თუ გაქვს ონლაინ ბიზნესი, რომელიც ორიენტირებულია ლოკალურ აუდიტორიაზე, მოგიწევს სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება მოწინავე პოზიციების გამოყენებისთვის.
ლოკალური სეო განსხვავდება იმ სეო სტრატეგიებისგან, რომლებსაც საერთაშორისო საიტების დარანკვისთვის იყენებ.
ვიზუალური მაგალითი თუ როგორ ნაწილდება ლოკალური სეოს კოეფიციენტი:

სურათის წყარო: მოზი
სურათში კარგად ჩანს, რომ არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ლოკალურ სეოს განასხვავებს ჩვეულებრივი სეო მეთოდებისგან.
მაგალითად, გამავალი ლოკალური და ჩემი ბიზნესის სიგნალები.
თუმცა, ონ-ფეიჯ სეო ფაქტორები და ლინკები ისევ დიდ როლს თამაშობს.
ერთადერთი განსხვავება ის არის თუ როგორ ლინკებზე გინდა კონცენტრირება, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო.
ლოკალური სეო: როგორ დავრანკოთ ადგილობრივი ბიზნესი?
დღეს, ვისაუბრებთ ისეთ სეო ტექნიკებზე, რომლებიც დაგეხმარება შენი ლოკალური ბიზნესის დარანკვასა და გაუმჯობესებაში.
პირველი და უმთავრესი ნაბიჯი
სანამ წახვალ და დაიწყებ ლინკებზე ფიქრს, არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც თავიდანვე უნდა გაითვალისწინო.
წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგიჭირდება სასურველ შედეგზე გასვლა.
განსაკუთრებით მაშინ, როცა ლოკალ ლისთინგით გინდა დარანკვა.
თუ გინდა, რომ საძიებო სისტემაში შენი ბიზნესი ზევით მოყვანილი კომპანიის მსგავსად გამოჩნდეს, მთავარი აქცენტი ლინკ ბილდინგიდან უნდა გადავიტანოთ.
ჩვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ სამ ტერმინზე:
- ადგილობრივი სმმ (სახელი, მისამართი, მობილური) დამოწმება
- ლოკალური განხილვები
- ჩემი ბიზნესის სიგნალები
ამ სამ ტერმინზე უფრო დეტალურად შემდეგ სტატიებში ვისაუბრებთ
დაგუგლე ჩემი ბიზნესი
თუ არ გაქვს, უნდა შექმნა და დაამოწმო დაგუგლე ჩემი ბიზნესის გვერდი.
ფეიჯის შექმნის დეტალებზე საუბარში დროს აღარ დავხარჯავ, რადგან უამრავი იდეალური გიდი არსებობს. მაგალითად, ეს ან ეს.
როცა უკვე შექმნი გვერდს, რაც აუცილებლად უნდა იცოდე არის შემდეგი ინფორმაცია:
- დაამატე ვრცელი აღწერა
- აირჩიე შენი ბიზნესის შესაბამისი კატეგორია
- ატვირთე რამდენიმე სურათი
- მიუთითე შენი ბიზნესის ნომერი
- დაამატე მისამართი
- პროფილისა და ქავერის ხარისხიანი სურათი დაამატე
- დაამატე სამუშაო საათები (თუ შენს ბიზნესს შეესაბამება)
- დაგჭირდება განხილვები ნამდვილი მომხმარებლისგან
სმმ (სახელი, მისამართი, მობილურის ნომერი)
თქვენი მისამართი აუცილებლად უნდა იყოს მუდმივი.
მაგალითად, თუ ”დაგუგლე ჩემი ბიზნესში” ერთ მისამართს მიუთითებთ და საიტზე, ფეისბუქზე და სხვა დირექთორი პლატფორმებზე განსხვავებულ მისამართს მიუთითებ, ცუდი იქნება.
ლოკალური განხილვები
ლოკალურ განხილვებს, პირდაპირი გავლენა აქვს საძიებო სისტემის პოზიციებზე.
ამიტომ ჭკვიანური იქნება თუ მათ შეგროვებას დროს დაუთმობთ.
მთავარი კითხვა ის არის, თუ როგორ შეიძლება მსგავსი განხილვების შეგროვება.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია არსებულ აუდიტორიას თხოვო რამდენიმე წუთი დაგითმოს და შენი კომპანიის რამდენიმე სიტყვიანი განხილვა დაწეროს.
კიდევ ერთი კარგი მეთოდია შექმნა გვერდი, მაგალითად, ”განხილვები” და მომხმარებელს მოუწოდო:
რა შეიძლება გავაუმჯობესოთ? დაწერეთ ჩვენი კომპანიის დადებითი და უარყოფითი მხარეები
გაგიკვირდებათ თუ რამდენი მომხმარებელი დაწერეს განხილვას და დაგიკავშირდებათ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ლოკალური ლინკ ბილდინგი
ლოკალური ლინკ ბილდინგი ჩვეულებრივი სტრატეგიებისგან განსხვავებულია.
ლოკალური ლინკ ბილდინგისთვის უმჯობესია ლინკები მოვიპოვოთ ისეთი საიტებისგან, რომლებიც იმავე ქვეყნიდან ფუნქციონირებს.
სხვა სიტყვებით, ლოკალურ საიტს ჭირდება ლოკალური ლინკები.
რაც მთავარია, ლინკები ჩვენი ბიზნესის რელევანტური უნდა იყოს.
საძიებო სისტემის CTR
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ დარანკვის 3 უმთავრეს ფაქტორში, კონტენტისა და ლინკების შემდეგ, CTR მოდის.
იმისათვის რომ ჩვენი ონლაინ ბიზნესის საძიებო სისტემის CTR გავზარდოთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ შემდეგი სტრატეგიები:
- გამოიყენე ჩამთრევი სათაურები
- რელევანტური აღწერა სტატიისთვის
- გამოიყენე პურისმარცვლები, რომ საძიებო სისტემაში შენი საიტის ლინკი უფრო ხარისხიანი და სანდო გამოჩნდეს
გარდა ამისა, საძიებო სისტემის CTR-ის გაზრდა შეგვიძლია ლოკალურ ბაზარზე ბრენდის პოპულარიზაციით, რაც ჩვენი ონლაინ ბიზნესის სანდოობას აამაღლებს და შესაბამისად, CTR გაიზრდება.
ბოლოსიტყვაობა
- შექმენი ”დაგუგლე ჩემი ბიზნესის” გვერდი
- ლოკალური სეოსთვის უმნიშვნელოვანესია ონ-ფეიჯ სეო ოპტიმიზაცია
- მიუთითე სწორი სმმ და აუცილებლად დაამოწმე
- შეაგროვე რეალური განხილვები
- კონცენტრირდი ლოკალურ ლინკ ბილდინგზე
შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!