სეოს თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია სწორი ჰოსტინგის შერჩევა, რომ სწორად, სწრაფად და ეფექტურად განვითარდეს თქვენი საიტი.
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჰოსტინგი საიტის წარმატების ფუნდამენტია.
გთავაზობთ ხუთ ჰოსტინგის კომპანიას, რომელმაც უმაღლესი შეფასება მიიღო 2015-ში.
ბლოგერობის პირველი კვირა: დღე 4; ჰოსტინგი
1. Siteground
2015 წლის მონაცემებით, მომხმარებლის საუკეთესო შეფასება მიიღო Siteground-მა. შესაბამისად, ჩვებუ სიის პირველ ადგილს ეს ჰოსტინგი იკავებს.
Siteground-ი ცნობილია მისი სერვისების ვრცელი სიით. გარდა ამისა, ჰოსტინგის გეგმებს მოყვება უამრავი ”ფერქი”, მაგალითად, უფასო SSL სერტიფიკატი, CloudFlare CDN და ა.შ.
2. BlueHost
Bluehost 2003-ში დაარსდა და მას შემდეგ ცდილობს გააუმჯობესოს ჰოსტინგის ”ოვერალ” ხარისხი და ფუნქციონირება. მისი shared, VPS, და dedicated ჰოსტინგ პაკეტებით, ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბლუჰოსთი ერთ-ერთია იმ ცოტა კომპანიათაგან, რომელსაც ვორდპრესი უწევს რეკომენდაციას.
3. HostGator
ჰოსთგეითორი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰოსტინგის კომპანიაა.
HostGator-ის ჰოსტინგის პაკეტები ყოველთვის აკმაყოფილებს მასის მოთხოვნებს. გარდა ამისა, HostGator-ს საკმაოდ კარგი, ხარისხიანი და იაფი shared, VPS, reseller და dedicated სერვისები აქვს.
იმისათვის, რომ ჰოსთგეითორის ხარისხსა და სანდოობაში დარწმუნდეთ, გეტყვით, რომ სმარტ სეოს მისი მომხმარებელია.
4. ProServ
ამდენ უცხოურ ჰოსტინგში ერთი ქართულიც გავურიოთ.
პროსერვი ჩვენი ფავორიტი ქართული ჰოსტინგია. ის გამოირჩევა დაბალი ფასებით, 99% აფ-თაიმით, სწრაფი სერვერებით და იდეალური საფორთით.
5. Web Synthesis
ვებ სინთესისი ჩვენი ფავორიტი ჰოსტინგია და თამამად ვიტყვით, რომ ბაზარზე საუკეთესოა.
რატომ არ არის პირველ ადგილზე?
სხვა ”პოპულარულ” ჰოსტინგებთან შედარებით, ვებ სინთესისი საკმაოდ ძვირია, თუმცა მისი ხარისხი ”სხვა ლეველზეა”.
სინთესისს დიდი ხანია ვიყენებთ და გვენდეთ, თქვენი საიტის სისწრაფე არარეალურად გაიზრდება.
პ.ს კიდევ უფრო გასაოცარ შედეგს მიიღებთ ჯენესისის დიზაინთან შეთავსებით.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.
გაგრძელება: ბლოგერობის პირველი კვირა: დღე 5; საიტის დიზაინი