• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / კონტენტ მარკეტინგი / ბლოგერობა / როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით?

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით?

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით?საკითხი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს.

მეტიც, ბევრისთვის ინტერნეტით ფულის გამომუშავება ოცნებაა.

რა ჯობია, როცა სახლიდან გაუსვლელად ფულს აკეთებ, ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გაქვს და რაც მთავარია, შენს ონლაინ ბიზნესს, სხვა ბიზნესებისგან განსხვავებით, წარუმატებლობის მინიმალური შანსი აქვს.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ინტერნეტში ფულის კეთება შეიძლება.

შეიძლება ნაცნობისგან გსმენიათ სიტყვები:

ფულს სახლიდან გაუსვლელად ვაკეთებ. ჩემი ონლაინ ბიზნესი მაქვს

ხშირად, ასეთ ადამიანებს დასცინიან, რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ინტერნეტით ფულის კეთება წარმოუდგენელია.

სხვა სიტყვებით, სასაცილო განცხადებაა, რომელსაც მხოლოდ სულელი თუ დაიჯერებს.

შეიძლება თქვენი ოჯახის წევრებისთვის გითქვამთ

გადავწყვიტე! მინდა ინტერნეტით ვიშოვო ფული და ამ სფეროში დავიწყო მოღვაწეობა!

უფროსი თაობა მსგავს განცხადედებზე ცუდად რეაგირებს, რადგან დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს ინტერნეტ მარკეტინგი.

შეიძლება თქვენს გადაწყვეტილებაზე მსგავსი პასუხი მიიღოთ:

კარგი რა, მანდ რომ ფული იშოვებოდეს შენ დამასწრებდი?!

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტით?

საბედნიეროდ, ინტერნტში “ფული იშოვება”. თან, ძალიან ბევრი.

მაგალითად, წარმატებული ონლაინ ბიზნესები რომ განვიხილოთ ზუსტად დავინახავთ როგორ ხდება თითოეული სახის ინტერნეტ ბიზნესის მონეტიზაცია.

გადავხედოთ რამდენიმე წარმატებულ ონლაინ ბიზნესს, რომელიც თითქმის ყველასთვის ცნობილია.

  1. გუგლი – ფულის გამომუშავება ხდება რეკლამებით
  2. ფეისბუქი – ფულის გამომუშავება ხდება რეკლამებით
  3. ამაზონი – ფულის გამომუშავება ხდება გაყიდული პროდუქტიდან %-ის აღებით
  4. იბეი –  ფულის გამომუშავება ხდება გაყიდული პროდუქტიდან %-ის აღებით
  5. იაჰუ – ფულის გამომუშავება ხდება რეკლამებით

რა თქმა უნდა, იმისათვის რომ ინტერნეტში ფული გამოიმუშავოთ არ არის საჭირო კომპანიის ისეთ დონეზე აყვანა, როგორიც ზევით ხსენებული 5 კომპანიაა.

იმისათვის რომ ინტერნეტში ფული გავაკეთოთ საჭიროა სწორი სტრატეგიებისა და მონეტიზაციის წყაროების შერჩევა.

ონლაინ ბიზნესის ყველაზე გავრცელებული ფორმა საიტია.

თუმცა, არსებობს უამრავი წყარო, რომელიც დაგეხმარებათ ინტერნეტით ფულის შოვნაში.

მაგალითად, იუთუბი, ინსტაგრამი, ფეისბუქის გვერდი, პინტერესტი და ა.შ.

ვნახოთ როგორ შეიძლება თითოეულ პლატფორმაზე ფულის გამომუშავება:

  1. საიტი –  რეკლამების განთავსება, პროდუქტების საკომისიოთი გაყიდვა, საკუთარი პროდუქტების გაყიდვა, CPA (Cost Per Action) მარკეტინგი
  2. იუთუბი – სხვადასხვა ნეთვორქებში გაწევრიანება, რეკლამების განთავსება, აფილიეტ მარკეტინგი
  3. ინსტაგრამი – მაგალითად, თუ გაქვთ ინსტაგრამის გვერდი, რომელსაც ბევრი მიმდევარი ყავს, შეგიძლია სხვა ინდივიდებსა და ბიზნესებს “შაუთაუთი” გაუკეთო
  4. ფეისბუქი და პინტერესტი – ამ ორი პლატფორმის პრინციპი, ფაქტოვრივად, იგივეა, რაც ინსტაგრამის

რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ წყაროებისა, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო ინტერნეტში ფულის გამომუშავებისთვის.

იმის გათვალისწინებით რომ საიტი ინტერნეტ მარკეტინგის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, განვიხილოთ თუ როგორ შეიძლება საიტის გამოყენებით ფულის შოვნა.

სანამ დავიწყებთ, თუ ამ სფეროში დამწყები ხარ და წარმოდგენა არ გაქვს როგორ ხდება საიტის შექმნა, კითხვა დაიწყეთ ჩვენი სტატიების სერიით, “ბლოგერობის პირველი კვირით“, სადაც დეტალურად არის ახსნილი საიტის შექმნისა და გამართვის პირველი ნაბიჯები.

იმ შემთხვევაში თუ რაიმე ნაბიჯი თქვენთვის გაუგებარი იქნება, შემოგვიერთდით სმარტ სეოს ფორუმზე ან სადისკუსიო ჯგუფში.

მოდი განვიხილოთ მონეტიზაციის ის ხერხები, რომლებიც დღეს ყველაზე პოპულარულია და თქვენთვის შესაფერისი აირჩიეთ, შემდეგ დაიწყეთ ჩვენს საიტზე განთავსებული სტატიების კითხვა, რათა შეძლოთ თქვენი პროექტის დაწყება, გამართვა და ფულის გამომუშავება.

საიტის მონეტიზაციისთვის საუკეთესო ფლატფორმები

განვიხილოთ რამდენიმე ფლატფორმა, რომელიც, დღეს, შეიძლება ითქვას, საუკეთესოდ ითვლება.

ედსენსი – ეს არის ინტერნეტში ფულის კეთების ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელსაც უამრავი მარკეტერი იყენებს.

ზუსტად ვიცი, რომ თქვენ ინტერნეტში ერთხელ მაინც შეგხვედრიათ ედსენსის რეკლამა. უბრალოდ, არ ცოდნის გამო, ყურადღება არ მიგიქცევიათ. შეიძლება ამ რეკლამებთან უფრო მეტი შეხება გქონდათ და რომელიმე საიტზე განთავსებულ რეკლამაზე დაგიჭერიათ, რომელმაც სხვა საიტზე გადაგამისამართათ.

საიტები, რომლებიც მონეტიზაციისთვის ედსენსს იყენებენ ძალიან ბევრია. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი საიტები, როგორიც ფორბსი, ბიზნეს ინსაიდერი, 9GAG და Entrepreneur-ია.

გაინტერესებს როგორ გამოიყურება ედსენსის რეკლამა?

სამსუნგის რეკლამა გუგლში

ედსენსის რეკლამის მაგალითი

აფილიეტ მარკეტინგი – ედსენსთან შედარებით, აფილიეტ მარკეტინგი, ინტერნეტ მარკეტინგის უფრო დახვეწილი ფორმაა.

რას ნიშნავს აფილიეტ მარკეტინგი? აფილიეტ მარკეტინგი არის სხვა კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვა, რაშიც ვიღებთ გაყიდული პროდუქტისა თუ სერვისის გარკვეულ პროცენტს.

კომპანიები, რომლებიც აფილიეტ პროგრამას გვთავაზობენ ძალიან ბევრია. მაგალითად, ცნობილი მაგალითები რომ განვიხილოთ, ეს არის ამაზონი, იბეი და ქლიქბენკი.

ხო, ედსენსის რეკლამის ამოცნობა უკვე შემიძლია, მაგრამ როგორ გამოიყურება აფილიეტ ლინკი?

აფილიეტ ლინკები, ედსენსის რეკლამებისგან რადიკალურად განსხვავდება.

აფილიეტ ლინკი შეიძლება შეგვხვდეს ორი სახის:

  • წითლად (ან სხვა ფერი) ანთებული ლინკი, რომელიც გვამისამართებს, მაგალითად, ამაზონზე და ლინკი ჩვეულებრივთან შედარებით დიდია
  • ედსენსის რეკლამის მსგავსი, სადაც სურათზე გამოსახულია პროდუქტი და მისი ფასი
ამაზონის რეკლამის მაგალითი

ვიზუალური მაგალითი

კარგი, მონეტიზაციის გზებზე ძირითადი ინფორმაცია მივიღე, მაგრამ რა პრინციპით მუშაობს ორივე?

რა თქმა უნდა, ინტერნეტ მარკეტინგი და ზოგადად, ინტერნეტით ფულის შოვნა არ არის მხოლოდ მონეტიზაციის გზების შერჩევა.

ამ ყველაფერს მოყვება უამრავი კონცეფცია, რომელთა ათვისებაც აუცილებელია.

ძირითად კონცეფციებად ითვლება ეს სამი:

  • კონტენტ მარკეტინგი – ხარისხიანი სტატიების გამოქვეყნებისთვის
  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – გუგლში მოწინავე პოზიციებზე გამოჩენისთვის
  • სოციალური მედია მარკეტინგი – დამატებითი ტრაფიკის წყარო

ვისაუბროთ თუ რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო:

პირველ რიგში, იმისათვის რომ ვინმემ ჩვენს მიერ განთავსებული პროდუქტი იყიდოს ან რეკლამას დააჭიროს, აუცილებელია რომ საიტზე ხალხი შემოდიოდეს.

ხოლო ხალხის შემოყვანისთვის არის სამი ძირითადი წყარო:

  1. კონტენტ მარკეტინგი – თუ მომხმარებელს საიტზე ხარისხიან სტატიებს დავახვედრებთ, ის კიდევ დაბრუნდება, რადგან იცის – შენგან ტყუილ ინფორმაციას არ წაიღებს
  2. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – დაფიქრდით, როცა რაიმე კითხვაზე პასუხს ეძებთ, პირველ რიგში რას აკეთებთ? რა თქმა უნდა, შევდივართ გუგლში და ვწერთ სასურველ კითხვას, რაზეც დამაკმაყოფილებელ პასუხს ვიღებთ. ალბათ ხვდებით, რომ საძიებო სისტემა იდეალური წყაროა საიტზე ხალხის შემოსაყვანად
  3. სოციალური მედია მარკეტინგი – ეს არ არის ახალი აღმოჩენა, რომ სოციალურ მედიას უამრავი ადამიანი იყენებს. მეტიც, დღეს, კომპანიების 90%-ს ფეისბუქის გვერდი აქვს. რისთვის ჭირდებთ? პროდუქტის/სერვისის გავრცელებისთვის, საიტზე ხალხის გადაყვანისთვის და მომხმარებელთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარებისთვის

ანუ, როგორც ხედავთ, იმისათვის რომ ინტერნეტში ფული “ვიშოვოთ” საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გავლა, რაც შემოსავლის ზრდის გარანტიას მოგვცემს.

კაი, ეს ყველაფერი სად ვისწავლო?

ამ ყველაფრის დეტალურად სწავლა შეგიძლიათ სმარტ სეოზე. ჩვენ ვაქვეყნებთ დეტალურ სტატიებს, რომლებიც დაგეხმარებათ წარმატებულ ინტერნეტ მარკეტერად ჩამოყალიბებაში.

გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გვაქვს ფორუმი და სადისკუსიო ჯგუფში, სადაც შეგვიძლია განვიხილოთ პრობლემატური საკითხები.

ამიტომ გელოდებით! შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია