ, ვმატებთ გამბედაობას, რომ ისაუბრონ.
თუ გვინდა, რომ სხვამ ჩვენს პროდუქტზე ან სერვისზე ისაუბროს, აუცილებელია, დისკუსიაში ჩვენც ჩავერთოთ.
კონტენტი ვალუტაა
როგორც ერთხელ უკვე ვახსენეთ, კონტენტი ვალუტაა. ჩვენ მას ვცვლით აუდიტორიის ყურადღებაში. ამ ვალუტის ფასი კი უფრო იმატებს, როცა, ჩვენ გარდა, სხვა აზიარებს.
ეს გამოხმაურება შეიძლება უთანხომოება, დებატი ან განმტკიცება იყოს.
ჩვენი მოვალეობაა გაზიარებადი კონტენტი შევქმნათ, ხოლო თუ როგორ ზიარდება, ეს ჩვენზე დამოკიდებული აღარ არის.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.