• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / მონეტიზაციის გზები / აფილიეტ მარკეტინგი / გათამაშების სტრატეგია: როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინტერნეტით

გათამაშების სტრატეგია: როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინტერნეტით

BY Rest

Print Friendly

გათამაშების სტრატეგია: როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინტერნეტითუმთავრესი პრობლემა, რომელსაც მარკეტერები აწყდებიან არის უშემოსავლო პროექტების მართვა.

გვაქვს კარგი საიტი, ლამაზი დიზაინით, ხარისხიანი კონტენტითა და ტრაფიკით, თუმცა ბოლო ეტაპზე ვერ გადავდივართ.

ტრაფიკის კონვერტაციას ვერ ვახერხებთ.

ერთ-ერთი სტატია უკვე განვიხილეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმეილ მარკეტინგი და სწორად გამოყენების შემთხვევაში როგორ შედეგზე გასვლა შეიძლება.

ამ სტატიაშიც განვიხილავთ საკმაოდ ეფექტურ სტრატეგიას, რომელიც საგრძნობლად გაზრდის თქვენს გამომწერთა რიცხვს.

თან, დაგეხმარებათ გაყიდვების გაზრდაში.

რა დაგჭირდებათ ამ სტრატეგიისთვის:

  1. ფეისბუქის რეკლამა
  2. ლენდინგ ფეიჯი გამოწერის ფორმით
  3. აუდიტორიაზე საფუძვლიანი ინფორმაცია

რაში გვჭირდება ეს სამი ფუნქტი?

  1. ფეისბუქის რეკლამა – რეკლამა დაგვჭირდება იმისთვის რომ სწორ აუდიტორიას ინფორმაცია მივაწოდოთ
  2. ლენდინგ ფეიჯი – ლენდინგ ფეიჯი დაგვჭირდება მოსახერხებელი გამოწერის ფორმის შესაქმნელად
  3. აუდიტორიაზე ინფორმაცია – აუდიტორიის შესწავლა საჭიროა იმისთვის რომ არარელევანტურ მომხმარებელთან ურთიერთობაში არ დავხარჯოთ დრო და თანხები

რა თქმა უნდა, სამივე პუნქტს განვიხილავთ, რომ შევქმნათ ეფექტური გათამაშების სტრატეგია.

პირველ რიგში, სანამ დავიწყებთ, ვნახოთ რას მოიცავს ”გათამაშების სტრატეგია”:

გათამაშების სტრატეგია არის რაიმე პროდუქტის ან სერვისის უფასოდ გათამაშება, რომლის მოგების შანსი ნებისმიერ ადამიანს ექნება

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ვნახოთ რამდენად ეფექტურია:

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უფასო ნივთზე უარს არავინ ამბობს.

მითუმეტეს მაშინ, როცა ის ძალიან ჭირდება.

თითოეულ ჩვენს საიტს აქვს მთავარი ნიშა, რომლის გარშემოც თითოეული პოსტი ტრიალებს. შესაბამისად, ჩვენი აუდიტორიის 99%-ს ერთი და იგივე საკითხი აინტერესებს.

ამიტომ, თუ ამ 99%-ს ისეთ პროდუქტს შევთავაზებთ, რომელიც მათთვის საინტერესო და გამოსადეგია, აუცილებლად შევძლეთ მათი გულების მოგებასა და მანიპულირებას.

სიტყვა მანიპულირება ყურში ცუდად ისმის და მაშინვე ჩნდება კითხვები, ”ვინმე უნდა მოვატყუო?”, ”შავ საქმეში უნდა გავერიო?” და მსგავსი სანერვიულო იდეები.

თუმცა, ჩვენი სტრატეგიის იდეა სულ სხვა არის.

მაგალითად, რამდენჯერ გიყიდიათ ლოტოს ბილეთი იმ იმედით, რომ სწორედ თქვენ იქნებოდით გამარჯვებული?

რამდენჯერ გიცდიათ ბედი ისეთ გათამაშებებში როგორიც ”გადაფხიკე და მოიგეა?”.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის გონება იმედის გარშემო ტრიალებს და ყოველთვის ფიქრობს – ”მე ამას შევძლებ”, ”მე გავიმარჯვებ”, ”იქნებ მე ვარ ის ერთადერთი ადამიანი?” და ა.შ

ანუ, როცა მომხმარებელს ვეტყვით:

ჩვენთან თამაშდება აიფონ 6S! გათამაშებაში მონაწილეობის მიღება უფასოა! ცადე ბედი, ვფიქრობთ, თქვენი დროც მოვიდა

მომხმარებელი იწყებს ფიქრს,

საიტი ნამდვილად სანდო ჩანს, გათამაშებაში მონაწილეობაც უფასოა, იქნებ ჩემი მეილის სანაცვლოდ მართლა მოვიგო აიფონ 6S!

როგორც უკვე მიხვდით, მომხმარებლის მეილების შეგროვებას ვაპირებთ.

გადავიდეთ რეალურ საქმეზე:

გათამაშების სტრატეგია: როგორ გამოვიმუშავოთ ფული ინტერნეტით

მაგალითისთვის, რადგან სმარტ სეო ინტერნეტ მარკეტინგის ნიშაა, ”გათამაშების სტრატეგიისთვის” იგივე საკითხი გამოვიყენოთ.

დავიწყოთ ბოლო პუნქტიდან:

1. ინფორმაცია ჩვენს აუდიტორიაზე

მე ვიცი, რომ სმარტ სეოს მკითხველთა 99%-ს აინტერესებს საიტების დარანკვა და ფულის გამომუშავება.

ვიცი, რომ თითოეული მათგანი დაინტერესებულია ლინკ ბილდინგით, ონ-ფეიჯ და ოფ-ფეიჯ სეოთი, კონტენტ მარკეტინგით, სოციალური მედია მარკეტინგით და აფილიეტ მარკეტინგით.

ანუ, მე ვიცი უამრავი საკითხი, რომელიც ჩემი აუდიტორიისთვის საინტერესოა და თუ მე მათ ამ ნიშებზე საჭირო, უფასო პროდუქტს შევთავაზებ, ულაპარაკოდ მივიღებ მათ იმეილ მისამართებს და დამატებით, რამდენიმე სამადლობელს.

უკვე განვხილეთ საკითხები, რომლებიც აუდიტორიას აინტერესებს.

შემდეგი ნაბიჯია იმ საკითხის არჩევა, რომელიც საუკეთესო შედეგებს მომიტანს.

ვფიქრობ, ეს იქნება, მაგალითად, მაჯესტიკისა და აჰრეფსის ორთვიანი უფასო პაკეტი.

კარგად ჟღერს, ხო? მითხარი შენი მეილი და მიიღე აჰრეფსისა და მაჯესტიკის 2 თვიანი უფასო პაკეტის მოგების შანსი.

კიდევ უფრო გავამწვავოთ შეთავაზება და ასე გავაკეთოთ:

გათამაშების მაგალითისურათი შევინახოთ, მოგვიანებით დაგვჭირდება.

2. ლენდინგ ფეიჯი

ეს არის პუნქტი, სადაც ცოტაოდენი ინვესტიციაა საჭირო, თუმცა აუცილებელი არ არის.

მაინც გირჩევდით, რომ ლენდინგ ფეიჯის შეძენისთვის ფული არ დახარჯოთ და ვორდპრესის უბრალო ფლაგინი გამოიყენოთ, რომელიც საკმაოდ მიმზიდველ გვერდს ქმნის.

ლენდინგ ფეიჯი ინდივიდუალურად შექმენით, ხოლო თუ ვერ შეძლებთ, ჯგუფში ან ფორუმზე გამოგვეხმაურეთ და ამ საკითხზე ცალკე სტატიას გამოვაქვეყნებთ.

მაგალითად, როგორი შეიძლება იყოს თქვენი ლენდინგ ფეიჯი:

ლენდინგ ფეიჯის მაგალითი

3. ფეისბუქის რეკლამა

მივედით მთავარ პუნქტთან.

გვაქვს სურათი, გავიცანით აუდიტორია, დავამზადეთ ლენდინგ ფეიჯი და რა დაგვრჩა?

რა თქმა უნდა, ტრაფიკი.

ტრაფიკის გამომუშავების იდეალური გზა კი ფეისბუქის რეკლამაა, სადაც მიზნობრივ აუდიტორიას მივუთითებთ.

ჩემს შემთხვევაში, მივუთითებ შემდეგ ინტერესთა სფეროებს:

  • სეო
  • ინტერენტ მარკეტინგი
  • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი

თავიდან, დავიწყებ 1$-იანი სპონსორით და სიტუაციის მიხედვით, განვავითარებ სტრატეგიას.

პოსტს დავასათაურებ შემდეგნაირად:

გათამაშება სმარტ სეოზე! მოხვდი სამ გამარჯვებულს შორის და მოიგე საინტერესო პრიზები!

ეს სტრატეგია სხვადასხვა საიტებზე რამდენიმეჯერ გამოვიყენე და ძალიან ბევრი რელევანტური (აფილიეტ საიტებისთვის) მეილი შევაგროვე. თუ ამ სტრატეგიას თქვენს კრეატივს დაუმატებთ, საოცარ შედეგებს მიიღებთ.

ხო, მთავარი კითხვა:

მერე ამ მეილებს რა ვუყო?

ვინაიდან, მომხმარებელთა მეილები თქვენი ნიშის შესაბამისია, შეგიძლიათ სპეციალური შეთავაზებები გაუგზავნოთ და იმეილ მარკეტინგი შემოსავლის მეორე წყაროდ აქციოთ!

შემოგვიერდით სმარტ სეოს ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები! მოუთმენლად ველოდებით თქვენს კითხვებს!

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2019 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია