• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / კონტენტ მარკეტინგი / არ გყავს ტრაფიკი? გთავაზობთ მარტივ სტრატეგიას სიტუაციის შესაცვლელად

არ გყავს ტრაფიკი? გთავაზობთ მარტივ სტრატეგიას სიტუაციის შესაცვლელად

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

არ გყავს ტრაფიკი?სამუშაო მაგიდასთან ჯდები.

კომპიუტერს რთავ.

შედიხარ ანალიტიკსზე და ცუდად ხდები.

რატომ არავინ შემოდის ჩემს საიტზე?

აბა ინტერნეტით ფული იშოვებაო? სად არის დაპირებული შედეგები?

ნეტა, როდის მივაღწევ სასურველ შედეგს? დადგება როდესმე ეს დღე?

ყველამ ვიცით, რომ საიტის შექმნა და მართვა რთული საქმეა, მაგრამ რა უნდა ქნა, როცა შრომა არ გიფასდება?

ამაზე თვალი უნდა დახუჭო და გააგრძელო, თითქოს, არაფერი მომხდარა? იმედოვნო, რომ ”ტუზი” დაგეცემა და სიტუაცია შეიცვლება? იფიქრო იმაზე, რომ ვიღაც ”კეთილი კაცი” ბიზნესს ”გაგიპიარებს”, ან დაგიფინანსებს?

შენ ახალი ბლოგის სტრატეგია გჭირდება და არა უაზრო ფიქრები.

როცა შენს საიტს სასურველი შედეგი არ მოაქვს, უაზროდ შრომის გაგრძელება არ შეიძლება. დროა, კითხვების დასმა დავიწყოთ.

თუ გინდა, რომ შენს საიტზე ათასობით ადამიანი შემოვიდეს, ათასობით დოლარი გააკეთო და ბიზნესი ბრენდად აქციო, უპასუხე 4 კრიტიკულ კითხვას, რომელსაც ამ სტატიაში გაეცნობი.

1. ვინ არის შენი მკითხველი?

შენი მიზანი შეიძლიება 100, 1,000, 10,000 და 100,000 მკითხველის მოზიდვაა.

მაგრამ, როცა სურათს დიდ რიცხვებში უყურებ, ადამიანებს ბრბოდ აღიქვამ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენ არავისთვის წერ. შენი ნაწერი უფერული, მკვდარი და მოსაწყენი ხდება.

ფიქრობ, რომ სტივენ კინგი მილიონი მკითხველისთვის წერდა, როცა თავის ბესტსელერებს ქმნიდა?

არა, ის მხოლოდ ერთი ადამიანისთვის – თავისი ცოლისთვის წერდა.

თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ცოლისთვის, ძმისთვის, დისთვის და მეგობრისთვის ვწეროთ.

ჩვენი მიზანია, გონებაში, შევქმნათ იდეალური მკითხველის მაგალითი, რომელსაც მოვარგებთ ჩვენს ყველა სტატიას.

მაგალითად, სმარტ სეოზე მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეული პოსტი ისე მარტივად დავწეროთ, რომ დამწყებისთვისაც მარტივად აღსაქმელი იყოს.

მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად დავინახოთ იდეალური მკითხველის პრობლემები.

ამ მხრივ, ჩვენი ნაწერი და ზოგადად, საიტი, უფრო კარგი, საინტერესო და ავტორიტეტული ხდება, რადგან ჩვენ მომხმარებელს ზუსტად იმას ვთავაზობთ, რაც რეალურად ესაჭიროება.

2. რატომ უნდა წაიკითხონ შენი სტატიები?

შენი საიტი შეიძლება დაგეხმაროს რამდენიმე მიზნის მიღწევაში – ტრაფიკის ზრდა, ავტორიტეტის ზრდა, კლიენტების ზრდა, პირადი ავტორიტეტის ზრდა და ა.შ

გიფიქრია თუ არა იმაზე, რას მოიგებს ამით შენი მკითხველი?

რატომ უნდა წაიკითხოს შენი სტატიები?

შენი მკითხველი არ არის დაინტერესებული პირადი და კომპანიის მიზნებით.

როგორ შეძლებ, რომ ის უფრო წარმატებულ და ბედნიერ ადამიანად აქციო?

მოკლე რჩევები:

  • ნუ იფიქრებ შენს მიზნებზე
  • დაასრულე წინადადება: ჩემი საიტი მომხმარებელს გამოადგება, რადგან მე მას ვეხმარები..

მაგალითი:

  • როგორც ვებ დეველოპერმა, შეგიძლია დაეხმარო კომპანიებს უკეთესი დიზაინებისა და ლენდინგ ფეიჯების შექმნაში.

შენი საიტის მიზანი განსაზღვრავს, მკითხველი გახდება თუ არა კომპანიის ლოიალური მომხმარებელი.

სწორედ ასე ხდებიან საიტები, საკუთარ ნიშებში, must-read რესურსები.

3. თითოეული პოსტი ეხმარება მკითხველს რაიმე პრობლემის გადაჭრაში?

შენთვის წერ, თუ მკითხველისთვის?

ზრდი თუ არა ჩართულობას?

აწვდი თუ არა იმას, რასაც მკითხველი ითხოვს?

ნუ შექმნი კონტენტს მხოლოდ იმიტომ, რომ ”შესაქმნელი” გაქვს და ვალდებულობის მოხდის მიზნით ნუ გააკეთებ.

შექმენი საჭირო საიტი და დროდადრო, ავტორიტეტად გადაიქცევი.

4. შეუძლია თუ არა მკითხველს შენი პოვნა?

ეს ერთ-ერთი ურთულესი საკითხია, რომლის გადაჭრა ჩვენც გვიჭირს.

როგორ უნდა გიპოვოს მკითხველმა?

საიდან უნდა გაიგოს, რომ, მაგალითად, სმარტ სეოზე კარგი რაღაცები იდება?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აუდიტორიის ინდენტიფიცირება.

  1. სოციალური ქსელი – შენ უნდა იყო აქტიური იმ სოციალურ ქსელში, რომელშიც შენი მკითხველი დიდ დროს ატარებს.
  2. მარკეტინგი – ვინაიდან, საიტი, დიდი ალბათობით, ახალ შექმნილი გაქვს, რთულია სეო ტრაფიკის მოზიდვა. ამიტომ, უნდა ვეძებოთ ალტერნატივები. ერთ-ერთი საუკეთესო კი მარკეტინგში ინვესტიციაა. მაგალითად, ფეისბუქისა და საძიებო სისტემის რეკლამები.
  3. შეუძლია თუ არა ახალ მკითხველს შენი პოვნა – რა თქმა უნდა, მარკეტინგზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ამის გაგრძელებას რამდენი ხნით აპირებ? გახსოვდეს, თუ საიტი მარკეტინგში მუდმივად ჩართული არ არის, იგივეა, რაც რესოტრანი, რომელიც რუკაზე არ არის განთავსებული.

რა უნდა ქნა შემდეგი

  1. დაუთმე დრო საიტს, გადახედე ძველ პოსტებს და დაფიქრდი, რისი გამოსწორება შეიძლება
  2. დაწერე შენი საიტის მიზანი და გაარკვიე, რატომ შემოდის მკითხველი შენთან
  3. დაფიქრდი შენი საიტის მარკეტინგის სტრატეგიაზე. შეგიძლია თუ არა უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინო ხმა?
  4. არ დაგავიწყდეს მეილი! მაქსიმალურად ეცადე მკითველს მეილზე ესაუბრო და საჭირო რესურსები გაუზიარო

თქვენ როგორ იპყრობთ მომხმარებლის ყურადღებას? რა მეთოდებს იყენებთ აუდიტორიის მოსაგებად? შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია