• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / კონტენტ მარკეტინგი / რატომ არის ბუნებრივი ავტორიტეტი კარგი

რატომ არის ბუნებრივი ავტორიტეტი კარგი

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

რატომ არის ბუნებრივი ავტორიტეტი კარგიშეიძლება ზოგ ადამიანზე შეგიმჩნევიათ,

ძალიან თავდაჯერებული ჩანს, ჭკვიანია, ყველა კითხვაზე პასუხი აქვს და დამაჯერებლად საუბრობს.

სწორედ ასეთი ადამიანები არიან ბუნებრივად ავტორიტეტები.

ეს მისტიური თვისება გვიჩენს სურვილს, რომ მათი მიმდევრები გავხდეთ.

ის გვაიძულებს, რომ ფეხზე წამოვდგეთ და ყურადღებით მოვუსმინოთ მათ სათქმელს.

ჩვენ გვიჩნდება სურვილი, რომ მათთან ერთად საქმე დავიწყოთ.

მთავარი კითხვა:

გაქვს თუ არა ეს თვისება? და აქვს თუ არა ის შენს საიტს?

როგორი ცხოვრება აქვთ ბუნებრივ ავტორიტეტებს

ავტორიტეტულ ბიზნესებს აქვთ ისეთი უპირატესობები, რითაც სხვები ვერ სარგებლობენ.

მათ აქვთ ისეთი აურა, რითაც ახალ კლიენტებს და მკითხველს იზიდავენ. რაც მთავარია, ეს ადამიანები საკუთარ აზროვნებაზე გადაყავთ.

საინტერესო ფაქტი?

ეს ყველაფერი ბუნებრივად ხდება.

ბუნებრივი ავტორიტეტებისთვის ბიზნესის კეთება მარტივია.

ხოლო როცა შენი ბიზნესი მსგავს სიმაღლეს მიაღწევს, ასეთი შესაძლებლობები გიჩნდება:

1. პროდუქტების გაყიდვა უფრო მარტივი ხდება

როცა ავტორიტეტად ყალიბდები, მომხმარებელს შენდამი ნდობა უჩნდება და ის მზად არის ყველაფერი იყიდოს, რასაც შესთავაზებ.

არსებობს 2 ვარიანტი:

  1. თქვენ უბრალოდ გაქვთ საჭირო კითხვებზე, საჭირო პასუხები, რითაც მომხმარებლის რაოდენობას ზრდი
  2. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ უნიკალური ხმა, საინტერესო პასუხები, ხედვა და მომხმარებელს ხშირად აწვდით ხარისხიან ინფორმაციას, რითაც ახალი მომხმარებელი ხდება პოტენციური მყიდველი

2. ხარისხიანი კლიენტები

როცა ადამიანები შენს ავტორიტეტს ცნობენ და პატივსცემენ, ისინი მზად არიან შენს სერვისებში/პროდუქტებში ფული გადაიხადონ.

ეს დებულება ნებისმიერ კლიენტზე ვრცელდება.

თუმცა, არსებობს მეორე კატეგორია, ხარისხიანი კლიენტები.

ისინი არამარტო პროდუქტს ყიდულობენ, არამედ მზად არიან ფული მხოლოდ იმაში გადაიხადონ, რომ შენს კონტენტზე წვდომა ქონდეთ.

3. განმეორებითი მყიდველი

როცა შენს ავტორიტეტს ზურგს უმაგრებს ხარისხიანი კლიენტების ბაზა, ისინი მზად არიან სერვისი/პროდუქტი რამდენიმეჯერ იყიდონ.

თუმცა, ეს მათი უპირატესობაც არის.

წარმოიდგინეთ, რამდენ შრომასთან არის დაკავშირებული ახალი კომპანიის პოვნა, რომელიც ერთდოულად, სანდო, ხარისხიანი და ავტორიტეტულია.

4. უამრავი ახალი მომხმარებელი

თუ შენს ავტორიტეტს კონტენტ მარკეტინგით გაზრდი, ესეიგი ქმნი ისეთ ფაქტორს, რითაც ახალ მკითხველს 24/7-ზე მიიღებ.

რატომ კონტენტ მარკეტინგი?

