• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / კონტენტ მარკეტინგი / ბლოგერობა / რა არის ბლოგი: როგორ შევქმნათ და ვმართოთ წარმატებული საიტი

რა არის ბლოგი: როგორ შევქმნათ და ვმართოთ წარმატებული საიტი

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

რა აროს ბლოგიროცა საკუთარი ბლოგის შექმნა გვინდა, პირველი კითხვა, რომელიც გვიჩნდება არის

საიდან დავიწყო?

წერთ გუგლში რაღაც საძიებო ფრაზებს როგორიც არის “როგორ შევქმნა ბლოგი”, “რა არის ბლოგი”  და “როგორ გავხდე ბლოგერი”, კითხულობთ სტატიებს, თუმცა,  სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ზუსტ პასუხს ვერავინ გცემთ.

ამიტომ გადავწყვიტეთ გამოვაქვეყნოთ დეტალური გიდი, რომელიც დაგეხმარებათ ხარისხიანი ბლოგის შექმნაში.

პირველ რიგში, სანამ დავიწყებთ დეტალების განხილვას, გეტყვით, რომ 3 ყველაზე პოპულარული უფასო პლატფორმაა:

  1. ვორდპრესი
  2. თამბლერი
  3. ბლოგერი

იმისათვის რომ ჩვენი ბლოგი წარმატებული იყოს და მისი მართვა მარტივად შევძლოთ, ავირჩიოთ ვორდპრესი.

რა არის ბლოგი: როგორ შევქმნათ და ვმართოთ წარმატებული საიტი

პირველ რიგში, ლოგიკური კითხვაა, “რატომ ვორდპრესი”? სხვა სიტყვებით, რატომ უნდა ვამჯობინოთ ვორდპრესი სხვა პლატფორმებს?

  • მარტივია
  • უამრავი უფასო ფლაგინია
  • უამრავი უფასო და ხარისხიანი დიზაინია
  • დაცულია
  • იდეალურია ბლოგის ტიპის საიტისთვის

უმთავრესი კითხვა: რა არის ბლოგი?

რეგულარურად განახლებადი საიტი, რომელსაც მართავს ერთი ან რამდენიმე ადამიანი. ბლოგის წერის სტილი კი არაფორმალურია

როგორ შევქმნა ჩემი პირველი ბლოგი?

გადავიდეთ საქმეზე და ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ შევქმნათ ჩვენი პირველი ბლოგი.

შენიშვნა! სანამ დავიწყებთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ბლოგს, რომელსაც ამ გიდის მეშვეობით შექმნით იქნება უფასო და დომენი იქნება ამის მსგავსი, “smartseo.wordpress.com”.

თუ პროფესიონალური საიტის შექმნა გსურთ, რომელიც .ge დომენზე ან .com, .net, .org-ზე იქნება, გადაგამისამართებთ შემდეგ სტატიებზე:

  • ბლოგერობის პირველი კვირა: როგორ შევქმნათ საიტი
  • დომენის რეგისტრაცია: დეტალური გიდი

სხვა შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანი უფასო საიტის შექმნაა, განაგრძეთ კითხვა.

პირველი ნაბიჯი ის არის, რომ შევიდეთ ვორდპრესის საიტზე, რომელიც ასე გამოიყურება:

ბლოგის შექმნა

ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია და ვაჭერთ ღილაკს, “Create Website-ს”, რაც გადაგვამისამართებს შემდეგ გვერდზე.

ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ის არის, რომ შევარჩიოთ დიზაინი, რომელიც საიტზე ავტომატურად დაყენდება. 

სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ვარიანტს, თუმცა თუ ამ ეტაპზე ვერ წყვეტთ რომელი უფრო მოგწონთ, შეგიძლიათ პირდაპირ “SKIP FOR NOW-ს” დააჭიროთ.

შენიშვნა! არჩეული დიზაინის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. არ იფიქროთ, რომ დიზაინის არჩევის უფლება მხოლოდ ერთხელ გაქვთ.

ჩემი ბლოგისთვის ავირჩევ Penscratch-ს.

ბლოგის დიზაინი

მესამე ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია, რადგან გვიწევს ბლოგის სახელის შერჩევა.

დიზაინისგან განსხვავებით, სახელი, რომელსაც ბლოგისთვის შევარჩევთ სამუდამოა. სხვა სიტყვებით, მისი შეცვლის უფლება აღარ გვაქვს (თუ სახელი აღარ მოგვწონს, მისი შეცვლის ერთადერთ გზაა, რომ ახალი ბლოგი შევქმნათ).

ამიტომ, აუცილებელია, რომ ბლოგის შექმნის პროცესის ამ ნაწილს უდიდესი ყურადღება მივაქციოთ. გარდა ამისა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სახელი, რომელი ყველაზე მეტად მოგვწონს, დაკავებული იყოს.

თუ სახელის მოფიქრება გიჭირთ, გამოიყენეთ ხელსაწყო “ბლოგის სახელის მომფიქრებელი“. ეს ხელსაწყო დაგეხმარებათ კრეატიული სახელების მოფიქრებაში.

როცა უკვე ბლოგის სახელს შევარჩევთ, მე ავიღებ warmatebablog.wordpress.com-ს, გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე.

ბლოგის სახელი

ბოლოს, ვირჩევთ უფასო გეგმას (Free Plan) და ვაჭერთ “Select Free Plan-ს”.

ბოლო ნაბიჯი ბლოგის შექმნის

ჩვენი ბლოგი უკვე მზად არის და გვრჩება ბოლო ეტაპი, სადაც გვიწევს რეგისტრაციის გავლა. ეს უმარტივესი პროცესია. უბრალოდ შეგვყავს ჩვენი მეილი იუზერნეიმი და პასვორდი. 

ვაჭერთ “Create Account-ს” და შევდივართ მეილზე, რომ ექაუნთი გავააქტიუროთ.

ბოლო ეტაპი რეგისტრაცია

მორჩა!

ჩვენი ბლოგი უკვე მზად არის და ელოდება როდის გამოაქვეყნებთ სტატიებს.

თუ ბლოგზე რაიმე ვიზუალური ასპექტის შეცვლა გსურთ, საიტზე შესვლისას არის განყოფილება “My Site”, სადაც გავხსნით ისეთ კატეგორიებს როგორიც არი “Settings”, “Plugins” და “Themes”.

როგორ ვმართოთ წარმატებული ბლოგი?

ბლოგის წარამტების გასაღები კონტენტია.

უმნიშვნელოვანესია ჩვენი წერის სტილი, რომ მკითხველი მარტივად ჩავითრიოთ და ძალიან მოკლე დროში ვაქციოთ ლოიალურ მკითხველად.

რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან ეფექტურად და საინტერესოდ წერა საკმაოდ ცოტა ადამიანს გამოსდის.

რა უნდა ვქნა თუ წერა არ გამომდის?

საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი. სმარტ სეოზე არის კატეგორია, “კონტენტ მარკეტინგი”, სადაც ვაქვეყნებთ სტატიებს, რომლებიც დაგეხმარებათ წერის უნარ-ჩვევების დახვეწაში.

სწორი მიმართულება რომ მოგცეთ, დაიწყეთ კითხვა შემდეგი სტატიებიდან:

  • ეფექტური კონტენტის 5 საუკეთესო თვისება
  • 3 ნაბიჯი საოცარი კონტენტის შესაქმნელად
  • როგორ ვწეროთ უკეთესად: ერნესტ ჰემინგუეის რჩევები
  • რა არის კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია?

სულ ეს არის, რაც ბლოგის შექმნასა და ეფექტურად მართვას ჭირდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გადახედეთ ჩვენი საიტის სხვადასხვა კატეგორიებს, მაგალითად, სოციალური მედია მარკეტინგს. 

ბოლოს, 

თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში ან სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია