• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / რეკლამა / ედვორდსის კამპანია: გზამკვლევი

ედვორდსის კამპანია: გზამკვლევი

BY Rest

Print Friendly, PDF & Email

ედვორდსის კამპანია: გზამკვლევიიმისათვის რომ შევქმნათ ედვორდსის კამპანია, საჭიროა შევიდეთ საიტზე, adwords.google.com და დავიწყოთ სასურველი კამპანიის შექმნა.

პირველ რიგში, თუ არ გაქვთ ედვორდსის ექაუნთი, გაიარეთ რეგისტრაცია, დააჭირეთ ღილაკს “Get started now” და როცა საჭირო ინფორმაციას შეიყვანთ, იპოვეთ  “Create your first campaign” ღილაკი.

ედვორდსის კამპანია: საუკეთესო გზამკვლევი

ჩვენ ექაუნთი უკვე შევქმენით და დავაჭირეთ ღილაკს, “Create your first campaign-ს”, დროა დავიწყოთ კამპანიის კონფიგურაცია.

1. შეარჩიე კამპანიის ტიპი და სახელი. პირველ რიგში, შეარჩიეთ კამპანიის სახელი. ხოლო, რაც შეეხება კამპანიის ტიპს, ამ ეტაპზე, უმჯობესია თუ “Search Network only-ს” აირჩევთ. შემდეგ, იპოვეთ “Include search partners” და მოხსენით აღნიშნვნა (თუ ოდესმე მისი გააქტიურება დაგჭირდებთ, უპრობლემოდ შეძლებთ).

კამპანიის შექმნის #1 ნაბიჯი

2. აირჩიე ქვეყანა (ქვეყნები), სადაც გინდა რომ შენი რეკლამა გამოჩნდეს. მეორე ნაბიჯი ის არის, რომ შევარჩიოთ აუდიტორიის დემოგრაფიული ადგილმდებარეობა. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, პრიორიტეტულია რომ ქართულ აუდიოტირას მივაწვდინო ხმა, ამიტონ ავირჩევ მხოლოდ საქართველოს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი აუდიტორია ძალიან მიზნობრივია და მაგალითად, გინდათ მხოლოდ ნიუ-იორკში მცხოვრები ადამაინების დათარგეთება, პრობლემა არ არის, რადგან ედვორდსი მსგავს ფუნქციას გვთავაზობს.

ამისთვის უბრალოდ დააჭირეთ ”let me choose-ს”.

კამპანიის შექმნის #2 ნაბიჯი

 3. საიტების ენა, სადაც თქვენი რეკლამა განთავსდება. რა თქმა უნდა, ეს უკვე იცით, მაგრამ შეგახსენებთ – გუგლში კონტენტი უამრავ ენაზეა განთავსებული. მაგალითად, ინტერნეტ მარკეტინგზე კონტენტი არსებობს ინგლისურ, რუსულ, ჩინურ, არაბულ, ბერძნულ, ქართულ და კიდევ უამრავ ენაზე. შესაბამისად, თუ ჩვენი საიტი, მაგალითად, ქართულ ენაზეა ნამდვილად წამგებიანი იქნება თუ ჩინურ საიტებზე განვათავსებთ, რადგან ქართველთა 0.1%-იც არ კითხულობს ინტერნეტ მარკეტინგზე ჩინურად. ამ შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტი იქნება ინგლისური და რუსული ენა (ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აუდიტორიისთვის), ხოლო თქვენ, შეგიძლიათ საკუთარი აუდიტორიიდან გამომდინარე დაათარგეთოთ.
 
გაითვალისწინეთ: ქართულ ენას ვერ იპოვით, რადგან ჯერჯერობით მხარდაჭერა არ აქვს.

კამპანიის შექმნის #3 ნაბიჯი

4. აირჩიე “ბიდის სტრატეგია” და დააყენე ქლიქის ფასი. აქ შეგიძლიათ თქვენი ბიუჯეტისა და სურვილის მიხედვით იმოქმედოთ. მე გირჩევდით “Manual CPC-ს” დაყენებას. ეს ფუნქცია ფაქტოვრივად კამპანიაზე მართვის 100%-იან უფლებას გვაძლევს და დამატებით, ედვორდსის “ბეისიქ” მახასიათებლებს აითვისებთ. თუმცა თუ კამპანიის ჩართვის შემდეგ ეს არჩევანი აღარ მოგეწონებათ ან შედეგებით უკმაყოფილო იქნებით, მარტივად შეძლებთ მის შეცვლას.

კამპანიის შექმნის #4 ნაბიჯი

შენი დღიური ბიუჯეტი არის მაქსიმუმი, რასაც გუგლი 24 საათის განმავლობაში შეძლებს ჩამოგაჭრას.

გუგლი თანხის გადახდის ორ ვარიანტს გვთავაზობს:

  1. თანხა გადავიხადოთ მაშინ, სანამ რეკლამები გამოჩნდება
  2. ზოგ ბიზნესს აქვს უფლება, რომ ყოველი თვის ბოლოს გადაიხადოს დაგროვილი თანხა

თავიდან, დიდი დღიური ბიუჯეტის მითითებას მოერიდეთ. ჯერ, ეტაპობრივად შეისწავლეთ ედვორდსის სპეციფიკა და შემდეგ დაიწყეთ მისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.

4.Ad Extensions სექცია. ამ სექციაში თქვენი სურბილისამებრ მიუთითეთ. ამ საკითხზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ.

მოკლე პასუხი თუ რას ნიშნავს Ad Extensions:

როცა თქვენს კამპანიას ამ ფუნქციას ჩაურთავთ, მიიღეებთ შემდეგნაირ სურათს (იმის გათვალისწინებთ თუ რომელ დანამატს გააქტიურებთ):

კამპანიის შექმნის #5 ნაბიჯი

თუ გაუგებარია, შეგიძლიათ ეს საერთოდ გამოტოვოთ და პირდაპირ დააჭიროთ “Save and continue-ს”.

თუმცა, ბევრი საძიებო სისტემის მარკეტერი ამბობს, რომ მსგავსი სტრატეგია CTR-ს საგრძნობლად ზრდის.

5. შექმენი პირველი რეკლამა და დაასათაურე. პირველ რიგში, მიუთითეთ თქვენი საიტი და სასურველი ქივორდების სია.

კამპანიის შექმნის #6 ნაბიჯი

თქვენს რეკლამას უფრო დიდი CTR ექნება თუ სათაურში ქივორდს ახსენებთ (ქივორდი, რომელიც მომხმარებელმა ჩაწერა და ქივორდი, რომელზეც თქვენი რეკლამა უნდა იყოს ოპტიმიზირებული). ამ სექციაში, 25 ასოს გამოყენების უფლება გაქვთ, ამიტომ კონკრეტულ შემთხვევებში მოგიწევთ აბრევიატურის გამოყენება.

მეორე ხაზზე, ასოების ლიმიტი 35-მდე იზრდება. მეტწილად, საძიებო სისტემის რეკლამები მაშინ აღწევს წარმატებას, როცა მეორე და მესამე ხაზი აღწერს სათაურში ხსენებულ ქივორდს.

ნელ-ნელა (სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში) შეგიძლიათ ქივორდის ვარიაციები გამოიყენოთ და ნახოთ, რომელი უფრო კარგად კონვერტირდება.

კამპანიის შექმნის #7 ნაბიჯი

6. ქივორდების სწორი შერჩევა. სურათი, რომელიც ზევით ავტვირთე, მითითებულია ქივორდების სია, მაგრამ ყველა მათგანი ინგლისური ასოებით წერია.

თუმცა, ჩემი ფოკუსი საქართველოა და მსგავსი სტრატეგიით აუდიტორისი 100%-ს ხმას ვერ მივაწვდენ.

ამიტომ, ქივორდებს ვიმუთითებ ქართულ ენაზეც, რადგან არსებობს მომხარებელთა პატარა ნაწილი, რომელიც ამ საკვანძო სიტყვებს გუგლში ქართულად წერს.

7. ყველაფერს თავიდან გადახედე. რეკლამის გაშვებამდე, კარგად გადახადე ყველაფერს და დარწმუნდი, რომ ყველაფერი ზუსტად და სწორად შეიყვანე. რაც მთავარია, ყურადღებით გადახადე CPC-ს, რადგან ის განსაზღვრავს ჩვენს პოზიციებს “გუგლის ფასიან პოზიციებზე”. ბოლოს, არ დაგავიწყდეს თანხის დღიური ლიმიტი და ორ დღეში არ დახარჯო მთელი თვის ბიუჯეტი.

8. შეიყვანე ბილინგის ინფორმაცია. შენი რეკლამები მხოლოდ მაშინ გამოჩნდება საძიებო სისტემაში, როცა გადახდის მეთოდს დაადასტურებ.

შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2021 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია