სეო ოპტიმიზაცია დადებითად აისახება შემოსავალზე
ვინ და როგორ უნდა დაარწმუნოთ იმაში, რომ თქვენი კომპანიის ვებგვერდს SEO სჭირდება? მარკეტინგის ან პიარის განყოფილება? კომპანიის დირექტორი? ფინანსური დირექტორი თუ პირველ რიგში საკუთარი თავი? ვისზეც არ უნდა იყოს საუბარი – მთავარია, გავიგოთ ის, რომ საქმე ეხება შემოსავალს და მის გაზრდას.
სეო არის ინვესტიცია
SEO ეს არის ინვესტიცია, რომელსაც როგორც ყველა სხვა ტიპის ინვესტიციას დრო სჭირდება იმისთვის, რომ შედეგი მიიღოთ. საკვანძო სიტყვების მოძიება, ანალიზი, კონტენტის შექმნას ეს ყველაფერი მყისვე არ ხდება. შემდეგ, ნებისმიერ საძიებო სისტემას, მათ შორის Google-საც სჭირდება დრო რომ დაასკანიროს და ინდექსირება გაუკეთოს თქვენი საიტის ყველა გვერდს და მთლიან კონტენტს.
SEO არ არის მხოლოდ თანხის ჩადება
გონივრულად და წესების დაცვით გაწეული სეო მომსახურება ნიშნავს შემოსავალს. თუ პროდუქციას ან მომსახურებას ყიდით ან უბრალოდ საინფორმაციო ბლოგი გაქვთ – საიტზე დაინტერესებული ვიზიტორების შემოსვლა ყოველთვის მომგებიანია, რადგან, გაიყიდება თქვენი პროდუქცია ან შეგიძლიათ ფასიანი ინფორმაცია განათავსოთ საიტზე ისეთი, როგორიც სარეკლამო ბანერებია ან სარეკლამო ტექსტი.
დაელაპარაკეთ ადამიანს მისთვის გასაგებ ენაზე
თუ ადამიანი, რომელიც უნდა დაარწმუნოთ იმაში, რომ SEO ოპტიმიზაცია არის საჭირო საიტზე, ერკვევა ან მარკეტინგისადმი ინტერესს გამოხატავს – მასთან საუბარი ბევრად უფრო მარტივი და სასიამოვნო იქნება, მაგრამ თუ ეს ასე არ არის – ყველაზე მარტივია საუბარი მაშინ, თუ ფინანსური მხრიდან მივუდგებით. არ არის საჭირო არც სეო ტერმინების და არც ფინანსური ტერმინოლოგიის გამოყენება – უბრალოდ ჩამოთვალეთ დაახლოებით რამდენი იქნება ხარჯი და იქვე მიუწერეთ ის სავარაუდო სარგებელი, რომელსაც მოიტანს საიტის სეო მომსახურება და დაახლოებითი დრო ამ ყველაფრისთვის. მერწმუნეთ – ეს ხერხი გამოგადგებათ.
მივიღეთ დასტური, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?
ახლა კი, როდესაც ყველა, ვისი თანხმობა და მხარდაჭერაც გჭირდებოდათ – თანახმაა, უნდა დავისახოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა: ამ ყველაფერს კი ჩვენს პოსტში განვიხილავთ.