რაც უკვე ვიცით საიტის შექმნა, ჰოსტინგის, ნიშის და ფლაგინების შერჩევა, დროა გადავიდეთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, საიტის დიზაინზე.
წარმოიდგინე, მომხმარებელს აინტერესებს რაღაც საკითხი, შედის გუგლში, წერს საძიებო ფრაზას, მიღებული რეზულტატებიდან კი შენს საიტზე აჩერებს არჩევანს, შემდეგ შემოდის.
რა ხვდება მას შენს საიტზე:
უმაღლესი ხარისხის სტატია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს მომხმარებლის ყურადღებას.
თუმცა, ამასთან ერთად, საიტზე საშინელი დიზაინი აყენია, რომელიც მომხმარებლს თვალებს ტკენს და აფიქრებინებს, რომ რაღაც უხარისხო საიტზე მოხვდა, რომელიც დეზინფორმაციით არის სავსე.
რა თქმა უნდა, თქვენს საიტზე დროს არ კარგავს, უკან ბრუნდება და სხვაგან ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს.
აქედან გამომდინარე, საიტის წარმატებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია დიზაინი?
ბლოგერობის პირველი კვირა: დღე 5; საიტის დიზაინი
გთავაზობთ 3 კომპანიას, რომელიც აწარმოებს საუკეთესო ვორდპრესის დიზაინებს.
1. StudioPress
ბრაიან გარდნერის, რომელიც თვითნასწავლი დიზაინერია, მეთაურობით, სტუდიოპრესი პრემიუმ ვორდპრესის დიზაინის ინდუსტრიის პიონერია. სტუდიოპრესის ”ჯენესისი”ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოპულარული Framework-ია, რომელსაც გუგლის სპამის დეპარტამენტის უფროსი, მეთ ქათსი, თავის ბლოგზე იყენებს. გარდა ამისა, სტუდიოპრესის დიზაინი, ოფიციალურად 150,000-ზე მეტ საიტზე აყენია.
2. TieLabs
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სელერი ThemeForest-ზე, რომელმაც 75,000-ზე მეტი დიზაინი გაყიდა.
თაილაბსი 2007-ში, ეგვიპტეში, დაარსდა. დღეს, მათ პროდუქტს 30,000-ზე მეტი ვებმასტერი ენდობა.
3. Elegant Themes
“Elegant Themes” უძლიერესი დიზაინების ავტორია. ამის დასტური ის არის, რომ ამ კომპანიას 317,000-ზე მეტი კმაყოფილი კლიენტი ყავს, რითაც იმსახურებს ერთ-ერთი საუკეთესო პრემიუმ ვორდპრესის დიზაინების წარმმოებლის სტატუსს.
სად შემიძლია სხვა დიზაინების დათვალიერება/ყიდვა?
ThemeForest-ი 2007-ში დაარსდა და მას შემდეგ გახდა ყველაზე პოპულარული ადგილი, სადაც 2,000-მდე სხვადასხვა პრემიუმ ვორდპრესის დიზაინის ყიდვა შეგიძლია.
სხვა ”marketplace-ებისგან” განსხვავებით, ThemeForest-ზე ავტორებს შეუძლიათ საკუთარი ფაილების განთავსება და მათი გაყიდვა.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.
გაგრძელება: ბლოგერობის პირველი კვირა: დღე 6; საიტის ზოგადი ოპტიმიზაცია