ეს არის სტრატეგია, რომელიც ზრდის ონლაინ გაყიდვებს. 

როგორ უნდა მოიპოვო ბუნებრივი ავტორიტეტი?

ბუნებრივი ავტორიტეტები იბადებიან თუ ხდებიან?

შეიძლება, ზოგს აქვს იღბალი და ამ ნიჭით იბადება, მაგრამ დანარჩენს ამის სწავლა რთული გზით უწევს.

მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს.

გთავაზობთ 4 რჩევას ამ ფაქტორის გასავითარებლად:

1. გამოიყენე შენი უნიკალური ხმა

კონტენტ მარკეტინგი კარგია, მაგრამ ავტორიტეტის გაზრდისვის აუცილებელია გასაოცარი კონტენტის შექმნა.

რადგან, როგორც ვიცით, ინტერნეტში უამრავი კონტენტია.

რაღაც, საშუალო დონის სტატიებით წინ ვერ წავალთ.

გასაოცარ კონტენტს აქვს ხმა, ხასიათი და თვისებები.

ასეთი კონტენტი არ გავს სხვა დანარჩენს, რადგან უნიკალურია.

ხოლო აუდიტორიას ყველაფერი მოსწონს, რაც განსაკუთრებულია.

მსგავსი ხმის გამომუშავება საკმაოდ რთულია, მაგრამ ნამდვილად ღირს.

უნდა ვიპოვოთ ისეთი საკითხი, რაც მომხმარებელს აწუხებს, ჩვენ კი გვესმის და მასზე წერა გვსიამოვნებს.

2. ნუ იქნები ინფორმაციის ქარხანა

ძალიან მარტივი შესამჩნევია, როცა ავტორს, კონტენტი მხოლოდ იმ მიზნით აქვს გამოქვეყნებული, რომ დედლაინისთვის მოესწრო, ან სიტყვების სასურველ რაოდენობაზე ასულიყო.

კი, შესაძლებელია, რომ სტატია საჭირო ინფორმაციით იყოს სავსე, მაგრამ მასში ენთუზიაზმი და ხასიათი არ იგრძნობა.

ხარისხიანი კონტენტი ქმნის კავშირს მკითხველსა და სტატიას შორის.

ის არ ატარებს ”უბრალოდ სტატიის” სახელს – ის თავაზობს მკითხველს ხარისხიან პასუხებს, პრობლემატურ საკითხებზე.

3. სტატია ადვილად უნდა იკითხებოდეს

შეიძლება გიყვარს საკითხი, რომელზეც წერ, მიზნობრივ სტატიებს აქვეყნებ და შენს სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ.

მაგრამ

რა სერგებელია, თუ მკითხველი სიტყვებს ახტება, რადგან სტატია ცუდი წასაკითხია?

იმისათვის რომ სტატია ადვილი წასაკითხი იყოს, აუცილებელია საიტისთვის სწორი დიზაინის შერჩევა, სტატიისთვის ლამაზი/სწორი სტრუქტურის შერჩევა, სურათებისა და ვიდეოების დამატება.

თუ სტატიის ვიზუალურ მხარეს მეტ დროს დავუთმობთ, ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ

შენს სტატიაში არამარტო ხარისხიანი ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი, არამედ ვიზუალურად მიმზიდველიც იქნება.

4. შექმენი ცნობადი ბრენდი

როცა შენი ბრენდი სხვებისგან განსხვავდება, ეს ავტორიტეტის ამაღლებაში გეხმარება.

ბრენდები ორი ელემენტისგან შედგება:

  • ვერბალური ნაწილი: ბიზნესის სახელი, დევიზი, ქოფირაითინგი, კონტენტ მარკეტინგი, გაყიდვების გვერდი და ა.შ
  • ვიზუალური ნაწილი: ფერები, ფონტი, საიტის დიზაინი, ღილაკებისა და სურათების სტილი, ვიდეოების ფორმატი და ა.შ

როცა ამ ორ ელემენტს ვაერთიანებთ, ვიღებთ ხარისხიან ბრენდს, რომელიც სხვებისგან რადიკალურად განსხვავდება.

სწორედ ამ დროს იწყება ბუნებრივი ავტორიტეტის გამომუშავება.

თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია